სხვა რატომ უჭირავთ სტიუარდესებს ხელები ზურგსუკან? - ეს ბევრმა არ იცის 2016, 13 აპრილი, 14:21 ![]() ან კიდევ ვხვდებით ხოლმე შემდეგ სურათს: ბორტგამცილებელი, რომელსაც ხელები ზურგსუკან აქვს დაწყობილი, სალონში ჩაივლის წინ და უკან. ჩვეულებრივ ეს ხდება უსაფრთხოების ზომებისა და სამაშველე მოწყობილობების მოხმარების წესების ახსნის შემდეგ, როცა მგზავრებს უკვე გადაკრული აქვთ უსაფრთხოების ქამრები. და რას ნიშნავს ეს ჟესტი - ზურგსუკან დაწყობილი ხელები? პასუხი ძალიან მარტივია: აფრენამდე ბორტგამცილებელი ვალდებულია გადაითვალოს მგზავრები. ამისათვის გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა: მთვლელი-კლიკერი (იხ. ფოტო). სწორედ ეს მოწყობილობა უჭირავთ სტიუარდესებს ხელში და დამალული აქვთ ზურგსუკან, რათა ზედმეტი ყურადღება არ მიიპყრონ. ზოგჯერ გადათვლა ხდება მას შემდეგ, რაც მგზავრები ადგილებზე დასხდებიან, უშუალოდ აფრენისას. თუმცა არის შემთხვევები როცა გადათვლა ხდება ორჯერ - თვითმფრინავში შესვლისას და აფრენისას. ![]() 15289 11-ს მოსწონს
|