სხვა დააკვირდით თქვენს ცერა თითს და საკუთარ თავზე ბევრ რამეს შეიტყობთ 2017, 31 იანვარი, 11:11 ადამიანთან პირველი შეხვედრისას, უფრო ხშირად ვაკვირდებით მის სახეს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ვცდილობთ ჩავხედოთ თვალებში და ამოვიცნოთ მისი ხასიათი... ქირომანტიის ოსტატები კი გვირჩევენ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ თანამოსაუბრის ხელებს! ხელის ცერა თითს ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანზე: მის ნებისყოფაზე, ხასიათის ძირითად შტრიხებზე, პიროვნების თავისებურებებზე. დააკვირდით თქვენს ცერა თითს და შეამოწმეთ, ქვემოთ მოცემული სამი ვარიანტიდან რომელი შეგესაბამებათ. ვარიანტი А თითის მეორე ფალანგი პირველზე გრძელია. ფალანგების ამგვარი განლაგება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი საიმედოა და იმსახურებს ნდობას. მსგავსი თითების მფლობელები ძალიან დაკვირვებულნი არიან და ყველაფერს ობიექტურად უყურებენ. არიან გონიერები, ყველაფერს აკეთებენ აუჩქარებლად და არ აგებენ წარმოსახულ ციხესიმაგრეებს. არ უყვართ სხვისი მხრიდან ხანგრძლივი ზეწოლა და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ სულიერ კომფორტს. ვარიანტი В პირველი და მეორე ფალაგები თითქმის ერთი ზომისაა. ამ ადამიანებს ურჩევნიათ წინასწარ შედგენილი გეგმით იმოქმედონ - მხოლოდ ამ შემთხვევაში გრძნობენ თავს კომფორტულად. ემოციებსა და გრძნობებს ნაკლებად გამოხატავენ და არ აძლევენ თავს უფლებას მხოლოდ ერთი დღით იცხოვრონ. ასევე ფლობენ მოქნილ გონებას და ცნობისმოყვარეობას. ეს ადამიანები არიან მრავალწახნაგოვანი ბუნების მქონე და შესანიშნავი თანამოსაუბრეები. ვარიანტი С პირველი ფალანგი მეორეზე გრძელია. ეს ადამიანები გამოუსწორებელი რომატიკოსები არიან. ისინი ადვილად იყვარებენ. ასეთ ადამიანთან არ მოიწყენთ, რადგან საყვარელი ადამიანისთვის იგი ყველაფრისთვის მზადაა! ასევე დაგაინტერესებთ: 1. იცით რას ნიშნავს ასეთი ტერფები? - ამით ბევრი რამის გაგება შეიძლება! 2. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე საზიზღარი სახე და... - ტესტი, რომელიც საზოგადოებისთვის დაფარული იყო 3. როგორ გამოვიცნოთ ქალის ხასიათი ჯდომის მანერით - ტესტი, რომელიც სანდოობით ნამდვილად გაგაკვირვებთ! 4. როგორ გამოადგა რუსეთის ბაზარზე მოვაჭრე ქართველს ფიზიკის ცოდნა - სახალისო ისტორია 5. დააკვირდით ფოტოებს და იპოვეთ დამალული შიშველი მოდელები 9192 9-ს მოსწონს 1-ს არა
|