სხვა სუროს ფოთლების უნიკალური თვისება! - თქვენ სამუდამოდ უარს იყვით სარეცხ ფხვნილებზე! 2017, 3 აგვისტო, 12:41 ალბათ ბევრს უცნაურად მოეჩვენება, თუ ვიტყვით, რომ ჩვეულებრივი სურო, რომელიც, როგორც წესი ღობეებსა და სახლის კედლებზე იზრდება, საკმაოდ გამოსადეგი მცენარეა. მიუხედავად იმისა, რომ მომწამვლელი ნაყოფის არსებობამ სუროს საკმაოდ შეურყოა რეპუტაცია, ეს მარადმწვანე მცენარე სინამდვილეში დიახალისისთვის ძალიან გამოსადეგი, ეკოოგიურად სუფთა და იაფი საშუალებაა. ამის მიზეზი კი არის ის, რომ აღნიშნული მცენარე დიდი რაოდენობით საპონინს შეიცავს. თავისი თვისებებით სურო ინდურ საპონის თხილს, იგივე საპინდუსს ჰგავს. ეს უკანასკნელი საკმაოდ ძვირი მცენარეა. მიუხედავად ამისა, საპნის ხის ნაყოფზე მოთხოვნილება ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა, რამაც პროდუქტი მის სამშობლოში, ინდოეთშივე საკმაოდ გააძვირა. საპნის თხილი გამოირჩევა საპონინის - ბუნებრივი ქაფწარმომქმნელის მაღალი შემცველობით (38%-მდე). რაც მთავარია, რეცხვის შემდეგ ნარეცხი ხსნარი სრულად იხსნება ნიადაგში და არ აბინძურებს გარემოს. ბევრმა არ იცის, რომ სუროც თითქმის იმავე რაოდენობით საპონინს შეიცავს. ამასთან, აღნიშნული მცენარე თითქმის ყველაგან იზრდება და ხშირად თავიდანაც კი ვიშორებთ. მიუხედავად იმისა, სად არის გაზრდილი, სურო სარეცხი საშუალების იდეალურ ალტერნატივას წარმოადგენს თეთრეულის რეცხვისთვის. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ქიმიურ სარეცხ საშუალებებში შედის სარეცხის სპეციალური დამარბილებლები, რასაც მხოლოდ სუროს გამოყენებით ვერ მივიღებთ. თუმცა აღნიშნული ეფექტის მიღება ძალიან მარტივია ისევ ბუნებრივი საშუალების - ცოტაოდენი ძმრის დახმარებით, რომელიც რეცხვისას პირდაპირ სარეცხს უნდა დავამატოთ. იმისათვის, რომ ქიმიური სარეცხი საშუალებების გარეშე, ეკოლოგიურად სუფთა ხერხით გავრეცხოთ სარეცხი, ავიღოთ ერთი მუჭა სუროს ფოთოლი, გავხიოთ ნახევარ-ნახევარზე, მოვათავსოთ ჩვეულებრივ წინდაში ან სარეცხის სპეციალურ ჩანთაში, მოვუკრათ თავი და ჩავდოთ მანქანაში გასარეცხ თეთრეულთან ერთად. ამის შემდეგ ჩვეულებრივად ჩავრთოთ სარეცხი მანქანა და სუროს ფოთლები თავად შეასრულებს თავის საქმეს. რეცხვისთვის უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მუქი ფერის, კარგად მომწიფებული ფოთლები. ახალგაზრდა, ღია ფერის ფოთლები ამისათვის არ გამოდგება. ძალიან დაბინძურებული სარეცხის გასარეცხად სარეცხ მანქანაში შეიძლება ცოტაოდენი საჭმელი სოდაც დავამატოთ. შენიშვნა! სურო მიეკუთვნება შხამიან მცენარეებს, განსაკუთრებით შხამიანია მისი ნაყოფი. მაგრამ სარეცხ საშუალებად მისი გამოყენება ზოგადად საფრთხეს არ შეიცავს. კონტაქტური დერმატიტი შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აღნიშნული მცენარის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა აღენიშნება. თუმცა ესეც მარტივად მოგვარებადია, თუ ფოთლების დაკრეფისას უბრალოდ რეზინის ხელთათმანს გამოიყენებთ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რომელია ყველაზე ეფექტური ჭურჭლის სარეცხი საშუალება - ტესტირების შედეგები 2. როგორ გავრეცხოთ შავი ტანსაცმელი ისე, რომ არ გახუნდეს - ეს ბევრმა არ იცის! 3. ამ მეთოდით მარტივად დაადგენთ სარეცხი ფხვნილი ნამდვილია თუ ყალბი - ნუ მოტყუვდებით! 4. არასოდეს გარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად ყოფნისას! - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 5. ფარდების რეცხვისას ბევრი უშვებს ამ შეცდომას - გაითვალისწინეთ და შეინარჩუნეთ სიქათქათე! 6. მყარი თუ თხევადი საპონი - რომელი ავირჩიოთ? 7. რომელი სარეცხი ფხვნილია ყველაზე ტოქსიკური და ეფექტური - ექსპერტიზის შედეგები 3840 3-ს მოსწონს
|