x
image
cxvedo
სალათი - "ვენეცია"
ინგრედიენტები:

*ქათმის ხორცი - 400 გ. (უმჯობესია მკერდის ხორცი, ან ფილე)

*სოკო - 300 გ.

*ყველი - 100 გ.


*ქლიავი - 200 გ. (შავი)

*კარტოფილი - 2-3 ცალი

*კვერცხი - 2-3 ცალი

*კიტრი - 1 ცალი

*პამიდორი - 1 ცალი
*ოხრახუში - რამდენიმე ღერო

*მაიონეზი - მოსართავად

*მარილი და პილპილი - გემოვნებით


სალათი - "ვენეცია"


მომზადება:


მოვხარშოთ კვერცხი, კარტოფილი და ქათმის ხორცი. ამასობაში შავ ქლიავს დავასხათ მდუღარე წყალი. შევწვათ სოკო მცენარეულ ზეთში. ავიღოთ ჭურჭელი და დავიწყოთ ფენებად დალაგება დაჭრილი ინგრედიენტების. პირველ ფენად დაჭრილი შავი ქლიავი დავალაგოთ.

შემდეგ დავალაგოთ დაჭრილი ქათმის ხორცი და მოვასხათ მაიონეზი. ამის შემდეგ ზედა ფენა კუბიკებად დაჭრილი კარტოფილით დავფაროთ, როელსაც კვლავ მაიონეზს მოვასხამთ. მაიონეზის ფენაზე დავალაგოთ შემწვარი სოკო, რომელსაც მოვაყრით წვრილად დაჭრილ მოხარშულ კვერცხს და მოვასხამთ მაიონეზს. ამ ყველაფერს ზემოდან მოვაყაროთ უხეშად გახეხილი ყველი და ვენეციური სალათი ტრადიციულად მოვვრთოთ წვრილ რგოლებად დაჭრილი კიტრით, პამიდვრითა და მსხვილად დაჭრილი მწვანილით. ამის შემდეგ...


გემრიელად მიირთვით









1
809
16-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
809
  
2014, 14 დეკემბერი, 0:06
გემრიელად გამოიყურება
0 1 1