პროფილაქტიკა 10 რჩევა, როგორ ავიცილოთ თავიდან ჭკუასუსტობა 2018, 17 დეკემბერი, 9:32
მრავალი წლის განმავლობაში თვლიდნენ, რომ თავის ტვინის ახალი ნეირონის წარმოება დაახლოებით 25 წლის ასაკში წყდება. თუმცა დღეს მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ ეს ასე არაა. ჩვენს ტვინს ახალი ნეირონების წარმოება მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუძლია! თავისი არსით ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ტვინი უმოძრაოდ ერთ ადგილას „არ ჩერდება“, ანუ მოსაწყენი რუტინული საქმეებით არ ბრკოლდება.
ეს რომ არ მოხდეს, გთავაზობთ 10 რჩევას, თუ როგორ შევინარჩუნოთ ტვინის აქტიურობა მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ მანამდე ერთ მნიშვნელოვან კითხვას უნდა გავცეთ პასუხი:
ადამიანის თავის ტვინი
რატომ ბერდება ტვინი ადამიანზე სწრაფად? როცა კანი ბერდება, ნაოჭები ჩნდება. როცა თმა ბერდება, ის ჭაღარავდება ან უბრალოდ ცვენას იწყებს. რა ხდება, როცა ტვინი ბერდება? სიჩქარე, რომლითაც ინფორმაციის გადამუშავება ხდება, მცირდება, რაც ერთდროულად ბევრი ჩვეული საქმის შესრულებას აფერხებს და ყურადღების კონცენტრირების უნარს ამცირებს. მაგრამ რატომ? ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ნეირონების მარაგი დაბადებისთანავე განისაზღვრება, შემდეგ კი დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა მცირდება, რაც კოგნიტური შესაძლებლობების შემცირებას იწვევდა. თუმცა ახლა ცნობილია, რომ ინტელექტუალური დაბერების მთავარი მიზეზი ამაში არ მდგომარეობს. საქმე იმაშია, რომ ახალი ნეირონების წარმოება ტვინის განსაზღვრულ სტრუქტურებში, მაგ., ჰიპოკამპუსში შესაძლებელია. მაშინ რატომ ბერდება ტვინი? სინამდვილეში ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი დღემდე არ არის, მაგრამ ბევრი ვერსია არსებობს. მაგალითად, ცნობილია, რომ სიცოცხლის განმავლობაში ჩვენი ყველა უეცარი ცვლილება ტვინზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ტვინის სისხლძარღვების დაზიანება, ტოქსიკური ნივთიერებების გავლენა (მაგ., ალკოჰოლი) - ყველაფერი ეს გროვდება და ტვინის მოქმედებაზე გავლენას ახდენს. ადამიანები სხვადასხვა ასაკში ჭაღარავდებიან, ასევე ხდება ტვინის შემთხვევაშიც, - თითოეული ადამიანისთვის ტვინის დაბერება ინდივიდუალურია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ყველას იდენტური გენეტიკური „საწყისი“ არ გვაქვს, რომ ტვინის დაბერების პროცესს ერთნაირად შევებრძოლოთ. და მიუხედავად იმისა, რომ გენების ნაკრებზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, ჩვენს ძალებში არის ტვინის დაბერების შეფერხება, მაგრამ როგორ? რჩევა პირველი: ზოგჯერ საკუთარი ჩვევები შეცვალეთ ნაწილობრივ ტვინის დაბერების პროცესის შეფერხებას შეძლებთ ფენომენით, რომელსაც უწოდებენ პლასტიურ ტვინს. თუ მუდმივად ტვინი მოქმედებაში იქნება, ის ახალ სინთეტიკურ უჯრედების კავშირს და ნერვულ ბოჭკოებს შექმნის, ასევე ახალი ქსელი იქმნება. ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია. მაგ., ის, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში ინტელექტუალური ამოცანებით ტვინს ამუშავდება, მით უფრო მცირე შანსი აქვს, რომ ალცჰაიმერის დაავადება განუვითარდება. როგორც ცნობილია, ალცჰაიმერის დაავადება - ტვინის დაბერების პათოლოგიური ფორმაა, რაც იწვევს მეხსიერების გაუარესებას, ყოველდღიური ქცევის დარღვევას, ასევე პროგრესულ ჭკუასუსტობას. ეს დაავადება ორი ცილის პათოლოგიური დაგროვებით არის გამოწვეული, რომლებიც ტვინის დაზიანებას იწვევს. არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ტვინს აქტიურად ავარჯიშებდნენ, მსგავსი პათოლოგიური დაგროვება არ ექნებათ. თუმცა ეს კოგნიტური ფუნქციების შემცირებას არ გამოიწვევს. ტვინს, რომელიც ინტელექტუალური საქმიანობით არის დაკავებული, შეუძლია დაზიანების კომპენსირება წარმოუდგენელი ნეირონების პლასტიკურობის, რომელიც დაბერების შესაფერხებლად საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს. ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგად, რომელიც თაგვებზე ჩატარდა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თაგვის ტვინის უჯრედები, რომელიც გარე სამყაროდან, შთაბეჭდილებებიდან და სიტუაციიდან იზოლირებული იყო, ორჯერ უფრო ცუდად აღდგებოდა. აი, რატომ არის აუცილებელი მუდმივად ტვინის „გაოცება“, ასე ტვინს თავად აღდგენის საშუალებას აძლევთ. ამისთვის რთული გამოწვევების მოწყობა აუცილებელი არაა. მაგ, ზოგჯერ შეგიძლიათ კბილები მარცხენა ხელში დაჭერილი კბილის ჯაგრისით გაიხეხოთ (თუ მემარჯვენე ხართ), სასეირნოდ სხვა მიმართულება აირჩიოთ. სუფრაზე თქვენი ჩვეული ადგილი შეცვალოთ. მარტივია, არა? ირგვლივ მიმოიხედეთ - რამდენი რამის გაკეთება შეიძლება, რომ ტვინის დაბერება შეაფერხოთ!რჩევა მეორე: კარგად გამოიძინეთ რჩევა მესამე: ცხოვრების თითოეული წამით დატკბით ყოველ დილით ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებთ. ჩქარა ვიღვიძებთ, შხაპს ვღებულობთ, ვიცვამთ, ვსაუზმობთ. ყველაფერი ავტომატურად ხდება, ჩვენი კი ამ დროს გასული დღის დაგროვებული ინფორმაციის გადამუშავებით და ამ დღის საზრუნავით არის დაკავებული. თან ამით არანაირ სიამოვნებას არ ვღებულობთ, თუნდაც ამ დროს ახლობლების გარემოცვაში ვიყოთ. ასეთ პერიოდშიც კი ჩვენ დაძაბული ვართ, რაც ამტკიცებს, რომ სტრესის ჩაკეტილ წრეში ვიმყოფებით. ცხოვრების თითოეული მომენტის დაფასება რომ ვისწავლოთ, კარგი იქნება რომელიმე მედიტაციური პრაქტიკის განხორციელება. მედიტაცია ყურადღების ერთ საქმეზე კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. ეს შესანიშნავი მეთოდია იმისთვის, რომ ყურადღება აწმყოზე გაამახვილოთ და ნეგატიური ფიქრები განდევნოთ. ეს უბრალოდ მოსაზრება არა: არსებობს სხვადასხვა სამედიცინო კვლევა, რომლებიც აჩვენებენ, რომ რეგულარული მედიტაცია ტვინის გადაწყობას ხელს უწყობს, რაც დაკავშირებულია განსაზღვრულ ნაწილთან, რომელიც პოზიტიურ ემოციებთან არის დაკავშირებული. თანდათანობით ტვინი ყოველი წამით ტკბობის სწავლას იწყებს. შესანიშნავი იქნება, თუ დღის განმავლობაში 25 წუთს მედიტაციაში გაატარებთ. ამ ტექნიკის ათვისება მარტივი არაა, მაგრამ დღეს ბევრი ინფორმაცია არსებობს, რომლებიც დაგეხმარებათ.რჩევა მეოთხე: ვიდეოთამაშები ტელევიზორის ყურებას სჯობს სინამდვილეში, უმჯობესი იქნება, თუ დროს სუფთა ჰაერზე გაატარებთ. თუ ტელევიზორის ყურებასა და ვიდეოთამაშს შორის არჩევანი უნდა გააკეთოთ, სჯობს უკანასკნელი აირჩიოთ. ძლიერად არ ინერვიულოთ - ვიდეოთამაშის მავნებლობა უბრალოდ გადაჭარბებულია. რა თქმა უნდა, მისით გატაცება კარგს არაფერს მოგვიტანს, მაგრამ კვლევის შედეგი არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ დღეში 30 წუთით ვიდეოთამაშით დაკავება (არაა აუცილებელი ინტელექტუალური) რუხი ნივთიერების მოცულობას ზრდის. ეს გასაოცარი არა: მსგავსი მოქმედება ტვინის ვარჯიშს წარმოადგენს, რადგან ჩვენგან აქტიურად დაგეგმვას მოითხოვს. ეს ტვინისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე უბრალოდ ტელევიზორის ყურება, რომელიც პასიურ რეჟიმში ხდება. ჩნდება კითხვა, თუ რომელი ვიდეო თამაში ავირჩიოთ. აქ არჩევანი მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა. გირჩევთ თამაშს, რომელიც მოთამაშისგან მუდმივად არჩევანის გაკეთებას, ან ამოცანების შესრულებას მოითხოვს.რჩევა მეხუთე: არ გადაიტვირთოთ რჩევა მეექვსე: კვების სწორი რაციონი აირჩიეთ რჩევა მეშვიდე: არტერიულ წნევას ყურადღება მიაქციეთ რჩევა მერვე: სპორტით დაკავდით რჩევა მეცხრე: ახლობლების წრე გააფართოეთ ახალი მეგობრების შეძენა და სანაცნობო წრის გაზრდა მნიშვნელოვანია, რადგან ასე ტვინის აქტიური სტიმულირება ხდება. ახალ ადამიანებთან ურთიერთობა ახალი სინოპტიკური კავშირების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. ამასთან, სასიამოვნო ნაცნობობა და მსუბუქი ურთიერთობა განწყობაზე დადებით გავლენას ახდენს, რაც ბედნიერების ჰორმონის წარმოებას ხელს უწყობს. მრავალი კვლევა ამტკიცებს, რომ სასიყვარულო ურთიერთობა პარტნიორებს შორის, ასევე მეგობრული ურთიერთობები ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. რჩევა მეათე: ინფორმაციულ გადატვირთვას თავი აარიდეთ ასევე დაგაინტერესებთ: 1. დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მავნე სასმელი 2. 9 რამ, რისი გაკეთებაც ცარიელ კუჭზე კატეგორიულად არ შეიძლება 3. გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ თქვენი აპენდიციტი საფრთხეშია 4. „ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს 5. 5 დაავადება, რომლებსაც ყავის ცეცხლივით ეშინია 6. ორგანიზმი ამ პროდუქტების გადამუშავებას ვერ ახერხებს, თუ ნაღვლის ბუშტი არ გაქვთ 7. ფარისებრი ჯირკვალი ამ პროდუქტების გამო მადლობას გეტყვით 8. ეს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევები თირკმელებს ანადგურებს 9. შეამოწმეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, უბრალოდ ხელი ყინულიან წყალში ჩადეთ 10. რატომ არის საშიში დაბალი არტერიული წნევა და როგორ ვუმკურნალოთ მას უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 2046 1-ს მოსწონს
|