სალათები კაცური სალათი - Johnny 2014, 3 აპრილი, 12:06 ინგრედიენტები:
● ღორის ხორცი
● ბეკონი
● ნიორი
● ხახვი ● კარტოფილის ჩიფსი ● ბულგარული წიწაკა ● მწვანილები ● კიტრის მწნილი ● ჯინჯერი ● კვერცხი ● პამიდორი (პატარა) ● ლუდი ● ხილის იოგურტი ● სოიოს სოუსი ● პამიდვრის სოუსი ● კეტჩუპი (Red Devil ან Tabasco) ![]() მომზადება: კარგად დავბეგვოთ ღორის ხორცი სპეციალური ჩაქუჩით. დაბეგვილი ხორცი ტაფაზე მოვშუშოთ ორივე მხრიდან. ფერის შეცვლის შემდეგ (როდესაც ხორცი ღია ყავისფერი გახდება) დავუმატოთ წვრილ ზოლებად დაჭრილი ჯინჯერი, ხახვი, ნიორი და გავაჩეროთ 1-2 წუთი. შემდეგ დავუმატოთ ლუდი, მარილი, მწვანილი და დაბალ ცეცხლე გავაჩეროთ 1 საათით. ამასობაში ღუმელში გავაჩეროთ წიწაკა. კანის ოდნავ დარბილების შემდეგ გამოვიღოთ და უხეშად დავჭრათ. ამასობაში უხეშად დავჭრათ მოხარშული კვერცხი, კიტრის მწნილი, პამიდორი და უკვე მომზადებული ღორის ხორცი. ამავდროულად იორგურტი ავურიოთ კეტჩუპში, დავუმატოთ სოიოსა და პამიდვრის სოუსი, პილპილი და კარგად ამოვურიოთ (სოუსს არ უნდა ეტყობოდეს ხილის არომატი და უნდა იყოს ცხარე). მიღებულ სოუსში მოვათავსოთ ხორციც, ბოსტნეულიც და ჩვენი დანარჩენი ინგრედიენტებიც. ამასობაში ტაფაზე შევწვათ ბეკონი. მიღებული სალათი მოვათავსოთ თეფშზე, ირგვლივ შემოვულაგოთ კარტოფილის ჩიფსები, ზემოდან დავაწყოთ შემწვარი ბეკონი, მოვიმარაგოთ ლუდი და... გემრიელად მიირთვით 43 7-ს მოსწონს
|