პროფილაქტიკა ძილის სამეფო - 5 მთავარი ნიშანი, რომ ჰიპერსომნია გაქვთ განვითარებული 16 ნოემბერი, 15:21 ყოველდღე ბევრი ჩვენგანი თავს დაღლილად და გაღიზიანებულად გრძნობს. თუ დაღლილობა გამოწვეულია სტრესით ან უძილობით, მუდმივი ძილიანობა ჰიპერსომნიის ნიშანი შეიძლება იყოს. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც მთელი დღის განმავლობაში თვლემა გინდა. შედეგად, ადამიანი ენერგიის ნაკლებობას გრძნობს. რა სიმპტომები მიუთითებს ჰიპერსომნიაზე და როგორ გავუმკლავდეთ?
ჰიპერსომნიის დროს ადამიანს მუდმივად ძილი უნდა, ღამით სრულფასოვანი ძილის მიუხედავად. ეს იწვევს გაღიზიანებას და ცუდ განწყობას. არსებობს ამ მდგომარეობის ორი ფორმა: პირველადი და მეორადი. მეორადი ჰიპერსომნია ვითარდება სხვა დაავადების ფონზე, პირველადი - ტვინის იმ ნაწილის არასწორ ფუნქციონირებაზე, რომელიც ძილი-სიფხიზლის კონტროლზე პასუხისმგებელია. იმის გასაგებად, გაქვთ თუ არა ჰიპერსომნია, ძირითად სიგნალებს ყურადღება უნდა მიაქციოთ. აი, არაჯანსაღი ძილიანობის 5 მთავარი ნიშანი. 1. ნაკლები ენერგია ჰიპერსომნიის მთავარი სიმპტომია მუდმივი დაღლილობა. შედეგად, ადამიანს არ აქვს ენერგია და მთელი დღის განმავლობაში თვლემს. გარდა ამისა, ადამიანს უჭირს გაღვიძება ხანგრძლივი ძილის შემდეგ. დღის სინათლის არასაკმარისმა რაოდენობამ ჰიპერსომნია შეიძლება გამოიწვიოს. სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატარეთ და იმოძრავეთ. 2. გაღიზიანება ცუდი ძილის შემდეგ თავს ცუდად ვგრძნობთ, მაგრამ ჩვეულებრივ უსიამოვნო მდგომარეობა ფინჯან ყავასთან ერთად ქრება. თუ გაღიზიანება მთელი დღის განმავლობაში არ ქრება, ეს ჰიპერსომნიის ნიშანი შეიძლება იყოს. ექსპერტები გირჩევენ, რომ დაიცვათ ძილის რეჟიმი უსიამოვნო სიმპტომების შესამცირებლად. ძილის დღიური დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რა უნდა გააკეთოთ და რა არა დაწოლამდე. 3. მადის დაკარგვა მადის უქონლობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ჰიპერსომნიის დროს ჭამის, მით უფრო, მომზადების სურვილი ქრება. ექიმები გირჩევენ, კვების რეჟიმი დააბალანსოთ და ალკოჰოლი არ მიირთვათ. 4. შფოთვა ძილის პრობლემებმა შფოთვა შეიძლება გამოიწვიოს. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ძილიანობის დროს შფოთვის დონე იზრდება. ტვინში აქტიურად იწყებს ფუნქციონირებას ამიგდალა და ინსულარული ქერქი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ემოციურ პროცესებზე. შედეგად შეიძლება განვითარდეს შფოთვითი აშლილობები. 5. დამახსოვრების პრობლემები ხანდაზმულებს ხშირად ახასიათებთ გულმავიწყობა. ძილის ხარისხის გაუარესებისას დამახსოვრების პრობლემები ახალგაზრდებშიც შეინიშნება. გარდა ამისა, ძილის პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს ტვინის მუშაობის გაუარესება. უძილობა ტვინის ზოგიერთ უბანს ზედმეტად სტიმულირებს და გავლენას ახდენს ნერვული სისტემის მოქნილობაზე, რაზეც დამოკიდებულია ტვინის ადაპტაცია ახალი სიტუაციების მიმართ. მკურნალობა და პროფილაქტიკა ჰიპერსომნიის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების წარმოშობის მიზეზებზე. ექიმმა შეიძლება დანიშნოს სტიმულატორები, რომლებიც ყურადღების და მხნეობის დიდხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ცხოვრების წესის შეცვლა საუკეთესო მეთოდია ჰიპერსომნიის მოსაშორებლად. ძილის მუდმივი რეჟიმი, ღამით მძიმე საკვებზე უარის თქმა, მეტი მოძრაობა დაძინებამდე ამ საქმეში დაგეხმარებათ. უარი თქვით ალკოჰოლზე, დაიცავით ჯანსაღი დიეტა და სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატარეთ. ძილისთვის მშვიდი გარემო შექმენით: საძინებელი უნდა იყოს ბნელი და გრილი, გამაღიზიანებელი ფაქტორების გარეშე. თუ ჰიპერსომნიის რამდენიმე ნიშნები საკუთარ თავში აღმოაჩინეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას შეადგენს და უსიამოვნების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ასევე დაგაინტერესებთ: ჯანსაღი ძილი - რამდენი ხანი უნდა ეძინოს სხვადასხვა ასაკის ადამიანს? იცით, რატომ არის საზიანო წამოწოლილი ნოუთბუქთან მუშაობა? 5 ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ყველაზე ხშირად აწუხებთ მეგაპოლისის მაცხოვრებლებს დუმილი ოქროა? - რა მოხდება, თუ მთელი წელი ხმას არ ამოიღებთ მხოლოდ 1 კითხვა განსაზღვრავს, გაქვთ თუ არა დეპრესია 37 შეფასება არ არის |