x
image
Yoona
Mediator image
დასახელდა სასმელი, რომელიც ებრძვის სიმსუქნეს, კარიესს და დიაბეტს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შტოშს შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. კერძოდ, კარგი შედეგები აჩვენა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მე–2 ტიპის დიაბეტის, სიმსუქნის და კარიესის პროფილაქტიკაში. ამასთან დაკავშირებით, მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, აქვს თუ არა ამ კენკრის წვენს მსგავსი სარგებელი.



image


პირველ რიგში, უნდა განვასხვაოთ შტოშის 100 %–იანი წვენი და მისგან დამზადებული კოქტეილი, სადაც ამატებენ ბევრ შაქარს და სხვა დანამატს.



შტოშის წვენს ნამდვილად აქვს სხვადასხვა უპირატესობა ჯანმრთელობისთვის ანტიოქსიდანტების, ვიტამინების და მინერალების მაღალი შემცველობის წყალობით. როგორც დიეტოლოგი ები შარპი ამბობს, შტოშის წვენის უპირატესობებს შორის არის ანთების შემცირება, გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესება.




მისი თქმით, დამტკიცებულია, რომ ანტიოქსიდანტები ანთების შემცირებას ხელს უწყობს, ქოლესტერინის დონეს აუმჯობესებს და გულის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.



ადრე ითვლებოდა, რომ შტოშის წვენს შეუძლია საშარდე გზების ანთების რისკის შემცირება იმის ხარჯზე, რომ საშარდე გზების კედლებზე ბაქტერიების მიკვრას აფერხებს.



როდის არ შეიძლება შტოშის წვენის დალევა?

image



შტოშის წვენი, როგორც წესი, ბევრ შაქარს შეიცავს და შარპის თქმით, მისი ჭარბი მიღება უსიამოვნო შედეგებს გამოიწვევს, მათ შორის "წონის მატებას, კარიესს, ქრონიკული დაავადებების (მე–2 ტიპის დიაბეტი და გულ–სისხლძარღვთა დაავადებები) განვითარების რისკის ზრდას.



დიეტოლოგი აღნიშნავს, რომ მჟავას რეფლუქსის, გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადების და კბილების მგრძნობელობის მქონე ადამიანებმა შეიძლება განიცადონ სიმპტომების გაუარესება შტოშის წვენის დალევის შემდეგ მჟავიანობის გამო. შტოშის წვენი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს გარკვეულ მედიკამენტებთან, მათ შორის სისხლის გამათხელებელ და რეფლუქსის ან წყლულის სამკურნალო საშუალებებთან.



რომელია სასარგებლო წვენი?

image



თუ გსურთ გაზარდოთ სარგებელი ჯანმრთელობაზე და შეამციროთ უარყოფითი მხარეები, აირჩიეთ ბოსტნეულის წვენი ან ხილის წვენი ან სმუზი ბოჭკოებით, როგორიცაა ფორთოხლის წვენი რბილობით.



მთავარი განსხვავება ხილის ჭამასა და ხილის წვენის დალევას შორის არის ის, რომ ეს უკანასკნელი ხილს აშორებს უჯრედისს, რომელიც ეხმარება შეამციროს ორგანიზმის რეაქცია სისხლში შაქრის დონეზე. ეს უკეთესს ან უარესს არ ხდის, მაგრამ ხილის წვენის დაბალანსება საკვებთან, რომელიც შეიცავს უჯრედისს, ცილებს და/ან ცხიმს, დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის უკეთ რეგულირებაში და უფრო მაღალი ხარისხის კვების უზრუნველყოფაში.



ასევე დაგაინტერესებთ:

დასახელდა სასმელი, რომელიც წყურვილს წყალზე უკეთ კლავს

ისპანახი, ვაშლი და ბანანი. ვამზადებთ ვიტამინებით მდიდარ სმუზს

ძველი გერმანული რეცეპტი, რომელიც წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინს და აძლიერებს იმუნიტეტს



0
457
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
457