x
image
natia.a
რომელია ყველაზე ეფექტური ჭურჭლის სარეცხი საშუალება - ტესტირების შედეგები

image
დღეს სამომხმარებლო ბაზარზე ჭურჭლის სარეცხი საშუალებების უამრავი არჩევანია. ცხადია, ყოველი მათგანის მწარმოებელი ირწმუნება, რომ მხოლოდ მისი პროდუქტი იძლევა საუკეთესო შედეგს, რეცხავს უკეთ და მეტ ჭურჭელს და ა.შ. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა კიდევ უფრო ართულებს არჩევანის გაკეთებას. ამიტომ საყოფაცხოვრებო პროდუქტის ტესტირებაზე ორიენტირებულმა საიტმა - Product Test- ჩაატარა ლაბორატორიული ტესტირება ჩვენში ყველაზე გავრცელებული ჭურჭლის სარეცხი საშუალებების - AOS, Fairy, Frosch, Pril და Пемолюкс.

ტესტირება ჩატარდა სამ ძირითად კრიტერიუმზე: საკვების მიმხმარი ნარჩენების მოშორება, ცხიმის მოშორება, სარეცხი საშუალების ჩამორეცხვის უნარი. ხუთივე საშუალება ტესტირებულ იქნა როგორც ლაბორატორიულ ასევე რეალურ პირობებში.
image


მიმხმარი ნარჩენების მოშორების უნარის შესამოწმებლად თეფშები დასვარეს შესქელებული რძის, მაიონეზის, კეტჩუპისა კაკაოს ნაზავით, რომელიც 24 საათის განმავლობაში შრებოდა. გამხმარი ნაზავით დასვრილ თეფშებს რამდენიმე წამით აწყობდნენ ტესტირებული სარეცხი საშუალებით გაზავებულ წყალში. შემდეგ რეცხავდნენ სარეცხი ღრუბლით. ამ დროს ითვლიდნენ ღრუბლის რამდენჯერადი გასმა იქნებოდა საჭირო ჭუჭყის სრულად მოსაცილებლად. რაც უფრო სწრაფად შორდებოდა ჭუჭყი, მით ეფექტურად ითვლებოდა სარეცხი საშუალება.
image

ცხიმის მოშორების უნარზე ტესტირებისას თეფშებზე დაჰქონდათ საკვები პროდუქტებსგან მონარჩენი ცხიმი და ტესტირებული სარეცხი საშუალება. გარეცხვის შემდეგ თეფშებს აყრიდნენ ნახშირის პუდრს, რომელიც გაშრობის შემდეგ იმ ადგილებში, სადაც ცხიმი დარჩებოდა, ლაქებად რჩებოდა.
image

ქაფის ჩამორეცხვის უნარის ტესტირებისთვის სარეცხი საშუალება დაჰქონდათ თეფშზე, რომელსაც ათავსებდნენ წყლით სავსე სამ ჭურჭელში თანმიმდევრობით. მესამე ჭურჭელში, თეფშის ამოღების შემდეგ, ექსპერტი ზომავდა წყლის მჟავიანობას და ადარებდა მას სუფთა წყლის рН-ს. ამ მაჩვენებლებს შორის დიდი დაშორება მიუთითებდა იმაზე რომ ტესტირებული საშუალება ჭურჭელს ცუდად სცილდება.

image

ტესტირებამ შემდეგი შედეგები აჩვენა:

AOS ტესტირებულ სარეცხ საშუალებებს შორის საუკეთესო აღმოჩნდა - ცხიმის
მოშორების კრიტერიუმით მან თითქმის იგივე შედეგი აჩვენა, რაც Fairy-მ. მიმხმარ ნარჩენებს კი იგი სხვებზე უკეთ გაუმკლავდა და ყველაზე პოპულარულ Fairy-საც კი
აჯობა.
image

Fairy-მაც მშვენიერი შედეგი აჩვენა, მაგრამ ოდნავ ჩამორჩა AOS-ს. AOS-სა და Fairy-ს შორის დაპირისპირება უკვე დიდი ხანია არსებობს. 2004 წელს „საყოფაცხოვრებო ქიმიის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმაც“ ჩაატარა ჭურჭლის სარეცხი საშუალებების ტესტირება, რომლის შედეგად გაირკვა, რომ ცხიმის მოშორების, გარეცხილი ჭურჭლის
რაოდენობისა და ეკონომიურობის მხრივ AOS-ი ეფექტურია ვიდრე Fairy.
image

Frosch-ის მაჩვენებელი საშუალო გამოდგა. იგი კარგად უმკლავდება ცხიმს, მაგრამ მიმხმარ ჭუჭყს ძნელად აშორებს.
image

Pril და Пемолюкс - ეს ორი საშუალება ყველაზე არაეფექტური აღმოჩნდა. აქედან პირველმა საერთოდ ვერ მოაშორა მიმხმარი ჭუჭყი, ცხიმის მოშორების მხრივ კი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აჩვენა. ოდნავ უკეთესად გაუმკლავდა მიმხმარ ჭუჭყსა და
ცხიმს Пемолюкс-ი მაგრამ საბოლოო ჯამში მისი შედეგებიც ცუდი აღმოჩნდა.
imageimage




4
2086
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2086
  
2015, 12 სექტემბერი, 17:06
ძალიან დიდი ხანია მხოლოდ AOS-ს მოვიხმარ, მართლა სჯობს სხვა ყველა ქიმიურ საშუალებას.
2015, 11 სექტემბერი, 11:17
სტატია თარგმნილია. წყარო: http://product-test.ru/sriedstvadliamytiaposudy
2015, 11 სექტემბერი, 10:50
გამოსადეგი სტატიაა :)
2015, 11 სექტემბერი, 10:35
წყარო? რაღაც შეკვეთილ სტატიას გავს! მხოლოდ ერთი კომპანიის სითხე წმენდს კარგად ხო? :D ავტორ, ამბობ რო "ორიენტირებულმა საიტმა - Product Test- ჩაატარა". რომელმა საიტმა??
0 1 4