x
image
Yoona
Mediator image
როგორ გავწმინდოთ მწეველის ფილტვები - საუკეთესო მეთოდები, რომელიც მუშაობს
ფილტვების გაწმენდის პრობლემა აქტუალურია არა მხოლოდ მწეველებისთვის, არამედ სახიფათო ინდუსტრიის თანამშრომლებისთვის, ასთმით და კისტური ფიბროზით დაავადებული ადამიანებისთვის და უბრალოდ მეგაპოლისების და სამრეწველო ცენტრების მაცხოვრებლებისთვის. ჯანსაღი ფილტვები მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას ხელს უწყობს, ამიტომ სასუნთქ ორგანოებზე ზრუნვა აქტუალურია პლანეტის ყველა მაცხოვრებლისთვის.



image



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში სხვადასხვა ტიპის ჰაერის დაბინძურებისგან ყოველწლიურად 4, 2 მილიონი ადამიანი იღუპება. კიდევ 3, 5-დან 5, 4 მილიონამდე ადამიანი იღუპება მოწევის შედეგების გამო. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი ცდილობს მოწევაზე თავის დანებებას და რისკის ზონიდან გასვლას. შესაძლებელია ეს? არსებობს გზები, რომლებიც დაგეხმარებათ ეფექტურად გაწმინდოთ ფილტვები დამოუკიდებლად, ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების დახმარების გარეშე?



იწმინდება თუ არა ფილტვები ხანგრძლივი მოწევის შემდეგ?



საბედნიეროდ, ფილტვები არის თვითმწმენდი ორგანო, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად განკურნება უარყოფითი გავლენის შეწყვეტის შემდეგ. თუმცა იმედი არ გქონდეთ, რომ განახლება სწრაფად მოხდება, თამბაქოსთან დაშორებიდან რამდენიმე დღეში. თამბაქოს კვამლით დაზიანებული ეპითელური ქსოვილის აღდგენას მინიმუმ 6 თვე სჭირდება.




image



არსებობს პრეპარატები ფილტვების გაწმენდის პროცესის დასაჩქარებლად? სამწუხაროდ, არა და ყველა დეტოქსიკაციის პრეპარატი, რომელსაც ონლაინ გამყიდველები გვთავაზობენ, ფულის უაზრო ხარჯვაა.



„ინტერნეტით იყიდება უამრავი პროდუქტი, რომელიც აცხადებს, რომ გამოჰყავს ტოქსინები ფილტვებიდან, მაგრამ არ არსებობს სამეცნიერო კვლევა, რომელიც ადასტურებს რომელიმე მათგანის ეფექტურობას“ - ამბობს ჯოშუა ენგლერტი, მედიცინის დოქტორი, პულმონოლოგი ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრიდან „Wexner“.



ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ფილტვების აღდგენის პროცესზე ძვირადღირებული წამლების და გაურკვეველი პროცედურების გარეშე. მართალია, არსებობს რამდენიმე ნიუანსი. ბუნებამ იზრუნა ფილტვის ქსოვილის აღდგენის ეფექტურ მექანიზმზე, ამიტომ ბრონქიტის ან პნევმონიის შემდეგ ეს ორგანოები მთლიანად აღდგება, მაგრამ პროცესი ყოველთვის ასი პროცენტით არ მუშაობს.



ნორმან ედელმანი, მედიცინის დოქტორი და პროფესორი ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამბობს, რომ თუ ათწლეულები ეწეოდით, ალბათობა, რომ ფილტვები სრულად აღდგება, დიდი არ არის. მოწევა იწვევს ორ ძირითად დაზიანებას: ემფიზემას და ქრონიკულ ბრონქიტს.



image



ორივე დაავადებას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ეწოდება. ემფიზემა იწვევს მინიატიურული საჰაერო ტომრების დაზიანებას, ხოლო ბრონქიტის დროს ბრონქების ანთება ხდება, რომელთა გავლით ჰაერი მიედინება ამ ტომრებში.



ედელმანი განმარტავს, რომ ტომრების აღდგენა არ ხდება, ხოლო ბრონქიტის შეშუპება და ანთება ტოვებს სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლებიც ჩვენთან რჩება სიცოცხლის ბოლომდე. თუ ახლავე მიატოვებთ მოწევას, კარგი შანსია არა მხოლოდ შეინარჩუნოთ ის, რაც დარჩა თქვენი ფილტვებიდან, არამედ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ მათი მდგომარეობა.



image



ებრაელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ მოწევის შეწყვეტიდან 20 წლის შემდეგ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების რისკი ეცემა იმ ადამიანთა დონემდე, რომელთაც არასოდეს მოუწევიათ, ხოლო 30 წლის შემდეგ ფილტვის კიბოს განვითარების რისკი ასევე არამწეველთა რისკს უტოლდება.



„რაც მალე დაანებებთ თავს მოწევას, მით მეტია ფილტვების გამოჯანმრთელების შანსი. მაგრამ თუ ძალიან დიდხანს ეწევით, ზიანი შეიძლება შეუქცევადი გახდეს“ - ამბობს ენგლერტი.



წარმოგიდგენთ 8 მეცნიერულად დადასტურებულ მეთოდს, გახადოთ თქვენი ფილტვები უფრო სუფთა და ჯანსაღი, სასწაულმოქმედი საშუალებების გამოყენების გარეშე.



1. მოერიდეთ პასიურ მოწევას

image

სიგარეტის კვამლი მწეველის ფილტვებიდან გამოსულ კვამლთან ერთად არის ჯოჯოხეთური კოქტეილი ასზე მეტი ქიმიური ნაერთისგან, რომელთა უმეტესობა ტოქსიკურია. მაშინაც კი, თუ არ ეწევით, მათმა რეგულარულმა ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ემფიზემა და ქრონიკული ბრონქიტი, არამედ ფილტვის კიბოც. მოერიდეთ იმ ადგილებს, სადაც ეწევიან, და არ დაუშვათ, რომ მოწიონ თქვენი თანდასწრებით.



2. ორთქლის იმედი არ გქონდეთ

იაპონელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თბილი ორთქლის ჩასუნთქვას შეუძლია შეამსუბუქოს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე ადამიანების მდგომარეობა, მაგრამ არ ახდენს პირდაპირ დადებით გავლენას ფილტვებზე. არ დაკარგოთ დრო ორთქლით თერაპიაზე. მას მხოლოდ რესპირატორული დაავადებების დროს შეუძლია დახმარება, რადგან ცხვირხახას ასუფთავებს.



3. არ ჩაანაცვლოთ თამბაქო ვეიპით

image


მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ ელექტრონული სიგარეტის გრძელვადიან რისკებს, მაგრამ მოკლევადიანი რისკები მათთვის კარგად ცნობილია. ამერიკულმა გამოცემამ „American Journal of Respiratory and Critical Care Medicine“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ვეიპის გამო მცირდება ფილტვების თვითგაწმენდის უნარი. ასეთი დარღვევა პირდაპირი გზაა მრავალი ინფექციისკენ, რომელთაგან ზოგიერთი სასიკვდილოა.



4. დაიცავით ფილტვები ინფექციებისგან

ფილტვების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა გრიპის და პნევმონიის თავიდან აცილება. სწორედ ამიტომ, თუ შესაძლებელია, ყოველთვის ჩაიტარეთ ვაქცინაცია. დამატებითი ზომებიც კარგი იქნება, როგორიცაა საპნით ხელების კარგად დაბანა და გაციებული ადამიანებისგან თავის არიდება. HEPA ფილტრის მქონე მტვერსასრუტები ფილტვებს შესანიშნავად იცავს.



5. სწორი კვება

image



მიირთვით ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები. რა თქმა უნდა, მოცვი და კომბოსტოს სალათი მრავალწლიანი მოწევის შედეგებს ვერ აღმოფხვრის, მაგრამ კენკრაში და ბოსტნეულში შემავალი ნივთიერებები დაგეხმარებათ დააჩქაროთ ფილტვების განახლების პროცესი. იმუნიტეტისა და სხვა ორგანოებისთვისაც სასარგებლო იქნება.



სამხრეთ კორეის, სეულის უნივერსიტეტის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მწვანე ჩაის რეგულარული მიღება ამცირებს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების ალბათობას. ჯერჯერობით, ამ ეფექტის მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის და ყველა მეცნიერი ამ დასკვნას არ ენდობა, მაგრამ თუ დალევთ ჩაის, ლუდის და სიგარეტის ნაცვლად, თქვენს სასუნთქ სისტემას ნამდვილად არ დააზარალებს.



6. დაკავდით სპორტით

ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე პროცესების დაჩქარებას, მათ შორის ფილტვის ქსოვილის აღდგენასთან დაკავშირებულ პროცესებს. თუ უკვე გაქვთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა ან სხვა დაავადებები, ვარჯიშის დაწყებამდე ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ. სუნთქვითი ვარჯიშებიც კარგი იქნება. მთავარია, ვარჯიშების სწორი კომპლექსი და ინტენსივობა შეარჩიოთ.



7. გამოიყენეთ კონტროლირებადი ხველა

image

ხველა შესანიშნავი ბუნებრივი მეთოდია, გაწმინდოთ ფილტვები ლორწოსგან, რომელიც შეიცავს ჰაერიდან შეღწეულ დამაბინძურებლებს. ვახველებთ მხოლოდ მაშინ, როცა ავად ვართ ან როცა სასუნთქი გზები გაღიზიანებულია. სცადეთ კონტროლირებადი ხველა, ანუ ძალით. ასე ლორწოს ფილტვებიდან გამოდევნით.



8. მიირთვით პროდუქტები, რომლებიც ანთებას ებრძვის

სასუნთქი გზების ანთება იწვევს გულმკერდის დისკომფორტს და სუნთქვის გაძნელებას. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ანთებას აქრობს და მდგომარეობას ამსუბუქებს. ასეთია კურკუმა, მწვანე ხილი და ბოსტნეული, ნიგოზი, ალუბალი, მოცვი, ოსპი და ზეთისხილი.



რაც მთავარია, დარწმუნებით უნდა თქვათ უარი თამბაქოს მოწევაზე, ყოველგვარი ვეიპების გარეშე. როცა ფილტვები წვის პროდუქტებით აღარ დაბინძურდება, დაიწყება მათი განახლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველივე ზემოთქმულს შედეგი არ ექნება.



ასევე დაგაინტერესებთ:

ფილტვების გამწმენდი ეს დეტოქს სასმელი მწეველებისთვის იდეალურია

როგორ აღვადგინოთ ღვიძლი და მოვიშოროთ ზედმეტი წონა 30 დღეში

9 ნიშანი, რომ თქვენი ღვიძლი ტოქსინებით სავსეა

დაამარცხეთ მუცლის ტკივილი, გულძმარვა და კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობა

თქვენ მსუქანი არ ხართ, თქვენ შებერილობა გაქვთ! როგორ მოვიშოროთ შებერილობა ერთ ღამეში

0
408
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
408