პროფილაქტიკა რატომ ღირს ანწლის მიღება პანდემიის დროს 2020, 5 მაისი, 8:36 შავი და წითელი ანწლი - კენკრა, რომელიც სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი. იმუნიტეტის გასაძლიერებლად განსაკუთრებით კარგია.
რისთვის არის საჭირო
მთავარი ღირსებები:
C ვიტამინის უზარმაზარი შემცველობა; ფენოლის მჟავის, ფლავონოლის და ანტოციანის შემცველობა; ხელს უწყობს ტემპერატურის შემცირებას, ცხვირის გაჭედვის და კუნთების ტკივილის შემცირება; უარყოფით მხარეში შედის ის, რომ მისი ჭარბად მიღება წნევას და კუჭის ტკივილს ზრდის. თუ იმუნიტეტის გაძლიერება გსურთ, შეგიძლიათ ამ კენკრის მორსი და ნაყენი ან კაფსულები კენკრის შემცველობით მიიღოთ. პირველი ვარიანტი უფრო სასარგებლოა, რადგან ნატურალური პროდუქტისგანაა მომზადებული. ვისთვის არ შეიძლება ანწლის მიღება ანწლის ჭამა პრაქტიკულად ყველასთვის შეიძლება. ორსულებმა და მეძუძურე ქალებმა ანწლის ჭამისგან თავი უნდა შეიკავონ. ასევე ბავშვებმა და 18 წლამდე მოზარდებმა ძალიან ფრთხილად უნდა მიიღონ. რას ამზადებენ? ანწლის მომზადება მარტივია. მისგან მორსს, კომპოტს ხარშავენ, კენკრას ყინავენ, რომ ზამთარში გემრიელი და სასარგებლო სასმელი დალიონ. ანწლიდან კარგი ჯემი და სიროფი გამოდის. თუმცა ანწლის უმი სახით მიღება შესაძლო ტოქსიკურობის გამო აკრძალულია. რამდენად ხშირად მივიღოთ ჩაიში 1 ჩაის კოვზი ანწლის მურაბის დამატება ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს, პირიქით, კვირაში 1-2-ჯერ მიღება ორგანიზმს გააძლიერებს. ასევე დაგაინტერესებთ: მელატონინი - ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზი. როგორ გავზარდოთ მისი დონე 3 შემთხვევა, როცა ხარისხიანი წყალიც კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი გაატუტოვნეთ სხეული და დაავადებებს ამ 10 პროდუქტით ებრძოლეთ ფილტვების გამწმენდი ეს დეტოქს სასმელი მწეველებისთვის იდეალურია 1764 1-ს მოსწონს |