x
image
natia.a
როგორ გავახაროთ ოთახის პირობებში ქოთანში ხეხილის ხეები - დაუჯერებელია, მაგრამ უკვე შესაძლებელი!

image

ოთახის პირობებში გაზრდილი ლიმონითა და ფორთოხლით დღეს უკვე ვერავის გააკვირვებს ადამიანი. მაგრამ რა იქნება თუ ოთახში, ქოთანში ულამაზესი ვაშლებით, მსხლებით, ქლიავითა თუ ატმით დახუნძლული პატარა ხეებსაც გავახარებთ?

მებაღეობაში სრულიად ახალი მიმართულებაა ნაყოფის მომცემი ჯუჯა ხეების გამოყვანა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საკუთარი ხეხილის ბაღი გექნებათ პირდაპირ აივანზე ან ტერასაზე ქოთნებში...
image

ეს პაწაწუნა ხეები იზრდება 1, 20 მ-ზე, მაგრამ მათი ნაყოფი არც არომატით და არც გემოთი არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივი ხეების ნაყოფს.
image

თუმცა ამგვარი ხეები ცოტა მეტ ყურადღებას მოითხოვს. აუცილებელია არანაკლებ 30 ლიტრიანი ქოთანი, ხოლო ნიადაგი უნდა იყოს ნაყოფიერი და ჰაერგამტარი.
image

ქოთანში აუცილებელია დრენაჟის არსებობა, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის მოკავება და ფესვების დალპობა.
image

უკვე ჩარგული ხეები უნდა განთავსდეს მზიან ადგილზე, სადაც არ იქნება ორპირი ქარი. პირველივე ყინვების დროს ხე გადატანილი უნდა იქნას დახურულ, თბილ შენობაში. ყოველწლიყრად აუცილებელია ხეების გაკრეჭა ლამაზი გვირგვინის შესაქმნელად.
image

რეგულარული მორწყვისა და სასუქის (განსაკუთრებით კალიუმისა და აზოტის შეცველის) დამატების პირობებში მშვენიერი ჯუჯა ხეები აუცილებლად გაგახარებთ უხვი და გემრიელი მოსავლით.
image

7
7474
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
7474
  
2017, 24 მაისი, 17:51
სამწუხაროდ არ ვიცი სად შეიძლება ნერგების მოძიება საქართველოში. ამ საიტის წესებიც კრძალავს ნებისმიერი პროდუქტის რეკლამირებას. ამიტომ სტატია არის უცხოური წყაროებიდან თარგმნილი, როგორც ზოგადი ინფორმაცია მებაღეობის ამ ახალი მიმართულების შესახებ.
2017, 24 მაისი, 16:35
მიუთითეთ მისამართი, ტელეფონი
2017, 19 მაისი, 14:27
რატომ გაქვთ ასეთი მშრალი ინფორმაცია, არსად არ მიუთითებთ ადგილსამყოფელს, მისამართს, ტელეფონს, ნუთუ ასე ძნელია? თუ ყიდი დაწერე ბარემ
2016, 26 დეკემბერი, 16:11
სად შეიძლება შევიძინო და როდის?
2016, 5 ივნისი, 12:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 18 მაისი, 23:19
სად შევიძენ ასეთ ხეხილს იქნებ მომწეროთ და ფასები რომელიხეხილის ნერგი რა ღირს
0 1 7