x
image
Yoona
რატომ არ შეიძლება დღეში 5–ზე მეტი მანდარინის მირთმევა?

მანდარინი მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით და უჯრედისით. მანდარინი აძლიერებს იმუნიტეტს, მხარს უჭერს ნაწლავების ჯანმრთელობას და აფერხებს სიმსივნესაც. ამის მიუხედავად, დიეტოლოგები არ გვირჩევენ დღეში 5–ზე მეტი ციტრუსის ჭამას. მაგრამ რატომ?



image



ხილი დიდი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავს. თუ ძალიან ბევრ მანდარინს მიირთმევთ, შეიძლება მიიღოთ შაქრიანი ნივთიერებების დიდი დოზა, რაც ღვიძლზე უარყოფითად იმოქმედებს.



image


ხილით გატაცება არ ღირს, თუ ხართ ალერგიული ან გაწუხებთ გასტრიტი. რეკომენდებული არაა ციტრუსის მიღება დილით, ცარიელ კუჭზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, წვენში შემავალი მჟავები კუჭ–ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას გამოიწვევს. უჯრედისის გადაჭარბებული მიღებაც კარგი იდეა არაა: მისი ჭარბი რაოდენობა გამოიწვევს შებერილობას და მეტეორიზმს.



image



მანდარინის რეკომენდებული რაოდენობა დღეში – მაქსიმუმ 4–5.


მანდარინის კვებითი ღირებულება 100 გრამ პროდუქტზე:


კალორიული შემცველობა - 53 კკალ;
ცხიმები - 0, 31 გ;
ცილები - 0, 81 გ;
ნახშირწყლები - 13, 34 გ;
წყალი - 85, 17 გ;
ნაცარი - 0, 38 გ.



მანდარინის სასარგებლო თვისებები

image


1. მანდარინი 80% წყალს შეიცავს. ეს არის C ვიტამინის, B ჯგუფის ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების წყარო, რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას A ვიტამინად. ეს ნივთიერებები ხელს უწყობს იმუნურ სისტემას, წინააღმდეგობას უწევს ვირუსებს და მიკრობებს. მეცნიერები დღეში 1–2 გ C ვიტამინის მიღებას უკავშირებენ სურდოს ხანგრძლივობის და გართულებების შემცირებას.



2. მანდარინის რბილობში, როგორც მის ქერქში, საკმარისი ფლავონოიდებია – ანტიოქსიდანტები, რომლებიც ორგანიზმს იცავს თავისუფალი რადიკალების დესტრუქციული ზემოქმედებისგან. ეს ნაწილაკები იწვევს ორგანიზმში ოქსიდაციურ პროცესებს და ხელს უწყობს სწრაფად დაბერებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას და ონკოლოგიას.



3. ციტრუსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტვინის ჯანმრთელობაში. კვლევის ფარგლებში დაფიქსირდა, რომ მანდარინის მიკროელემენტებს აქვს პროფილაქტიკური საშუალების ეფექტი ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებული გარკვეული დაავადებების წინააღმდეგ, მაგალითად, შიზოფრენია.



image



4. უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ მანდარინი დაბერებას ანელებს. პირველ რიგში, პროცესი კანზე აისახება. C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც აძლიერებს შემაერთებელ ქსოვილებს. შედეგად, ნაოჭები ნაკლებია და ჭრილობები სწრაფად ხორცდება.



5. დადასტურებული ფაქტი – მანდარინი სხეულის ფორმას არ აზიანებს. ეს ხილი საღამოს შეგიძლიათ მიირთვათ ისე, რომ სხეულის ფიზიკურ ფორმებზე არ იდარდოთ. ამ ტროპიკულ ხილს გასახდომ დიეტებში ხშირად რთავენ. მაგრამ როგორ ვიკვებოთ და არ მოვიმატოთ? უხსნადი უჯრედისის საიდუმლო: მადას არეგულირებს, შიმშილს თრგუნავს.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. 8 პროდუქტი, რომლებიც არ უნდა მიირთვათ, თუ გაციებული ხართ

2. მჟავე კომბოსტო – რა სარგებელი აქვს და რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ

3. რატომ ღირს ანწლის მიღება პანდემიის დროს

4. ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი

5. 3 შემთხვევა, როცა ხარისხიანი წყალიც კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
0
382
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
382