x
image
natia.a
12 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს - ეს ბევრმა არ იცის!
image

დიასახლისთა უმრავლესობამ არ იცის სწორი რეცხვის თავისებურებები, შესაბამისად, არასწორი რეცხვის გამო ხშირად ფუჭდება სარეცხი მანქანა და თავად სარეცხიც. საკმარისი არ არის მანქანაში მხლოდ ფხვნილის ჩაყრა და ღილაკზე თითის დაჭერა. გთავაზობთ 12 ძირითად წესს, რომელთა დაცვაც თავიდან აგარიდებთ რეცხვის დროს საბედისწერო შეცდომებს.


image

1. არ დაგავიწყდეთ სარეცხი მანქანის გასუფთავება. რეცხვის შემდეგ გარეცხეთ ფხვნილის ჩასაყრელი უჯრა, გაასუფთავეთ მანქანის კარი და დატოვეთ ღია, რათა შიგნით ჰაერი არ ჩაიხუთოს. მანქანის ქვეშ მოთავსებულია ფილტრი, რომელიც ასევე აუცილებლად უნდა გასუფთავდეს არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. წელიწადში ერთხელ კი კარგი იქნება, თუ ცარიელ მანქანაში ჩავსხამთ ნახევარ ლირტ ძმარს და ჩართავთ ცხელი წყლის ციკლზე. ამით მოხდება მანქანის გამათბობელი ელემენტების გაწმენდა.

2. ნუ გარეცხავთ ძალიან ბევრი რაოდენობით სარეცხს ერთ ჯერზე, მიუხედავად იმისა, რომ მანქანაში შეიძლება ჩაეტიოს.ზედმეტი გადატვირთვის გამო მანქანა შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს.


image
3. პირსახოცების რეცხვისას ნუ გამოიყენებთ კონდიციონერს. აღმოჩნდა, რომ კონდიციონერი აქვეითებს ქსოვილის მიერ წყლის შეწოვის უნარს. ამიტომ თქვენი პირსახოცებისთვის ეს კარგი ნამდვილად არ იქნება.

4. წინდები გარეცხეთ ცალკე ბადეში. ან საერთოდ ცალკე რეჟიმით გარეცხეთ, რათა სხვა სარეცხში არ დაიკარგოს.



image
5. ბალიშები და საბნები ორჯერ უნდა გაირეცხოს. პირველ ჯერზე - ფხვნილით, მეორე ჯერზე - ფხვნილის გარეშე. ბუმბული და ხელოვნური ბამბა ადვილად იღებს სუნს, ამიტომ სარეცხი საშუალების მძაფრი სურნელის მოსაშორელად, მეორედ გარეცხვა აუცილებელია.


6. არ გამოიყენოთ დიდი რაოდენობით ქლორი. მოიხმარეთ იგი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რადგან ქლორი ქსოვილს აფუჭებს.


image

7. არ გარეცხოთ საცურაო კოსტიუმები მანქანაში. სპანდექსისა და ელასტანისგან შექმნილი სამოსი სარეცხ მანქანაში რეცხვის შედეგად იწელება. ისინი უნდა გაირეცხოს ხელით, გრილ წყალში.

8. გარეცხვამდე ტანსაცმელზე ღილები გახსენით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება რეცხვის დროს მოწყდეს.


image

9. გარეცხვამდე შარვალზე ელვა-შესაკრავი აუცილებლად შეკარით! წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაკრავის კბილანებით შეიძლება სხვა ტანსაცმელი დაზიანდეს.


image

10. მანქანით რეცხვისას არ ჩაყაროთ ზედმეტი რაოდენობით სარეცხი ფხვნილი. დიდი რაოდენობით ფხვნილი ასევე დიდი რაოდენობით ქაფს წარმოქმნის, რომელიც ჯდება ქსოვილზე და ისევ აჭუჭყიანებს მას.

11. არ გახეხოთ დალაქავებული ადგილები. ასე ქსოვილს დააზიანებთ. თუ აუცილებელია ლაქების ამომყვანი, გამოიყენეთ თეთრი ქსოვილის ხელსახოცი და ფრთხლად გაუსვით დალაქავებულ ადგილს.


image

12. სწორად დაახარისხეთ. ეს ყველა დიასახლისისთვის ცნობილია. პირველ რიგში, არ გარეცხოთ თეთრი ფერის ქსოვილი სხვა ფერის ქსოვილებთან ერთად. ასევე არ გარეცხოთ შალის ტანსაცმელი სხვებთან ერთად. არც პირსახოცები გარეცხოთ სინთეტიკურ ქსოვილებთან ერთად. ცალკე უნდა გაირეცხოს ე.წ. ფლისის სამოსიც.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. სუროს ფოთლების უნიკალური თვისება! - თქვენ სამუდამოდ უარს იყვით სარეცხ ფხვნილებზე!

image


2. როგორ გავრცეხოთ სწორად ხელოვნური ქურქი - ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას!

image


3. როგორ გავრეცხოთ შავი ტანსაცმელი ისე, რომ არ გახუნდეს - ეს ბევრმა არ იცის!

image


4. რა საფრთხეს გვიქმნის და როგორ გავხადოთ მეორადი ტანსაცმელი უსაფრთხო - ექიმები გვირჩევენ!

image


5. რომელი სარეცხი ფხვნილია ყველაზე ტოქსიკური და ეფექტური - ექსპერტიზის შედეგები

image


6. ფარდების რეცხვისას ბევრი უშვებს ამ შეცდომას - გაითვალისწინეთ და შეინარჩუნეთ სიქათქათე!

image


7.
როგორ გავრცეხოთ სწორად "დუტის" ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის!

image


1
18789
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
18789
  
2017, 23 აგვისტო, 12:13
და კიდევ: ტანსაცმელი უკუღმა გადააბრუნეთ და სარეცხ მანქანაში ისე შეყარეთ-მე სულ ასე ვიქცევი.:)
0 1 1