სხვა "ტყლარწის" წარმოუდგენელი თვისება, რომელიც ცოტამ თუ იცის - აი, რატომ არის იგი "ცოცხალი სათამაშო" 2017, 3 თებერვალი, 14:49 ![]() წელვადი რეზინი ანუ, როგორც მას ჩვეულებრივ უწოდებენ, ტყლარწი - ბოლო დროს განსაკუთრბით პოპულარული გასართობი გახდა. საინტერესოა, რომ ამ სათამაშოთი ერთობიან როგორც სულ პატარა ბავშვები (2 წლიდან) ასევე ზრდასრული ადამიანები. როგორც პედიატრები აღნიშნავენ, დამყოლ სხეულზე მუშაობა შესანიშნავად უვითარებს პატარას წვრილ მოტორიკას (ხელის მტევნებისა და თითების მოძრაობას), წარმოსახვისა და შემოქმედების უნარს, კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სწორედ ამ უკანასკნელის გამო არის ტყლარწი ასეთი პოპულარული მოზრდილებშიც. ფერად წელვად მასაზე თამაში დამქანცველი დღის შემდეგ საუკეთესო განტვირთვისა და დასვენების საშუალებაა. ![]() ![]() წელვადი სათამაშო, რომელსაც სითხის თვისებები აქვს და არამომწამვლელი ნივთიერებებით არის დამზადებული, პირველად შეიქმნა კომპანია Mattel-ის მიერ, ჯერ კიდევ 1976 წელს. ე.წ. სლიმმა (ინგ."slime") განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმისა და მულტფილმის - "მოჩვენებებზე მონადირეების" გამოსვლის შემდეგ, სადაც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს მწვანე წელვადი მასა - Slimer-ი წარმოადგენს. ![]() ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ეს თითქმის ცოცხალი სათამაშოა, რომელსაც, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, აქვს სქესი, შეუძლია დაორსულება, გამრავლება, ზოგჯერ ავადმყოფობს და, თუ ნორმალურად არ უმკურნალეთ, მოკვდება კიდეც. სწორედ მისი ეს თვისებები არის სლიმის ასეთი პოპულარობის მთავარი მიზეზი. ![]() ![]() ![]() ![]() შეიძლება ასევე სქესის შეცვლის პროცედურის ჩატარება ამისათვის საჭიროა უბრალოდ შევცვალოთ კვების სისტემა. ჩვეულებრივ, ტყლარწის გამოსაკვებად საჭიროა დღეში 1-2 მწიკვი მარილი და 1 სუფრის კოვზი წყალი. თუ გსურთ გოგოს ბიჭად გადაქცევა, გადაიყვანეთ იგი მარილის დიეტაზე, ანუ წყალს ნუ მისცემთ, მარილის რაოდენობა კი გაზარდეთ. ხოლო თუ ბიჭის გოგოდ გადაქცევა გსურთ, რაციონიდან ამოუღეთ მარილი და დაუტოვეთ მხოლოდ წყალი. ![]() ტყლარწების სამი სახის დაავადება არსებობს. პირველი არის მომატებული სირბილის დაავადება. ამ დაავადების შედეგად ბიჭი ტყლარწი, მოულოდნელად გოგო ხდება, გოგო კი - საერთოდ სითხედ იქცევა. მკურნალობა ამ შემთხვევაში ორი კვირის მანძილზე მარილის დიეტაა. მეორე დაავადება მომატებული სიმაგრეა. ამ დროს გოგო იქცევა ბიჭად, ბიჭი კი იმდენად მყარდება, რომ იმ ქილის ფორმას ირებს, რომელშიც ცხოვრობს. მკურნალობის სახით აქ ორი კვირით წყლის დიეტა ინიშნება. მესამე ტიპის დაავადებაა უსიამოვნო სუნი. ეს ინფექციაა! ამით სათამაშო ავადდება იმ შემთხვევაშიმ თუ ჭუჭყიანი ხელით შეეხეთ ან ჭუჭყიან ზედაპირზე დადეთ. დაავადებულისთვის ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სრული სიმშვიდე. 2-3 დღე მას საერთოდ არ უნდა შევეხოთ და მხოლოდ დავყნოსოთ ხოლმე, რათა გავიგოთ გაქრა თუ არა დაავადების სიმპტომი. ![]() ასევე საინტერესოა: 1. რატომ აქვს ბანქოში გულის მეფეს თავში გარჭობილი ხანჯალი - დაფიქრებულხართ? ![]() 2. მოამზადეთ კლავიატურისა და ტელეფონის წელვადი საწმენდი - იდეალური საშუალება! ![]() 3. როგორ მოვამზადოთ სახლში არამომწამვლელი პლასტილინი ბავშვებისთვის ![]() 4. შოკოლადის მასტიკა საძერწავად - ტორტის მორთვის მარტივი და გემრიელი ხერხი ![]() 5. მათემატიკის მასწავლებლის მიცემულმა დავალებამ ბავშვების ცხოვრება შეცვალა - ასეთი უნდა იყოს მასწავლებელი! ![]() 16187 7-ს მოსწონს 1-ს არა |
საინტერესო იყო ნამდვილად