x
image
Yoona
Mediator image
იცით, რატომ არის საზიანო წამოწოლილი ნოუთბუქთან მუშაობა?
კომპიუტერები ყოველდღე სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. არ ვშორდებით ნოუთბუქს სამსახურში, თავისუფალ დროს ამ მოწყობილობასთან ვატარებთ. ვიდეო თამაშები, სოციალური ქსელები, სერიალები, ფორუმები დიდ დროს გვართმევს, მაგრამ გვინდა დასვენება, ამიტომ დივანზე ან საწოლზე წამოწოლილიც ნოუთბუქს არ ვშორდებით. ზოგი სახლში მუშაობასაც ახერხებს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ექიმები ამბობენ, რომ ეს ცუდი იდეაა და განმარტავენ, რატომ არის საზიანო წამოწოლილი ნოუთბუქთან მუშაობა.



image



კვლევებმა აჩვენა, წამოწოლილი ნოუთბუქთან მუშაობა ისეთივე საზიანოა, როგორც ამ პოზაში წიგნის კითხვა. სხეულის ეს პოზა ფიზიოლოგიური არ არის გონებრივი მუშაობისთვის, ამიტომ მისი ეფექტურობა დაბალია. გარდა ამისა, ძალიან რთულია ეკრანის ოპტიმალური პოზიციის არჩევა თვალთან მიმართებაში. ამის გამო, დამატებითი დატვირთვა ხდება მხედველობაზე, ხერხემალზე, ზურგის და კისრის კუნთებზე, ასევე თავის ტვინის სისხლძარღვებზე.



image




საუბარია არა მხოლოდ ზრდასრულებზე, არამედ ბავშვებსა და მოზარდებზეც. მოზარდის თვალების და ზურგის კუნთები ჯერ კიდევ გაძლიერებული არ არის, ამიტომ ახლომხედველობის ან ხერხემლის პრობლემების განვითარების ალბათობა იზრდება. ოფთალმოლოგი არპინე ამბობს:



„როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში გვხვდება ასთენოპიური ჩივილები გახანგრძლივებული თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, შორს და ახლოს ხედვის გაუარესების სახით. ოფისის თანამშრომლების ერთ–ერთი პრობლემა არის „კომპიუტერული“ სინდრომი – მშრალი თვალის სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია მონიტორთან მუშაობასთან“.



ბევრი თვლის, რომ თუ დაწოლილი უყურებს სერიალს ნოუთბუქში, არანაირ ზიანს არ მოუტანს. ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან დატვირთვა იგივე რჩება, ზოგჯერ უფრო მაღალიც. საქმე იმაშია, რომ ფილმის ყურებისას ადამიანი ეკრანზე უფრო კონცენტრირებულია და იშვიათად იცვლის სხეულის პოზიციას.



როგორ ვიმუშაოთ კომპიუტერთან?

image



ექიმები გვირჩევენ, კომპიუტერთან ვიმუშაოთ მჯდომარე პოზაში, მაგიდასთან ან კომფორტულ სავარძელში. ასევე მნიშვნელოვანია ყოველ 20–30 წუთში მოკლე შესვენებები, რათა თვალები და ზურგი არ გადაიტვირთოს. შესვენებისას უნდა ადგეთ, გაიაროთ, შორს გაიხედოთ და მოდუნება სცადოთ. სამუშაო ადგილის ორგანიზებაზე არ დაზოგოთ. სავარძელს დამხმარე საზურგე უნდა ჰქონდეს, ხოლო თვალსა და მონიტორის ცენტრს შორის დაშორება მინიმუმ 50 სმ უნდა იყოს. უნდა მოაწყოთ კომფორტული განათება და ხელსაყრელი მიკროკლიმატი შენობაში.



image



ბოლოს, აღსანიშნავია, რომ კომპიუტერთან არასწორი მუშაობით გამოწვეული დაავადებები მაშინვე არ იჩენს თავს. ბევრი ვერც ხვდება, რა გახდა მხედველობის გაუარესების და ზურგის მტანჯველი ტკივილის მიზეზი. თუ საგანგაშო სიმპტომები გამოჩნდება, ექიმს დაუყოვნებლივ მიმართეთ და მკურნალობა დაიწყეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

რა ემართება ჩვენს ტვინს, როცა თვალის გახელისთანავე ვამოწმებთ სოციალურ ქსელებს?

15 ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელთაც თანამედროვე ტექნოლოგიები იწვევს

მხედველობას 10 წუთში აღიდგენთ: თვალები თბილი პირსახოცით გაითბეთ

8 რიტუალი, რომელიც მხედველობას 100 %-ით დაგიბრუნებთ

იცით, თუ არა, რომ არსებობს ფერი, რომელიც თქვენს თვალს აზიანებს


0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
93