x
image
cxvedo
სალათი - გურმანი
სალათი გურმანი მზადდება ცოცხალი და მოშუშული პროდუქტისაგან. იგი შეგიძლიათ, როგორც თბილი (ახალი გაკეთებული), ისე გაციებული მიირთვათ.


სალათი - გურმანი


ინგრედიენტები:

* წითელი ლობიო - ნახევარი ჭიქა
* ლორი (შესაძლებელია ქათმის, თევზის და საქონლის ფილეც) - 200 გ.


* სოკო - 200 გ.
* კიტრის პიკული - 4-5 ცალი

* ბულგარული წიწაკა - 2 ცალი

* ხახვი - 1 ცალი

* სტაფილო - 1 ცალი

* კამა - 1 კონა (პატარა)

* სალათის ფურცლები - 1 კონა (პატარა)

* ოხრახუში (მოსართავად)

* მაიონეზი (მოსართავად)

* მცენარეული ზეთი (მოსათუშად)

* მარილი და პილპილი (გემოვნებით)


პირველი ეტაპი:

მოვიმარაგოთ ინგრედიენტები. შემდეგ მოვხარშოთ ლობიო. მა


სალათი - გურმანი (პირველი ეტაპი)


მეორე ეტაპი:

სანამ ლობიო იხარშება, დავჭრათ სოკო, სტაფილო და ხახვი ნახევარ რკალებად.


სალათი - გურმანი (მეორე ეტაპი)


მესამე ეტაპი:

ხახვი, სოკო და სტაფილო მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ კარგად არ დარბილდება (განსაკუთრებით სტაფილო).


სალათი - გურმანი (მესამე ეტაპი)


მეოთხე ეტაპი:

წვრილ ზოლებად დავჭრათ ბულგარული წიწაკა, სალათის ფურცლები, კიტრის პიკული და ლორი. წვრილად დავჭრათ კამა.


სალათი - გურმანი (მეოთხე ეტაპი)


მეხუთე ეტაპი:

ეს ყველაფერი შევურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ამოვურიოთ.


სალათი - გურმანი (მეხუთე ეტაპი)


მეექვსე ეტაპი:

გააფორმეთ სალათი მწვანილებით და გემრიელად მიირთვით.


სალათი - გურმანი (მეექვსე ეტაპი)


შემოთავაზებული ინგრედიენტების რაოდენობის მიხედვით, მზადდება 4 პორცია.



გემრიელად მიირთვით





0
136
8-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0