სალათები სალათი - საზამთროს ნაჭერი 2013, 23 ოქტომბერი, 20:49 ინგრედიენტები:
● ქათმის ფილე - 300-400 გ.
● სოკო - 300 გ.
● კვერცხი - 2-3 ცალი
● პამიდორი - 2-3 ცალი ● კიტრი - 2-3 ცალი ● მწვანე ხახვი - 1 კონა ● ყველი - 100-150 გ. ● ზეთისხილი - მოსართავად ● არაჟანი - მოსართავად მომზადება: წვრილად დავჭრათ ქათმის მოხარშული ხორცი. კუბიკებად დავჭრათ სოკო, ხახვი და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში (შესაძლებელია კარაქშიც). კუბიკებად დავჭრათ მოხარშული კვერცხი. ინგრედიენტები დავალაგოთ ფენებად: პირველ ფენად დავდოთ ქათმის ხორცი, მეორე ფენად - სოკო ხახვთან ერთად, მესამე ფენად კვერცხი. ყოველი ფენის შემდეგ გადავუსვათ არაჟანი. მიღებულ დეკორაციას ზემოდან წვრილად დაჭრილი პამიდორი (კანგაცლილი) მოვალაგოთ. "საზამთროს" ქერქი გავაფორმოთ წვრილად დაჭრილი კიტრით, შიდა ფენა კი გახეხილი ყველით. "საზამთროს გული" გავაფორმოთ ზეთისხილით და... გემრიელად მიირთვით 287 14-ს მოსწონს
|