x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მოამზადეთ კლავიატურისა და ტელეფონის წელვადი საწმენდი - იდეალური საშუალება!
image
გაწმენდა, განსაკუთრებით ისეთი მცირე დეტალებისგან შემდგარი საგნებისა, როგორიცაა კლავიატურა, ტელეფონი და ა.შ. საკმაოდ დამღლელი და ბევრისთვის გამაღიზიანებელი სამუშაოა. ამიტომ, საქმის გასამარტივებლად ხშირად მიმართავენ ე.წ. წელვად საწმენდს - ეს არის ერთგვარი პლასტილინისებური მასა, რომელსაც აკრავენ გასაწმენდ ზედაპირზე, შემდეგ ძალიან მარტივად აძრობენ და მთელი მტვერი მასზე რჩება. რაც მთავარია, იგი არ ტოვებს კვალს და არ აზიანებს ზედაპირს. ამგვარი პლატიკური მასის ყიდვაც შესაძლაბელია, თუმცა ასევე გთავაზობთ მისი სახლში მომზადების ხერხს. ეს პროცესი განსაკუთრებით სახალისოა ბავშვებისთვის, რომლებიც კარგად ერთობიან წელვადი მასით.

image

დაგჭირდებათ:


2 ს.კ. თეთრი თხევადი წებო


1 ს.კ. წყალი


4 ს.კ. ბორაქსი (იყიდება აფთიაქებში)
4 ს.კ. წყალი

პატარა ჯამში შეურიეთ ერთმანეთს წებო და 1 ს.კ. წყალი. კარგად აურიეთ.

image
მეორე ჯამში შეურიეთ ბორაქსი და 4 ს.კ. წყალი. ურიეთ, სანამ ბორაქსი მთლიანად გაიხსნება.

image

ორივე ჯამის შიგთავსი ერთმანეთს შეურიეთ და კარგად მოურიეთ.


თუ გსურთ წელვადი საწმენდი ფერადი გამოვიდეს, შეგიძლიათ თავიადან სასურველი ფერის 1 ან 2 წვეთი საკვები საღებავი დაუმატოთ წყალში.

image

მიღებული პლასტილინისებური მასა ზილეთ ხალში, სანამ კარგად არ შეიკვრება: მასა აღარ უნდა იყოს სველი, არამედ უნდა იძლეოდეს ოდნავ ნოტიოს ეფექტს.

მზა მასას ქაღალდზე თუ დააკრობთ და 10 წამის შემდეგ ააცლით, კვალი არ დარჩება.

imageimage

ამგვარი წელვადი საწმენდი შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპიუტერის კლავიატურის, ტელეფონს და ა.შ. გასაწმენდად.


0
1651
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1651
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0