სხვა პატარა საიდუმლო, რომელიც დენის გადასახადს შეგიმცირებთ! - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 2017, 9 მაისი, 11:15 ![]() როგორ შევამციროთ ელექტროენერგიის დანახარჯები? ტელევიზორი ![]() ყველაზე მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას თანამედროვე პლაზმური და LCD ტელევიზრები მოიხმარს. იგივე ეხება კომპიუტერის მონიტორებსაც. თუ 17 დიუიმიან კინესკოპურ ტელევიზორს ჩართულს დავტოვებთ, იგი 190კვტ/სთ. ენერგიას დაწვავს. ახალი მოდელის ტელევიზორები კი აღჭურვილია ეკონომიის რეჟიმით, რომელიც წელიწადში130-135 კვტ/სთ ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა. კომპიუტერი ![]() თანამედროვე კომპიუტერების მოდელებს გააჩნიათ ეკონომიის რეჟიმი, რომელიც შეიძლება ხელით ჩავრთოთ, ან ავტომატურად გააქტიურდეს. ამ პროცედურის შემდეგ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა 50%-მდე უნდა შემცირდეს. მტვერსასრუტი ![]() ელექტროენერგიის ეკონომია ამ ხელსაწყოსაც შეუძლია. ამგვარი ეფექტის მისაღებად საკმარისია დროულად გავწმინდოთ მტვრის ტომარა და გამოვცვალოთ ჰაერის გამწმენდრი ფილტრები. მობილური ტელეფონი ![]() ყველამ არ იცის, რომ დენის წყაროში დატოვებული დამტენი ენერგიას მოიხმარს ტელეფონის გამორთვის შემდეგაც კი. იმ შემთხვევაში თუ დამტენი გამუდმებით რჩება როზეტში შეერთებული, მოხმარებული ენერგიის 95% იკარგება. ელექტროღუმელი ![]() იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ ჭურჭელს, რომელიც არ შეესაბამება ელექტროღუმლის კომფორების ზომას, დახარჯული ენერგიის 10% იკარგება. ენერგეტიკული რესურსების ხარისხიანი მოხმარებისთვის საჭიროა ქვაბების, ჩაიდნებისა თუ ტაფების სწორი შერჩევა - მათი ძირის დიამეტრი უნდა ემთხვეოდეს გაცხელებადი ზედაპირის დიამეტრს. ასევე უმჯობესია, საჭმლის მომზადების დროს ქვაბს თავსახური დავახუროთ - ეს ენერგიის 20%-ს დაზოგავს. სარეცხი მანქანა ![]() სარეცხი მანქანა ზედმეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ორ შემთხვევაში: ჩატვირთული სარეცხის ნორმის გადაჭარბების ან პირიქით, არასრული ჩატვირთვის დროს. პირველ შემთხვევაში, ენერგიის გადამეტება შეადგენს 10-15%-ს, მეორე შემთხვევაში კი - იზრდება 30%-მდე. მაცივარი ![]() მაცივარი მოთავსებული უნდა იყოს გრილ ადგილზე, იმ მოწყობილობებისგან მოშორებით, რომლებიც სითბოს გამოყოფს. თუ შენობის შიგნით ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევს, მაცივრის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 100%-ით იზრდება. ასევე დაგაინტერესებთ: 1. შეამოწმეთ დენის მრიცხველი ჩვენებას ხომ არ აორმაგებს - ეს ძალიან მარტივია! ![]() 2. იცოდით რისთვის გამოიყენება კავიატურაზე ეს კლავიში? - ეს ძალიან დაგეხმარებათ! ![]() 3. რატომ არის საშიში "ემდეეფის" ავეჯი და როგორ ავირიდოთ საფრთხე - დაიმახსოვრეთ ეს მოქმედებები! ![]() 4. ამ მეთოდით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - გაითვალისწინეთ! ![]() 5. რატომ აქვს გაზის ღუმელს 4 "კონფორა" - საოცარი აღმოჩენა, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ! ![]() 36151 9-ს მოსწონს
|