სხვა 3 შემთხვევა, როცა ხარისხიანი წყალიც კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს 2019, 7 ნოემბერი, 10:05 ჩვენ ყველამ ვიცით, რომ წყლის დალევა ყოველდღე საჭიროა. ზრდასრული ადამიანისთვის დღიური ნორმა დაახლოებით 2 ლიტრია.
თუმცა წყლის დალევა ყოველთვის სასარგებლოა? ამ 3 შემთხვევაში წყლის დალევა შეიძლება სახიფათო იყოს. როდის სჯობს წყლის მიღებისგან თავის შეკავება?
ძალიან ბევრი წყალი თქვენ ყოველთვის გახსოვთ, თუ დღიური ნორმიდან რამდენი წყლის დალევა დაგრჩათ? არიან ადამიანები, რომლებიც დღეში 2 ლიტრ წყალზე მეტს სვამენ. თუმცა წყლის ჭარბ მოხმარებას სასარგებლოს ვერ უწოდებთ. თუ მოკლე დროში ძალიან ბევრ წყალს დალევთ, ორგანიზმში მინერალების ბალანსი დაირღვევა. იმის განსაზღვრა, რომ დღის განმავლობაში უფრო ნაკლები წყალი გჭირდებათ, ძალიან მარტივია: თუ გულისრევის შეგრძნება გაქვთ, ხოლო შარდი უფერო გახდა, წყლის მიღება შეწყვიტეთ. მძიმე საკვების შემდეგ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მიღებული წყალი საჭმლის მომნელებელ პროცესს ანელებს. შედეგად, მუცლის შებერილობას და დაღლილობას მიიღებთ. ასეთი შედეგები თავიდან რომ აიცილოთ, წყალი ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ დალიეთ. თქვენს კუჭს დრო მიეცით, რომ საკვები გადაამუშაოს. იდეალური იქნება, თუ წყალს ჭამამდე დალევთ. ფიზიკური დატვირთვის დროს ვარჯიშის დროს წყლის დალევა ორგანიზმიდან სითხის დაკარგვას ზრდის. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია ფიზიკური ვარჯიშის დროს სპეციალური სასმელები დალიოთ. ალტერნატივის სახით შეგიძლიათ ისეთი პროდუქტები შეჭამოთ, როგორიცაა ბანანი, პომიდორი, შავქლიავი, ფორთოხალი, ავოკადო და კაკალი. ასევე დაგაინტერესებთ: დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მავნე სასმელი ყავამ შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა, წამლებმა კი კუჭის პრობლემები. რისი გაკეთება არ ღირს უზმოზე რა არის კომბუჩა და როგორ მოვამზადოთ. მისი მიღება რეკომენდებულია დღეში მხოლოდ 1 ჭიქა ლიმონი-პიტნის სასმელი ორგანიზმს ტოქსინებისგან სრულად გაწმენდს ეს საშუალება საღამოს 7 საათზე დალიეთ, რომ დილით 7-ზე მსხვილი ნაწლავიდან ყველა ცხიმი გამოდევნოთ ანტიოქსიდანტური სასმელი: PH დონეს არეგულირებს და ნაადრევ დაბერებას აფერხებს 481 1-ს მოსწონს |