x
image
Yoona
Mediator image
კიტრი-პომიდვრის სალათა ჯანმრთელობისთვის საშიშია და საქმე ნიტრატებში არ არის
ბოსტნეული ვიტამინებისა და მიკროელემენტების შესანიშნავი წყაროა, მაგრამ ზოგიერთი მათგანის კომბინაცია ადამიანის ორგანიზმისთვის საშიში შეიძლება იყოს. მილიონობით ადამიანისთვის საყვარელი ახალი კიტრი-პომიდვრის სალათა სასარგებლო პროდუქტების წარუმატებელი კომბინაციის ნათელი მაგალითია.



image



დიეტოლოგები გირჩევენ, არ მიირთვათ სალათები, რომლებიც შეიცავს კიტრს და პომიდორს, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ. ცალ-ცალკე ორივე ბოსტნეული სასარგებლოა, განსაკუთრებით, თუ გაზრდილია ქიმიური სასუქების გამოყენების გარეშე.



image




საშუალო ზომის მწიფე პომიდორი შეიცავს ზრდასრული ადამიანის დღიური მოთხოვნილების მესამედ C ვიტამინს. გარდა ამისა, ეს ბოსტნეული შეიცავს ლიკოპინს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს კიბოს უჯრედებთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში.



კიტრი, სარგებლობის თვალსაზრისით, უფრო მოკრძალებულად გამოიყურება, რადგან ძალიან ბევრ წყალს შეიცავს. თუ კანიანად მიირთმევთ, მიიღებთ B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც ებრძვის ქოლესტერინს, უჯრედისს და მთელ რიგ სასარგებლო მიკროელემენტებს.



image



თუ ამ ორ პროდუქტს სალათში გააერთიანებთ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება. კიტრში შემავალი ასკორბინაზა შლის პომიდორში შემავალ C ვიტამინს, ართმევს ორგანიზმისთვის სასარგებლო თვისებებს. სამწუხაროდ, ეს ყველა ის უსიამოვნებაა, რაც ბოსტნეულის სალათის მოყვარულებს ელის.



ადამიანის ორგანიზმი კიტრს და პომიდორს სხვადასხვანაირად ითვისებს. ბუნებით მჟავე პომიდვრის და ტუტე კიტრის შერევა იწვევს ორგანიზმში რეაქციას, რომლის პროდუქტებიც მარილები ხდება. თირკმლებში და ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვება შეიძლება გამოწვეული იყოს ბოსტნეულის სალათების სიყვარულით, პროდუქტების შერწყმით, რომლებიც ერთმანეთისგან შორს უნდა დაიჭიროთ.



image



ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვათ კიტრზე და პომიდორზე ან გააკეთოთ რთული არჩევანი ერთის სასარგებლოდ. ბოსტნეულის მირთმევა შეგიძლიათ განაგრძოთ, მაგრამ ეცადეთ, რომ კუჭში ერთად არ მოხვდნენ.



ასევე დაგაინტერესებთ:

საზაფხულო დამხმარე ვარიკოზთან ბრძოლაში: ქირურგი გირჩევთ მეტი მარწყვის ჭამას

რატომ არის უსარგებლო ცხარე საკვებზე წყლის დაყოლება და რა დაგეხმარებათ სინამდვილეში?

ქოლესტერინის მოთვინიერება: 40 საუკეთესო პროდუქტი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად

კარტოფილი, ლობიო და კიდევ 7 პროდუქტი, რომლებსაც შეუძლია მოგკლას

ოსპს და ყვავილოვან კომბოსტოს აღარ ვხარშავთ: 5 პროდუქტი, რომელთა უმად ჭამა სასარგებლოა



0
421
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
421