x
image
natia.a
ამ მეთოდით მარტივად დაადგენთ სარეცხი ფხვნილი ნამდვილია თუ ყალბი - ნუ მოტყუვდებით!
image

სარეცხი ფხვნილი პირველადი მოხმარების პროდუქტს ეკუთვნის: ზოგი ძვირადღრიბეულ ბრენდებს ირჩევს, ზოგიც კი - შედარებით იაფს. მთავარი ის არის, რომ ყველა იყენებს მას! აქედან გამომდინარე, ისევე, როგორც ნებისმიერი პროდუქი, რომელზეც დიდი რაოდენობით მოთხოვნილებაა, სარეცხი ფხვნილიც ხშირად ხვდება ფალსიფიცირების მსხვერპლი. ხშირად ყალბი ფხვნილი არის უბრალოდ ქლორის, მარილის, მომწამვლელი ფორმალდეჰიდებისა და იაფფასიანი არომატიზატორების ნაზავი, რომელიც არა მხოლოდ კანისთვის არის სახიფათო, არამედ ჩვენი ფილტვებისთვისაც. მომხმარებლისთვის, კი სულ უფრო ძნელი ხდება ყალბისა და ნამდვილის გარჩევა. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ფალსიფიცირებული სარეცხი ფხვნილის შეძენა.


image

1. შეფუთვა

ყველა კეთილსინდისიერი მწარმოებელი ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ პროდუქტის ხარისხს, არამედ მის შეფუთვასაც. თუ მაღაზიის თაროზე თქვენთვის კარგად ნაცნობი სარეცხი ფხვნილი აიღეთ და დაინახეთ, რომ შეფუთვა "რაღაც ისე ვერ არის" და გაუარესებულია, უმჯობესია უარი თქვათ მის შეძენაზე - სავარაუდოდ თქვენს წინაშე ფალსიფიცირებული პროდუქტია.

თუ ფხვნილი იყიდება პოლიეთილენის პაკეტში, სველი თითი გაუსვით შეფუთვაზე - თუ საღებავი, რომლითაც ნახატია დატანილი, აეცალა, ფალსიფიცირებას აქვს ადგილი.

ცალკე უნდა გამოვყოთ შეფუთვაზე წარწერა: ტექსტში და, მით უმეტეს, სახელწოდებაში, არანარი შეცდომა არ უნდა იყოს. თუ შეცდომას იპოვით, ეს იმის ნიშანია, რომ აღნიშნული პროდუქტი მითითებული მწარმოებლის ქარხანაში ნამდვილად არ არის წარმოებული.

2. ფხვნილის ხარისხი

ნამდვილი, მაღალი ხარისხის ფხვნილი, როგორც წესი, პატარა გრანულების სახით გამოდის, ფალსიფიცირებული კი უფრო ფქვილს ჰგავს. გაყალბების ყველაზე გავრცელებული სახეა ძვირი ფხვნილის შეცვლა იაფი, ადგილობრივი წარმოების ფალსიფიკატით. მაგალითად, ყველასათვის კარგად ცნობილი Tide-ის შეფუთვაში ფალსიფიკატორის მოქნილი ხელის წყალობით შეიძლება აღმოჩნდეს სხვა, გაცილებით იაფი და, შესაბამისად უხარისხო ფხვნილი. შესაბამისად, რეცხვის ხარისხიც არ იქნება ისეთი, როგორსაც ცნობილი ბრენდისგან მოელით.


3. ყიდვის ადგილი

გასაკვირი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ რისკის მინიმუმამდე დასაყვანად, უმჯობესია სარეცხი ფხვნილი შეიძინოთ საყოფაცხოვრებო ქიმიის სპეციალიზირებულ მაღაზიებში. მსხვილი მაღაზიები მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მუშაობენ და, შესაბამისად, ორიგინალი, ხარისხიანი პროდუქტის ყიდვის შანსი გაცილებით მაღალია.

4. ტესტირება სახლის პირობებში

აიღეთ გამჭვირვალე ჭიქა და ჩაახით წყალი, შემდეგ ჩააწვეთეთ ერთი წვეთი ბრილიანტის მწვანე ("ზელიონკა"). ამის მერე კი ჩაამატეთ ნახევაარი ჩაის კოვზი სარეცხი ფხვნილი. ნაზავი აურიეთ. თუ ფხვნილის ჩაყრის შემდეგ ბრილიანტის წმვანიან წყალს ფერი დაეკარგა, ესე იგი სარეცხი საშუალება ნამდვილია. ხოლო თუ წყალი ისევ მწვანე დარჩა, საქმე ფალსიფიცირებულ ფხვნილთან გაქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი შამპანური ყალბისგან

image


2. რა სიხშირით და როგორ უნდა გავრეცხოთ სწორად საწოლის თეთრეული - ეს მნიშვნელოვანია!


image


3. ფარდების რეცხვისას ბევრი უშვებს ამ შეცდომას - გაითვალისწინეთ და შეინარჩუნეთ სიქათქათე!

image

4. რომელია ყველაზე ეფექტური ჭურჭლის სარეცხი საშუალება - ტესტირების შედეგები

image

5. რისთვის გამოიყენება პრეზერვატივი - ის, რაც აქამდე არ იცოდით!
image


6. თუ თქვენ სააბაზანოს ღრუბელს ხმარობთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!
image


7. როგორი მაგნიტებს მიკვრაა მაცივარზე სახიფათო - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
image



0
4980
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4980
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0