პროფილაქტიკა საზაფხულო დამხმარე ვარიკოზთან ბრძოლაში: ქირურგი გირჩევთ მეტი მარწყვის ჭამას 14 ივნისი, 16:00 ახალი კვლევის მიხედვით, მარწყვის ყოველდღიურ რაციონში ჩართვამ შესაძლოა გააუმჯობესოს სისხლძარღვების ფუნქცია და სისტოლური არტერიული წნევა. ეს კენკრა სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს ჭარბი წონა, ზომიერად მაღალი ქოლესტერინის დონე. არა მხოლოდ გემრიელი დესერტია, არამედ ძალიან სასარგებლო პროდუქტი.
მარწყვის სასარგებლო თვისებები მარწყვის ჭამა ძალიან სასარგებლოა ჩვენი კანისთვის. ებრძვის კარიესს. მწიფე მარწყვს შეუძლია დაგვეხმაროს გულ-სისხლძარღვთა პრობლემების თავიდან აცილებაში. დამტკიცებულია, რომ მარწყვი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ანტოციანინებს. ეს ძლიერი ანტიოქსიდანტი ამცირებს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს, ასევე ქსოვილების ანთებას. მარწყვი კანს ხდის არა მხოლოდ ელასტიკურს და ბზინვარეს, არამედ არტერიებს ეხმარება ელასტიკურობის შენარჩუნებაში, რითაც თავიდან იცილებს შესაძლო ბლოკირებას. კვირაში რამდენჯერმე მარწყვის მიღება ინფარქტის რისკს ამცირებს. დღეს მეცნიერები ატარებენ კვლევებს იმის დასამტკიცებლად, რომ მარწყვის ექსტრაქტებს შეუძლიათ გააქტიურონ ორგანიზმში არსებული ცილები. შეუძლია გაზარდოს ჩვენი ორგანიზმის ანტიოქსიდანტური და დამცავი აქტივობა. ანტიოქსიდანტები და პოლიფენოლები მარწყვი მდიდარია სასარგებლო ანტიოქსიდანტებითა და საკვები ნივთიერებებით, მათ შორის კალიუმით, ფოლიუმის მჟავით, უჯრედისით და პოლიფენოლებით. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ კვირაში 1, 5 ჭიქა მარწყვი გულის შეტევის რისკს 34%-ით ამცირებს. პოლიფენოლების მდიდარი შემცველობა ენდოთელიუმის ფუნქციონირებაზე დადებითად მოქმედებს. ეს ამშვიდებს არტერიებს, აუმჯობესებს სისხლის ნაკადს და ამცირებს სისტოლურ არტერიულ წნევას. რა არის ენდოთელიუმის ფუნქცია?
გული რთული ორგანოა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის და ჟანგბადის მიწოდებაში სხეულის დანარჩენ ორგანოებში. ენდოთელიუმი, ანუ თხელი მემბრანა, ჯანმრთელი უნდა დარჩეს, რათა გულმა ეფექტურად შეასრულოს თავისი საქმე. თუ ენდოთელიუმი სწორად არ ფუნქციონირებს, გულში დიდი სისხლძარღვები შეიძლება არ გაფართოვდეს ან გაიხსნას ისე, როგორც საჭიროა, რაც სისხლის ნაკადის პრობლემებს იწვევს. ჯანსაღი ენდოთელური საფარის შენარჩუნების გზების პოვნა გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მთავარი გასაღებია. სწორი კვება და ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვების მიღება ხელს უწყობს ენდოთელიუმის სათანადო ფუნქციის შენარჩუნებას მრავალი წლის განმავლობაში. მარწყვს შეუძლია ენდოთელიუმის ჯანსაღი ფუნქციის მხარდაჭერა გულ-სისხლძარღვთა დაავადება ყოველწლიურად უფრო მეტ სიცოცხლეს კლავს, ვიდრე კიბოს ყველა ფორმა და ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობის განვითარებასთან დაკავშირებული მრავალი რისკ-ფაქტორია, დიეტამ შეიძლება დიდი როლი ითამაშოს. მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ მარწყვის ჭამა ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას, ამცირებს ცუდ ქოლესტერინს, ამცირებს ანთებას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკს. ახალი კვლევის მიზანია დაადგინოს შეუძლია თუ არა მარწყვის მიღებას სისხლძარღვთა ენდოთელიუმის ფუნქციაში როლის შესრულება. მარწყვი ცუდი ქოლესტერინის წინააღმდეგ ადრე დადგინდა, რომ მარწყვის ჭამა ამცირებს სისხლში გლუკოზის და ცუდი ქოლესტერინის დონეს, შესაბამისად ამცირებს დიაბეტის და გულის დაავადებების განვითარების რისკს, მაგრამ პირველად დადგინდა, რომ მარწყვის ექსტრაქტები აქტიურად ასტიმულირებს ცილებს, რომლებიც გვთავაზობენ დაავადებებისგან დაცვას. უახლესი კვლევა შეიცავს მეცნიერულ მტკიცებულებებს იმის შესახებ, როგორ აძლიერებს მარწყვი ჩვენს შინაგან დაცვას, მხარს უჭერს ჯანსაღ უჯრედებს, ორგანოებს და სისხლძარღვებს, ამცირებს გულის და სისხლძარღვების პრობლემებს. ასე რომ, თავი აღარ იგრძნოთ დამნაშავედ, როცა მიიღებთ მარწყვს ნაღებით. თუმცა დიეტოლოგები გირჩევენ მეტი მარწყვის და ნაკლები ნაღების მიღებას ან საერთოდ ნაღების გარეშე. ახალი თუ გაყინული მარწყვი არ აქვს მნიშვნელობა მარწყვი ახალია თუ გაყინული, ნატურალური მარწყვის წვენი თუ სახლის მურაბა, ამ ვარიანტებიდან რომელიმეს მიღება კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მარწყვი კარგია სხეულისა და გონების სასარგებლოდ, განწყობას და მეხსიერებას აუმჯობესებს. რაც მთავარია, ძალიან გემრიელია. ასევე დაგაინტერესებთ: ქოლესტერინის მოთვინიერება: 40 საუკეთესო პროდუქტი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად მეცნიერებმა დაასახელეს 11 ყველაზე მკვებავი პროდუქტი, რომლებიც არსებითად სუფთა ენერგიაა ეს კოქტეილი დალიეთ და თრომბს დაივიწყებთ 4 ბალახის ჩაი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს დაარეგულირებს ანტიოქსიდანტური სასმელი: PH დონეს არეგულირებს და ნაადრევ დაბერებას აფერხებს 83 შეფასება არ არის |