x
image
Yoona
Mediator image
9 რამ, რისი გაკეთებაც ცარიელ კუჭზე კატეგორიულად არ შეიძლება
image

დილის მხნეობასა და გუნებაზე მთელი დღის განწყობა და შრომისუნარიანობა არის დამოკიდებული. მაგრამ არსებობს ბევრი რამ, რისი გაკეთებაც ცარიელ კუჭზე კატეგორიულად აკრძალულია, თუ გსურთ თავი იგრძნოთ არა მხოლოდ ენერგიულად, არამედ ჯანსაღად.

ამ მავნე ჩვევების შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ:

1.უზმოზე ყავის დალევა არ შეიძლება.


image

არომატული და გამამხნევბელი 1 ჭიქა ყავა ბევრისთვის დილის შეუცვლელი რიტუალია! მაგრამ თუ ყავას უზმოზე დალევთ, ეს კუჭის მუშაობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს, გულძმარვას და გასტრიტს გამოიწვევს!

დამნაშავე კი ყავის მოხმარების დროს ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული კუჭის წვენია. მარილიანი მჟავა კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას არღვევს.

იმ შემთხვევაში, თუ 1 ჭიქა ყავა თქვენს საუზმეს შეადგენს, კარგი განწყობა და ენერგიულობა მთელი დღის განმავლობაში დაივიწყეთ. საქმე იმაშია, რომ ყავა უზმოზე, საუზმის გარეშე - სეროტონონის დეფიციტს იწვევს. სწორედ ეს ჰორმონია ჩვენს კარგ განწყობაზე პასუხისმგებელი!

რა უნდა ქნან ყავის მოყვარულებმა, რომლებიც დღეს ჭიქა ყავით იწყებენ?

რჩევა: ყავას დაუმატეთ ნაღები ან რძე (ამ პროდუქტებში შემავალი ცხიმი უზმოზე დალეული ყავის ნეგატიურ გავლენას შეამსუბუქებს).

და კიდევ უკეთესი - დაიწყეთ დილა თბილი, სუფთა, უგაზო წყლით, რომ მთელი ორგანიზმის მუშაობა გაააქტიუროთ და მეტაბოლიზმის პროცესი დააჩქაროთ!


2.უზმოზე მოწევა არ შეიძლება

image

დილის ყავა სიგარეტთან ერთად ცარიელ კუჭზე - კიდევ ერთი მავნე ჩვევა არის, რომლებიც ნამდვილად უნდა აღმოფხვრათ!

ნიკოტინი, როგორც ყავა, კუჭის წვენის გამომუშავებას ზრდის, რომელიც გადასამუშავებელი პროდუქტების არარსებობის შემთხვევაში კუჭის ლორწოვან გარსს და ნაწლავებს აზიანებს. ეს კი მჟავე-ტუტე ბალანს არღვევს, გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარებას იწვევს.

მწეველები ერთ ხმაში ირწმუნებიან, რომ დილით მოწეული სიგარეტი მათ მხნეობას მატებს, აზრების დალაგებასა და დამშვიდებაში ეხმარებათ. სინამდვილეში, დილით სიგარეტი ნიკოტინის გამოსვლის ალბათობას აღმოფხვრის და არანაირ სარგებელზე აქ საუბარი არაა!

რჩევა: მოწევას მტკიცე „არა“ უთხარით! თუ ამ ჩვევაზე უარის თქმა ჯერ გიჭირთ, მაშინ დილა საუზმით დაიწყეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ხელი წაიღეთ სიგარეტისკენ, რომელიც თქვენს ცხოვრებას ნელ-ნელა წამლავს.


3.ცარიელ კუჭზე ალკოჰოლის დალევა არ შეიძლება

image

მავნე ჩვევებზე საუბრის დროს ალკოჰოლს გვერდს ვერ ავუვლით! ცარიელ კუჭზე დალეული ალკოჰოლი სისხლში 2-ჯერ უფრო სწრაფად შეიწოვება, რაც, როგორც მინიმუმ, სწრაფ ინტოქსიკაციას იწვევს.

ამასთან, სპირტის შემცველი სასმელები ორგანიზმიდან ძალიან ნელა გამოდის, რაც არა მხოლოდ მძიმე ნაბახუსევს იწვევს, არამედ ღვიძლის, თირკმლების და გულის მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს.

რჩევა! ცარიელ კუჭზე ალკოჰოლი არ მიიღოთ. სენდვიჩის მცირე ნაჭერიც კი კარაქთან ერთად ალკოჰოლის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას შეამცირებს.


4.ცარიელ კუჭზე მედიკამენტების მიღება არ შეიძლება

image

ერთი შეუცვლელი წესი დაიმახსოვრეთ! ნებისმიერი მედიკამენტის უზმოზე მიღება არ შეიძლება, თუ საწინააღმდეგო მედიკამენტის ინსტრუქციაში არ წერია.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომელთა ცარიელ კუჭზე მიღება არა მხოლოდ ეფექტურობას ამცირებს, არამედ კუჭის სისხლდენის პროვოცირებას იწვევს!

რჩევა! ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტს რძე მიაყოლეთ. ასე შეამცირებთ მის უარყოფით ზემოქმედებას, რომელიც მისი მიღების დროს თავს იჩენს.


5.ცარიელ კუჭზე საღეჭი რეზინის დაღეჭვა არ შეიძლება

image

როცა ცარიელ კუჭზე საღეჭ რეზინას ღეჭავთ, წარმოებული კუჭის წვენი კუჭის ლორწოვანს აზიანებს, რაც გასტრიტის განვითარებას იწვევს.

ჭამის შემდეგაც საღეჭი რეზინის დაღეჭვა მხოლოდ 10-15 წუთით შეიძლება. ეს არასწორი თანკბილვის ფორმირებას ხელს შეუშლის (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში) და ამ პროდუქტებიდან მავნე ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრას გამორიცხავს.

და კიდევ ერთი რჩევა: აირჩიეთ საღეჭი რეზინა, რომლის შემადგენლობაშიც ნატურალური დამატკბობლები - ქსილიტი ან სორბიტი შედის.


6.ცარიელი კუჭით დაძინება არ შეიძლება

image

დიეტოლოგები ერთხმად ირწმუნებიან, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ საკვების მიღება სასურველი არაა. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, თუ შუაღამეს იძინებთ, ხოლო თქვენი კუჭი გაძლევთ სიგნალს, რომ ცარიელია?

ასეთი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან შიმშილის გრძნობა მოდუნების და დაძინების საშუალებას უბრალოდ არ მოგცემთ. თუ დაძინებას მაინც მოახერხებთ, ძილი ზედაპირული იქნება და ადრე გაიღვიძებთ.

ამასთან, დილით მგელივით შიმშილის გრძნობით გაღვიძებული, საუზმეზე დიდ პორციას მიირთმევთ. ბევრი ჭამა კი ზედმეტი კილოგრამების გაჩენის რისკს ზრდის.

რჩევა! შიმშილის გრძნობასთან გამკლავებას და ღრმა ძილს შეძლებთ, თუ დალევთ რძის პროდუქტებს, რომლებიც მაგნიუმს და კალიუმს შეიცავენ. საკვების ასეთი გვიანი მიღება სხეულის ფორმაზე გავლენას არ მოახდენს, რა თქმა უნდა, თუ რძეს ძეხვის სენდვიჩს არ მიაყოლებთ.


7.ცარიელ კუჭზე ვარჯიში არ შეიძლება

image

ინტენსიური ძალოვანი ვარჯიშების ცარიელ კუჭზე შესრულების შემთხვევაში, თქვენ კუნთოვან მასას დაკარგავთ, თუმცა ცხიმი არსად გაქრება.

მცდარია აზრია, რომ ასეთი ვარჯიშები კალორიებს ეფექტურად წვავს, რადგან მშიერ ორგანიზმს ამისთვის ენერგია არ ჰყოფნის.

რჩევა! თუ ინტენსიურ დატვირთვას აპირებთ, ვარჯიშამდე 1 საათით ადრე აუცილებლად ისაუზმეთ. თუ ცარიელ კუჭზე ივარჯიშებთ, მაშინ უპირატესობა აერობიკის შესრულებას მიანიჭეთ.


8.ცარიელ კუჭით პროდუქტების შესაძენად არ უნდა წახვიდეთ

image

თუ მშიერი ხართ, პროდუქტების მაღაზიებს გვერდი აუარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ არასაჭირო პროდუქტს შეიძენთ, რომელთა ჭამაც მოგიწევთ და ეს ყველაფერი კი თქვენს ბიუჯეტსა და სხეულის ფორმაზე კარგ გავლენას არ მოახდენს.

რჩევა! პროდუქტის მაღაზიებს დანაყრებული ესტუმრეთ. უმჯობესია, თუ საყიდლების სია გექნებათ. ასე სასუსნავით თავის განებივრების სურვილს შეამცირებთ.


9.პროდუქტები, რომლებიც ცარიელ კუჭზე არ უნდა მიიღოთ

image

პროდუქტების სიაში, რომელთა ცარიელ კუჭზე მიღება არ შეიძლება, მოხვდნენ:

  • ციტრუსი, რადგან მასში შემავალი დიდი რაოდენობით მჟავა გასტრიტის და კუჭის წყლულის განვითარებას ხელს უწყობს. მათ, ვინც დილას ციტრუსის წვენით იწყებს, დიეტოლოგები ურჩევენ, წვენი წყალში გახსნან პროპორციით 1:1, ან წვენი საკვების მიღების შემდეგ დალიონ.
  • სენდვიჩები ძეხვით, ლორით ან პაშტეტით, რომელთა ზიანი სარგებელს ბევრად აჭარბებს. ასეთი ცხიმიანი და კალორიული საუზმის და წახემსების მოყვარულებს გირჩევთ, ზემოთ მოცემული პროდუქტები ყველით ჩაანაცვლოთ, ხოლო სენდვიჩის მოსამზადებლად ხორბლის პური გამოიყენეთ.
  • ბანანი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ფრუქტოზა. მისი უზმოზე მიღება სისხლში შაქრის სწრაფ ზრდას ხელს უწყობს. გარდა ამისა, ეს ნაყოფი დიდი რაოდენობით მაგნიუმს შეიცავს, რამაც ცარიელ კუჭზე მიღების დროს შეიძლება კალციუმ-მაგნიუმის ბალანსის დარღვევა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები გამოიწვიოს. გამოსავალი: ბანანი ჩირთან ან ვაშლთან კომბინაციაში მიიღეთ.
  • ნედლი ბოსტნეული (მაგ., კიტრი, კომბოსტო, ტკბილი წიწაკა) შეიძლება კუჭის ლორწოვანის გაღიზიანების მიზეზი გახდეს, რადგან მჟავას შეიცავს. ასევე ამან შეიძლება გასტრიტი და წყლულის განვითარება გამოიწვიოს.
  • ტკბილეული ცარიელი კუჭზე - საუკეთესო გადაწყვეტილება არაა, თუ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ. საქმე იმაშია, რომ დილით კუჭი საჭირო რაოდენობით ინსულინის გამომუშავებას ვერ ახერხებს, რაც შაქრის სრულყოფილად ასათვისებლად აუცილებელია და საბოლოოდ სისხლში შაქრის დონე იმატებს.
  • ნიორი - კიდევ ერთი პროდუქტი, რომლის ცარიელ კუჭზე მიღება უკუჩვენებას წარმოადგენს, რადგან კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და ასევე გასტროსპაზმს იწვევს.
ვიმედოვნებ, ეს მარტივი წესები შეამცირებს იმ ზიანს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის და სწორი კვების დავიწყების დროს თავს იჩენს. თქვენს ყოველდღიურ ჩვევებს გადახედეთ და ორგანიზმი აუცილებლად გეტყვით მადლობას თავისი გამართული მუშაობით!


ასევე დაგაინტერესებთ:

1. დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მავნე სასმელი

2. რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე - 9 მნიშვნელოვანი მიზეზი

3. 5 დაავადება, რომლებსაც ყავის ცეცხლივით ეშინია

4. ორგანიზმი ამ პროდუქტების გადამუშავებას ვერ ახერხებს, თუ ნაღვლის ბუშტი არ გაქვთ

5. ფარისებრი ჯირკვალი ამ პროდუქტების გამო მადლობას გეტყვით

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
3725
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
3725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0