სხვა რატომ აქვს ბანქოში გულის მეფეს თავში გარჭობილი ხანჯალი - დაფიქრებულხართ? 2017, 2 თებერვალი, 16:27 ![]() ![]() 1. პირველი ვერსიის მიხედვით, აღნიშნული ბანქოს ადრეულ ნიმუშებზე გამოსახული იყო მეფე, რომელსაც ბრძოლის დროს ხელში ნაჯახი ეჭირა. თავიდან ნაჯახი ვერტიკალურად იყო გამოსახული, მაგრამ შემდეგ საჭირო გახდა ადგილის დაზოგვა, და ნაჯახის ჰორიზონტალურად შემობრუნება. დროთა განმავლობაში, ბანქოს კოპირების შედეგად, ნაჯახი "დაიკარგა" და დაემსგავსა ხანჯალს, რომლითაც მეფე საკუთარ თავს იპობს. ![]() 2. მეორე ვერსიის მიხედვით, გულის მეფე იყო შარლ VII (საფრანგეთის მეფე). იგი გაგიჟდა და გამუდმებით ელანდებოდა, რომ მისი მოწამვლა სურდათ. ბოლოს შიშში ცხოვრებას ვეღარ გაუძლო, თავში ხმალი ჩაირტყა და ასე გამოესალმა სიცოცხლეს. ![]() 3. მესამე ვერსია ძველ ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. ამ თეორიის მიხედვით გულის მეფე არის აიაქსი, გულის დედოფალი კი - უმშვენიერესი ელენე. აიაქსი ელენეს ერთ-ეთი საქმრო იყო, რომელმაც თავი ხმლით განიგმირა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ვის სახეს "მალავდა" და რატომ უნდოდათ ყველაზე ცნობილი საბჭოთა ქანდაკების დაბლოკვა - უცნობი ისტორია ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 8421 11-ს მოსწონს
|