სხვა როგორ გავრეცხოთ შავი ტანსაცმელი ისე, რომ არ გახუნდეს - ეს ბევრმა არ იცის! 2017, 13 მარტი, 10:45 ![]() ![]() 1. თუ არ გსურთ, რომ სარეცხ მანქანაში რეცხვის შემდეგ შავმა სამოსმა ფერი დაკარგოს, ყოველთვის აირჩიეთ დელიკატური რეცხვის რეჟიმი. სარეცხ ფხვნილს კი დაუმატეთ მწიკვი სუფრის მარილი. ![]() 2. გახუნების თავიდან ასაცილებლად და ტანსაცმლის გასაახლებლად ცივი წყლით სავსე ტაშტში დაამატეთ 2 ს.კ. ძმარი და ჩაალბეთ ამ ხსნარში შავი ტანსაცმელი 20 წუთის მანძილზე. შემდეგ გაწურეთ და ჩვეულებრივად გარეცხეთ. ![]() 3. ჩაასხით ტაშტში ცხელი წყალი და გახსენით მასში ყავა. ჩაალბეთ ამ არომატულ ხსნარში შავი ტანსაცმელი 20-30 წუთით. შემდეგ ხელით გარეცხეთ დელიკატური სარეცხი საშუალებით. ![]() 4. ბუნებრივი ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმლის შავი ფერი რომ შეინარჩუნოთ, დაგჭირდებათ თამბაქო. ცალკე ჯამში მოამზადეთ საჭირო რაოდენობით ხსნარი შემდეგი პროპორციით: 1 ლ. მდუღარე წყალზე 15 გ. თამბაქო. როცა ნაყენი 40 გრადუსამდე გაგრილდება, გაწურეთ და ჩოთქით წაუსვით შავ ტანსაცმელს. შემდეგ კი გრილ წყალში გაავლეთ. ![]() 5. ყველაზე მარტივი ხერხი შავი ფერისთვის სიხასხასის შესანარჩუნებლად შავი მელნის გამოყენებაა. მაგრამ ეს მხოლოდ ხელით რეცხვისათვის გამოდგება. ბოლო გავლების დროს წყალში დაამატეთ ცოტაოდენი შავი მელანი და 1-2 ს.კ. ძმარი. ![]() 6. თბილი წყლით სავსე ტაშტში დაამატეთ 1 ს.კ. საჭმელი სოდა. გააჩერეთ მასში შავი ტანსაცმელი 10-15 წუთით, მას შემდეგ, რაც ჩვეულებრივი წესით გარეცხავთ. შემდეგ კი გაწურეთ. ეს იდეალური მეთოდია ბლუზებისა და პერანგებისათვის, რადგან გარდა იმისა, რომ შავ ფერს სიხასხასეს დაუბრუნებს, ოფლის სუნსაც მოსპობს. ![]() 7. თუ თქვენს შავ ტანსაცმელს უკვე ფერი საკმაოდ გახუნებული აქვს, მაგრამ გადასაგდებად მაინც გენანებათ, ისღა დაგრჩენიათ, ქიმწმენდაში მიიტანოთ ან სპეციალური ქსოვილის საღებავით შეღებოთ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. რომელი სარეცხი ფხვნილია ყველაზე ტოქსიკური და ეფექტური - ექსპერტიზის შედეგები ![]() ![]() 3. არ დაუშვათ ეს შეცდომა ჰიგიენური საფენის გამოყენებისას! - ექიმები გვაფრთხილებენ! ![]() 4. რა საფრთხეს გვიქმნის და როგორ გავხადოთ მეორადი ტანსაცმელი უსაფრთხო - ექიმები გვირჩევენ! ![]() 5. რომელია ყველაზე ეფექტური ჭურჭლის სარეცხი საშუალება - ტესტირების შედეგები ![]() 9142 6-ს მოსწონს 1-ს არა
|