x
image
Yoona
Mediator image
როგორ აღვადგინოთ ღვიძლი და მოვიშოროთ ზედმეტი წონა 30 დღეში
image

იცით თუ არა რომ როცა საქმე წონის კლებას ეხება, მთავარი ორგანო, რომელიც ამ პროცესს ხელს უწყობს“ ღვიძლია?

მიუხედავად იმისა, რომ ცხიმების გადამუშავებაზე პასუხისმგებელი არის კუჭი, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს დელიკატური და რთული ამოცანა ადეკვატურად მხოლოდ ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში მიმდინარეობს. ეს კი ნაღვლის წარმოებას უკავშირდება.

თუ ღვიძლი ნორმალურად არ მუშაობს, ცხიმების ათვისება და ორგანიზმიდან მისი გამოდევნა არ ხდება. ამასთან მეტაბოლიზმი ნელდება და სხეულში ჭარბი ტოქსინების დაგროვება ხდება.


შეიძლება ითქვას, რომ ჯანმრთელი ღვიძლი კარგი ჯანმრთელობის და განწყობის სინონიმია. სხეულის ყველაზე დიდი ორგანო სათანადო ზრუნვით რომ უზრუნველყოთ, მნიშვნელოვანია სწორად იკვებოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოთ.

დღეს თქვენ ყურადღებას ჯანსაღი კვების გეგმაზე გავამახვილებ.

თუ ამასთან დაბალი ცხიმის შემცველობის დიეტასაც დაიცავთ, თავისუფალ დროს ფიზიკური აქტივობით დაკავდებით და ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიც არის თამბაქოს მოწევა, დაივიწყებთ, უკვე 30 დღის შემდეგ მიმდინარე ცვლილებებით სასიამოვნოდ გაკვირვებული იქნებით.

7 პროდუქტი, რომელიც ღვიძლის წმენდს და წონაში დაკლებაში გვეხმარება:

1. ერთი კბილი ნიორი უზმოზე

ეს უკვე ხალხური მედიცინის კლასიკაა - ერთი კბილი ნივრის უზმოზე ჭამა. ცნობილი და გამოცდილი მეთოდი ბევრი დაავადების დროს. მაგრამ ყველას არ უყვარს, რადგან ნიორს თავისებური გემო და სუნი აქვს, რაც სუნთქვას შემდგომ უსიამოვნოს ხდის. დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ნივრის შემდეგ პიტნის ფოთლები დაღეჭეთ.

ეს ერთადერთი ნაკლი იქნება. თუ ღვიძლის ფუნქციის ნორმაში მოყვანა და ამასთან გახდომა გსურთ, ეჭვი არ შეგეპაროთ ნიორი უზმოზე - საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

საქმე კი აქტიურ კომპონენტებში, რომელიც ნივრის შემადგენლობაში შედის (უფრო ზუსტად ალიცინი და სელენი), რომლებიც ღვიძლის აღდგენას და გაწმენდას ხელს უწყობს.

2.დღეში 1 გრეიფრუტი

გრეიფრუტი ღვიძლის ჯანმრთელობისთვის უბრალოდ იდეალური პროდუქტია. მასში მაღალი შემცველობით C ვიტამინი და ანტიოქსიდანტები ბუნებრივი გზით ღვიძლს წმენდენ.

კარგი იქნება, თუ უზმოზე ახალ დაწურული გრეიფრუტის წვენს დალევთ. ეს როგორც იმუნურ, ასევე საკვების მომნელებელ სისტემას წაადგება. თქვენ თავს მსუბუქად და მხნედ იგრძნობთ.

3.ავოკადო

ეს ხილი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით არის მდიდარი. ის სასარგებლოა გულისთვის, ასევე გლუტატიონის წარმოებას ხელს უწყობს - ნაერთი, რომელიც ცხიმის და ტოქსინების დაშლას ხელს უწყობს.

4.წიწიბური

წიწიბურას ნებისმიერ სამზარეულოში იპოვით, მისგან შეგიძლიათ მრავალფეროვანი დესერტი ან პური გამოაცხოთ.

წიწიბური ცხიმების მეტაბოლიზმს არეგულირებს ინოზიტის ნაერთის წყალობით. ის ღვიძლს იცავს და განსაზღვრული ჰორმონების წარმოებას ხელს უწყობს.

წიწიბური სხეულს ტოქსინებისგან და გლუკოზისგან გაწმენდს. გარდა ამისა, ის მდიდარია ცილებით და შეუცვლელი ანტიოქსიდანტებით, რომელიც თქვენ ენერგიით გავსებთ და მთლიანად ჯანმრთელობას აძლიერებს.

5.არტიშოკი

შესანიშნავი პროდუქტი. მშვენიერი გარნირი ვახშმად, რომელიც მოხდენილ ფიგურას მხარს უჭერს.

ეცადეთ არტიშოკი თქვენი კვების გეგმაში ჩართოთ. ის არა მხოლოდ ღვიძლის ჯანმრთელობაზე იზრუნებს, არამედ პანკრეასის მუშაობასაც ხელს შეუწყობს.

არტიშოკის ბუნებრივი ფერმენტები მოქმედებს რეგენერატორი, ოპტიმიზატორი და დამცავი. ის ცხიმების ათვისების პროცესში მონაწილეობს.

6.კურკუმა

კურკუმა ღვიძლის საყვარელი პროდუქტია. თუ ჩვევად გაქვთ დაუმატოთ კურკუმა ბრინჯის კერძს, ხორცს ან... ჩაი თქვენ უკვე დეტოქსის საშუალება გაქვთ. მას ასევე ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს.

7. ღვიძლის სამკურნალო საშუალება ქიშმიშით და ჭარხლით

ეს სასმელი ბუნებრივი საშუალებაა ღვიძლის ჯანმრთელობის გასაძლიერებლად, ასევე ზედმეტ წონას მოგაშორებთ და ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით მოგამარაგებთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

2, 5 ჭიქა წყალი (625 მლ)

2, 5 ჭიქა ჭარხალი (300 გრ)

½ ჭიქა ქიშმიში (65 გრ)

2 ცალი ლიმონის წვენი

მომზადება:

წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ.

ჭარხალი გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით;

მდუღარე წყალი ცეცხლიდან გადმოდგით;

ქიშმიში და ჭარხალი მდუღარე წყალს დაუმატეთ და ქვაბს თავსახური დაახურეთ. ნაყენი დააყენეთ და 45 წუთით გააჩერეთ.

მითითებული დროის გასვლის შემდეგ ყველაფერი ბლენდერში გადაიტანეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

სასმელი მხოლოდ დილით 5 დღის განმავლობაში მიიღეთ.

1 ჭიქის დალევა საკმარისია.

აი ნახავთ, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ!


0
4362
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
4362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0