x
image
natia.a
რატომ შეიძულა გიორგი დანელიამ ჟან-პოლ ბელმონდო - სახალისო ისტორია ცნობილი რეჟისორის ცხოვრებიდან

image

ცნობილ კინორეჟისორს, გიორგი დანელიას მონათხრობი აქვს სახალისო ისტორია იმის შესახებ, თუ რატომ შეიძულა პოპულარული ფრანგი მსახიობი, ჟან-პოლ ბელმონდო. ეს ამბავი 80-იანი წლების დასაწყისში მოხდა და მასში მთავარი როლი სსრკ-ში გამეფებულმა ბიურკრატიამ ითამაშა, ნიჭიერი ფრანგი კი ამ ყველაფერთან მხოლოდ ირიბად არის დაკავშირებული.
image
ფილმ "ცრემლები ცვიოდა"-ს ("Слёзы капали") გადასაღებად საჭირო იყო "ზაპოროჟეცის" მარკის ავტომობილი, რომლითაც მთავარი პერსონაჟი მინდორში უნდა შესულიყო და ორმოში ჩავარდნილიყო. გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა მანქანა საკომისიო მაღაზიაში შეეძინათ, გადაღების დასრულების შემდეგ კი ისევ უკან დაებრუნებინათ. მათ უთხრეს, რომ ამისათვის "მოსფილმის" დირექტორს უნდა მიეწერა წერილი საკომისიო მაღაზიის დირექტორისთვის.


სიზოვმა მართლაც ხელი მოაწერა წერილს, რომელიც მალევე მიუტანეს მაღაზიის დირექტორს. ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, რომ ეს საკითხი ფინანსთა მინისტრის კომპეტენციაში შედიოდა ("ზაპოროჟეცზე" კი რიგი ორი წლით ადრე იყო დაკავებული). სიზოვმა წერილი მინისტრსაც მისწერა, მაგრამ თქვა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მას თავად დანელია წაუღებდა. ფილმს იმ დროს კალუგაში იღებდნენ (კალუგიდან მოსკოვამდე სამი საათის სავალი იყო, ამდენივე უკან დასაბრუნებლად). ორშაბათი დანელიამ უქმე დღედ გამოაცხადა და გაემგზავრა მინისტრთან, ამ უკანასკნელმა რეჟისორი მიიღო, წერილი წაიკითხა და განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, ეს მას არ ეხებოდა - მსგავს საკითხებს ვაჭრობის მინისტრი წყვეტდა. დანელია კალუგაში დაბრუნდა.

კალუგაში მყოფი გადამღები ჯგუფის სასტუმროს მოპირდაპირედ იყო კინოთეატრი, სადაც გამუდმებით ფრანგულ ფილმებს უჩვენებდნენ, თან სულ ბელმონდოს მონაწილეობით. იმ საღამოს დანელია წავიდა კინოში და უყურა როგორ გარბოდა ძვირადღირებული თეთრი მანქანით ჟან-პოლ ბელმონდო მდევრებისგან და ამ დევნაში როგორც დაამტვრია სამი სხვისი მანქანა, ბოლოს კი საკუთარიც.
image

მეორე დღეს ახლა უკვე ვაჭრობის მინისტრს მისწერეს წერილი. სიზოვმა ისევ მოაწერა ხელი. დანელია მინისტრთან დათქმულ დროს გამოცხადდა. მინისტრი არ იყო ადგილზე, მაგრამ მდივანმა გადასცა, რომ მინისტრი გაეცნო მოცემულ საქმეს და მას დაავალა გადაეცა, რომ, სამწუხაროდ, არაფრით შეეძლო დახმარება, რადგან მსგავს საკითებს ახლა მასსაბჭო წყვეტდა.
image

დაბრუნდა დანელია კალუგაში ისევ წავიდა კინოში. ამჯერად ბელმონდო პოლიციელის როლს თამაშობდა, რომელიც დამნაშავეებს ძვირადღირებული პოლიციის მანქანით მისდევდა, დევნაში შეეჯახა ავტობუსს, რის გამოც ეს უკანასკნელი ღერძულა ხაზს გადასცდა და თავის მხრივ ოციოდე მანქანა დაამტვრია...თან ყველა "ფირმა"!
image

მისწერეს წერილი მასსაბჭოს თავმჯდომარეს, პრომისლოვს. მანაც დაუთქვა დრო და დანელია უკვე მერამდენედ გაემგზავრა მოსკოვში. პრომისლოვმა მიიღო, უთხრა, რომ ძალიან მოსწონს ფილმი "დავდივარ მოსკოვის ქუჩებში" ("Я шагаю по Москве"), მაგრამ მაინც ვერაფრით დაეხმარება. ერთი კვირის წინ გამოსულიყო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საკომისიო მაღაზიებში ავტომობილებზე რიგებთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს დონეზე უნდა გადაწყვეტილიყო. "ამიტომ კოლიამ სწორედ მათ უნდა მიმართოს", ურჩია მინისტრმა (კოლია - ნიკოლაი ტროფიმის ძე სიზოვი იყო, რომელიც რამდენიმე წელი პრომისლოვის მოადგილედ მუშაობდა).
image

ცხადია, ყოველი ადამიანი რაღაც დონეზე მაზოხისტია, რადგან კალუგაში დაბრუნებული დანელია ისევ კინოში წავიდა. და ნახა, როგორ გადმოვიდა ნაპირზე ეს სუპერგმირი და სექს-სიმბოლო ბელმონდო, პირდაპირ იახტით, შეასკდა ავტოსალონის ვიტრინას და დაამტვრია როლს-როისები. დანელიამ ვეღარ გაუძლო და წავიდა.
image

საბოლოოდ "ზაპოროჟეცი" მაინც ვერ იყიდეს. ხმის რეჟისორი, ჟენია ფიოდოროვი დაითანხმეს ეთხოვებინა თავისი ახალი "ზაპოროჟეცი", ამოაცალეს სავარძლები და წინა მინა. ჩასვეს ბაზრობაზე ნაყიდი გაბზარული მინა. ამოთხარეს ორმო, ჩააყენეს მასში მანქანა და დაასხეს წყალი ფანჯრებამდე.


image

კადრი კი შემდეგნაირად გადაიღეს: დაიქირავეს კიდევ ერთი იმავე ფერის "ზაპოროჟეცი", რომელშიც ჩააჯინეს ლეონოვი და ტოლუბეევი. ჩართეს კამერა, "ზაპოროჟეცი", რომელშიც მსახიობები იჯდნენ გავიდა კადრიდან, დარჩა ამწე, შემდეგ გაისმა დარტყმის ხმა, ჯახუნი. ამწეს მემანქანე გამოდის ჯიხურიდან, იხედება. კამერა იღებს პანორამულ ხედით და ყველა ხედავს "ზაპოროჟეცს" - იმას, რომელიც ორმოში ჩააგდეს და წყალი დაასხეს, იქიდან კი ლეონოვის დუბლიორი გადმოდის.

image





1
3158
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3158
  
2016, 19 მარტი, 19:36
ლეგენდარული საბჭოთა ბიუროკრატია
0 1 1