სხვა 5 ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ყველაზე ხშირად აწუხებთ მეგაპოლისის მაცხოვრებლებს 11 ივნისი, 21:00 დიდი ქალაქი ადამიანს სთავაზობს კომფორტს და თვითრეალიზაციის დიდ შესაძლებლობებს. ამ მედალს მეორე მხარეც აქვს - ცხოვრების განსაკუთრებული რიტმი, მუდმივი სტრესი და დასვენების შესაძლებლობის არქონა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის მრავალი ფსიქიკური დაავადებისთვის.
რა დარღვევები აწუხებთ დიდი ქალაქის მაცხოვრებლებს ყველაზე მეტად და როგორ ამოვიცნოთ დროულად? შფოთვითი აშლილობა დიდი ქალაქის მაცხოვრებლებს, განსაკუთრებით ქალებს, ეს აშლილობა ხშირად აწუხებთ. სახიფათოა იმით, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება გადაწვით და დეპრესიით. სპეციალისტები გვირჩევენ, არ დავუშვათ შფოთვითი აშლილობის განვითარება და პირველივე ნიშნებზე სპეციალისტს მივმართოთ. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიმპტომებს: მოუსვენრობის და შფოთვის მუდმივი განცდა, რომელიც გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე; კონცენტრაციის გაძნელება; ცუდი ძილი; შიშის აუხსნელი ნიშნები; გულფიცხობა; მუდმივი ფიქრები სიკვდილზე ან აკვიატებული პრობლემები. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი დიდი ქალაქების მაცხოვრებლებისთვის დამახასიათებელი ეს სინდრომი ასოცირდება მუდმივ პასუხისმგებლობასთან იმ ადამიანების ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე, რომლებიც დამოკიდებულნი არიან თქვენზე და თქვენს ქმედებებზე. დაავადების განვითარება გამოწვეულია გაზრდილი ემოციური სტრესით და პირველი სიმპტომები არ იწვევს სერიოზულ შეშფოთებას და ხშირად ბანალურ დაღლილობას მიაწერენ. სინდრომის გამწვავება შეუძლია ინფექციურ დაავადებებს, მათ შორის გრიპს. პრობლემის ამოცნობა შეგიძლიათ შემდეგი ნიშნებით: ფოტოფობია; სისუსტე; გულისრევა ფიზიკური და ემოციური სტრესის შემდეგ; ცუდი კონცენტრაცია; გაფართოებული ლიმფური კვანძები; მეხსიერების პრობლემები; ტკივილი სახსრებში და კუნთებში; მშფოთვარე, ფხიზელი ძილი. დეპრესია დეპრესიის განვითარებას ხელს უწყობს ემოციური და ფიზიკური გადატვირთვა, ძილის ნაკლებობა და მუდმივი სტრესი. ეს ყველაფერი საკმარისად არის თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ რისკის ზონაში თითქმის ყველაა. ეს ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მზაკვრულია, რადგან ადამიანს შეიძლება აწუხებდეს და ვერც ხვდებოდეს. დეპრესიას შეცდომით იღებენ სიზარმაცედ, დაღლილობად, ახირებად, რომლის მოშორება ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ ეს საშიში, ზოგჯერ სასიკვდილო დაავადებაა. დეპრესიის სიმპტომები: გაზრდილი გაღიზიანებადობა; უჩვეულოდ ადრე გაღვიძება; ინტერესის დაკარგვა ჰობის და ჩვეული საქმიანობის მიმართ; გადაწყვეტილების მიღების პრობლემები; ზურგის და წელის ტკივილი; ცუდი მადა; სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება. აგორაფობია ფსიქიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი განიცდის დისკომფორტს დიდ ღია სივრცეებში და ფართო ოთახებში. მუდმივი სტრესი, დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა აგორაფობიის განვითარებას იწვევს. კომუნიკაციის ნაკლებობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური დაავადება. აგორაფობიის სიმპტომები ცოტაა და აშკარა: გაზრდილი შფოთვა დიდ ღია სივრცეებში; დიდი ბრბოს, განსაკუთრებით უცნობების შიში; ზოგადი უგუნებობა და ცუდი განწყობა; დამოკიდებულებები დიდი ქალაქების ბევრი მაცხოვრებელი ებრძვის ფსიქიკურ პრობლემებს ჭამით ან ალკოჰოლის დალევით. ეს არა მხოლოდ არ ეხმარება, არამედ იწვევს დამოკიდებულებას, რომელსაც მძიმე მდგომარეობის გამოწვევა და ადამიანის სიცოცხლის განადგურება შეუძლია. ალკოჰოლური, კვებითი, ნიკოტინზე დამოკიდებულება, ასევე პათოლოგიური გატაცება აზარტული თამაშებით ან კომპიუტერული თამაშებით და სერიალებით ადვილად ამოიცნობა. თუ ადამიანი თავისი ნებით ვერ შორდება დამოკიდებულების საგანს რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, განიცდის გაღიზიანებას და განწყობის ცვლილებას, მაშინ მიზეზია, სპეციალისტს მიმართოთ. ასევე დაგაინტერესებთ: დუმილი ოქროა? - რა მოხდება, თუ მთელი წელი ხმას არ ამოიღებთ მხოლოდ 1 კითხვა განსაზღვრავს, გაქვთ თუ არა დეპრესია ჩახუტება კურნავს: მეცნიერებმა დაადასტურეს შეხების სარგებელი ჯანმრთელობისთვის იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა სტრესს ხსნის და გემო დიდხანს რჩება: რატომ გვიყვარს ჩიფსის და ვაშლის ხრაშუნი 102 1-ს მოსწონს |