სალათები სალათი - მზესუმზირა 2013, 8 დეკემბერი, 11:12 ინგრედიენტები:
● ქათმის ფილე - 300 გ.
● დაკონსერვებული სიმინდი - 400 გ.
● კვერცხი - 3 ცალი
● სოკოს მარინადი - 200 გ. ● სტაფილო - 200 გ. ● პრასი და ხახვი - გემოვნებით ● ზეთისხილი - სურვილისამებრ (არაა სავალდებულო) ● ჩიფსი (ოვალური) - საჭიროებისამებრ ● მარილი და მაიონეზი - გემოვნებით მომზადება: წვრილად დავჭრათ ქათმის ხორცი, დავუმატოთ მარილი და მოვშუშოთ ზეთში, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში. ამასობაში მოვხარშოთ და რგოლებად დავჭრათ სტაფილო. ასევე წვრილად დავჭრათ მოხარშული კვერცხი და სოკო. ქათმის შემწვარი ფილე განვათავსოთ სალათის პირველ ფენად, ზემოდან სტაფილო და სოკო დავალაგოთ, რომელსაც ზემოდან რგოლებად დაჭრილი ხახვით დავამშვენებთ. ხახვის ზემოდან მოვაყაროთ კვერცხი და შემდეგ დავფაროთ სალათი სიმინდის მარცვლებით (ყოველ ფენას შორის სალათს წავუსვათ მაიონეზი). სალათი უკვე მზადაა, მას შეგვიძლია ირგვლივ შემოვულაგოთ ჩიფსები, ზემოდან კი შეგვიძლია პატარა პამიდვრითა და ზეთისხილით გაკეთებული ჭიამაია დავასვათ. შესაძლებელია სალათი ზემოდან შუაზე გაჭრილი ზეთისხილით დაგვეფარა. ამ შემთხვევაში გვექნებოდა შავი მზესუმზირის სალათი. აღნიშნული სალათის სხვა სახეობებიც არსებობენ, როგორც ყვითელი მზესუმზირის, ასევე შავი მზესუმზირის. მარტო მორთვაში არაა განსხვავება, სალათის ინგრედიენტების შეცვლაც შესაძლებელია. შეგიძლიათ ყოველგვარი დანამატების გარეშე ქათმის სალათი მორთოთ ზემოდან ზეთისხილით და ჩიფსებით. გემრიელად მიირთვით 175 8-ს მოსწონს
|