x
image
natia.a
ვის სახეს "მალავდა" და რატომ უნდოდათ ყველაზე ცნობილი საბჭოთა ქანდაკების დაბლოკვა - უცნობი ისტორია

image
"მუშა და კოლმეურნე ქალი" საბჭოთა დროის ყველაზე ნიშანდობლივი ქანდაკება იყო, რომელსაც საბჭოთა ეპოქის სიმბოლოს და სოციალიზმის ეტალონს უწოდებდნენ. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ თავის დროზე აღნიშნული ქანდაკება ძლივს გადაურჩა დაბლოკვას მხოლოდ იმის გამო, რომ კოლმეურნე ქალის კაბის ნაკეცებში მავანს და მავანს თურმე ხალხის მტრის, ლ. ტროცკის დაფარული სილუეტი მოეჩვენა.

საბჭოთა პავილიონის პროექტი, არქიტექტორი ბ. იოფანი.

imageimage


1936 წელს სსრკ ემზადებოდა პარიზის ხელოვნებისა და ტექნიკის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. არქიტექტორმა ბორის იოფანმა წინადადება შეიტანა საბჭოთა პავილიონი შეექმნათ ტრამპლინის სახით, რომელიც დინამიურად იქნებოდა მაღლა მიმართული და სახურავს ქანდაკება დაასრულებდა. იოფანმა თავისი იდეა შემდეგნაირად ახსნა: "ჩემს ჩანაფიქრში საბჭოთა პავილიონი იხატებოდა, როგორც ტრიუმფალური შენობა, რომელიც თავადვე განასახიერებდა საკუთარ სწრაფვას გამხდარიყო მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფო, განასახიერებდა სოციალიზმის მშენებლობის ჩვენი დიადი ეპოქის ენთუზიაზმსა და სიცოცხლის ხალისს... რათა ყველა ადამიანს ჩვენი პავილიონის პირველივე დანახვისას, ეგრძნო, რომ ეს არის საბჭოთა კავშირის პავილიონი... ქანდაკება წარმომედგინა მსუბუქი, ნათელი მეტალისგან, თითქოსდა სულ წინ მფრინავი, როგორც დაუვიწყარი ლუვრის ნიკე - ფრთოსანი გამარჯვება."

საბჭოთა პავილიონი პარიზში გამოფენაზე, 1937 წ.
imageimage
თავად ექსპოზიცია საკმაოდ მოსაწყენი იყო, მთავარი ექსპონატი სინამდვილეში სწორედ პავილიონი იყო. მუშა და კოლმეურნე ქალი განასახიერებდნენ პროლეტარიატს და გლეხობას - ანუ მათ, ვისაც ეკუთვნოდა (ყოველ შემთხვევაში იდეის დონეზე მაინც) საბჭოთა ქვეყანა. აღნიშნული კომპოზიციის იდეა იოფანს ანტიკური ქანდაკების, "ტირანებთან მებრძოლების" საფუძველზე გაუჩნდა. ნამგალისა და უროს შეერთება კი იოფანისა და მუხინას ერთობლივი იდეაა, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი მხატვრის ნამუშევრებში ამ იდეას უკვე ჰქონდა განხორციელება. არქიტექტორმა შეადგინა ზოგადი პროექტი, ხოლო მისი კონკრეტული განხორციელება მოქანდაკის საქმე იყო.

მარცხნივ - "ტირანებთან მებრძოლნი", V ს ძვ.წ. მარჯვნივ - ვერა მუხნას ქანდაკება "მუშა და კოლმეურნე ქალი".
image

1936 წლის ზაფხულში მოქანდაკეთა კონკურსი გამოცხადდა, რომელზეც საკუთარი პროექტები წარმოადგინეს იმდროინდელმა ცნობილმა მოქანდაკეებმა, მათ შორის ვერა მუხინამ. ამ უკანასკნელის მთავარი მიგნება იყო მასიური ქანდაკების ერთი შეხედვით სიმსუბუქე და ჰაეროვნება, რისი მიღწევაც შესაძლო გახდა ერთგვარი "მფრინავი" ქსოვილით.

"ცხარე კამათის საგანი გახდა ჩემს მიერ კომპოზიციაში შემოტანილი აფრიალებული ქსოვილი, რაც წითელი ყელსახვევის სიმბოლო იყო, რომლის გარეშეც ჩვენთან არც ერთი მასობრივი დემონსტრაცია არ ტარდება. ეს "შარფი" იმდენად აუცილებელი იყო, რომ მის გარეშე იშლებოდა როგორც მთელი კომპოზიცია, ასევე ქანდაკების კავშირი შენობასთან", - ამბობდა მუხინა. მისი პროექტი დაამტკიცეს იმ პირობით, რომ უნდა "ჩაეცვა" ფიგურებისთვის, რომლებიც თავდაპირველად შიშველი იყო ჩაფიქრებული.

მოქანდაკეების, ვ. ანდრეევისა და მ. მანიზერის პროექტები.
image

ბ. იოფანის თაბაშირის მოდელლი და ვ. მუხინას პროექტი.
image

1937 წლის დასაწყისში, ქარხნიდან, სადაც ქანდაკების აწყობა ხდებოდა, მუხინას წინააღმდეგ საჩივარი იქნა შეტანილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პროექტი დათქმულ ვადებში ვერ იქნებოდა დასრულებული, რადგან მოქანდაკე განუწყვეტლივ აფერხებდა მუშაობის პროცესს და ითხოვდა დეტალების შესწორებას; ამასთან, ფოლადის საფარზე, თითქოსდა აშკარად ჩანდა ხალხის მტრის, ლ. ტროცკის პროფილი. მაშინ აღნიშნულ საჩივარზე რეაგირება არ მოხდა, თუმცა გამოფენიდან დაბრუნების შემდეგ საბჭოთა პავილიონის კომისარი, ი. მეჟლაუკი და ქანდაკებაზე მომუშავე რამდენიმე ინჟინერი დააკავეს.

ვერა მუხინა სახელოსნოში, 1940-იანი წწ.
image

მარცხნივ - ქანდკების აწყობის პროცესი ქარხანაში. მარჯვნივ - აწყობილი ქანდაკება.
image

ქანდაკების ზომები შთამბეჭდავი იყო: სიმაღლეში იგი 23, 5 მ-ს აღწევდა და 75 ტონას იწონიდა. გამოფენაზე ტრანსპორტირებისთვის იგი 65 ნაწილად დაიყო და 28 პლატფორმაზე დაიტვირთა. პარიზში, აწყობის შემდეგ ქანდაკებამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. ფრანგმა გრაფიკოსმა მეზერელმა აღიარა: "ქანდაკებამ ნამდვლად მოგვხიბლა, ყოველ საღამოს მასზე ვსაუბრობთ და ვკამათობთ. პიკასო მოხიბულია იმით, თუ როგორ გამოიყურება უჟანგავი ფოლადი პარიზის იასამნისფერი ცის ფონზე."

ქანდაკების აწყობის პროცესი
image

ქანდაკების სამუშაო მოდელი
image

ქანდაკების სამუშაო მოდელი
image

გამოფენის დასრულების შემდეგ ქანდაკება ისევ დაშალეს და მოსკოვში დააბრუნეს. იქ იგი ხელახლა ააწყვეს და საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის გამოფენის შესასვლელთა აღმართეს. 1947 წელს ქანდაკება "მუშა და კოლმეურე ქალი" კინოსტუდია "მოსფილმის" სიმბოლო გახდა. ვერა მუხინამ კი არაოფიციალურად მიიღო საბჭოთა მონუმენტური ქანდაკების პირველი ლედის წოდება.

image

1
5929
9-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
5929
  
2016, 6 სექტემბერი, 22:34
ძალიან საინტერესო იყო :)
0 1 1