სალათები სალათი - ანანასი 2013, 3 დეკემბერი, 20:58 ინგრედიენტები:
● ქათმის მკერდი - 1 ცალი
● კარტოფილი - 4 ცალი
● ყველი - 200 გ.
● კვერცხი - 4 ცალი ● ხახვი - 2 ცალი ● ლიმონი - 1 ცალი ● კიტრის მწნილი - 7 ცალი ● სოკო - მოსართავად ● მწვანე ხახვი - გასაფორმებლად ● მაიონეზი - გემოვნებით ● მარილი და პილპილი - გემოვნებით მომზადება: მოვხარშოთ ქათმის მკერდი, კვერცხი და კარტოფილი. ქათმის ხორცი და კიტრის მწნილი დავჭრათ პატარა კუბიკებად. ასევე კუბიკებად დავჭრათ კარტოფილი და კვერცხი. ხახვი დავჭრათ ნახევარწრეებად და მოვასხათ ლიმნის წვენი. შემდეგ ფენებად დავალაგოთ მიღებული ინგრედიენტები და მივცეთ ანანასის ფორმა. პირველ ფენად დავდოთ კარტოფილი, შემდეგ ხახვი და შემდეგ ქათმის ხორცი, რასაც ზემოდან დავადებთ კიტრის მწნილს, შემდეგ ისევ ქათმის ხორცს, შემდეგ ყველს და ბოლოს კვერცხს. სალათი ზემოდან მოვრთოთ სოკოს მარინადით (შესაძლებელია ნიგვზით მორთვაც). მწვანე ხახვით გავაკეთოთ ანანასის თავი და... გემრიელად მიირთვით 378 7-ს მოსწონს
|