სხვა იცით, თუ არა, რომ არსებობს ფერი, რომელიც თქვენს თვალს აზიანებს 2019, 18 აპრილი, 0:00 გასაოცარია, რომ ასეთ უმნიშვნელო რამეს, როგორიცაა ფერი, ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. უფრო მეტიც, ერთ ფერს შეუძლია მოგანიჭოთ სიმშვიდის და მოდუნების გრძნობა, ამასთან მხედველობის დაქვეითება გამოიწვიოს.
როგორ შეიძლება ეს და რომელ ფერზე არის საუბარი?
#9 შავი
შავი ფერი ტრადიციულად ბოროტებასა და საფრთხესთან ასოცირდება. ფენშუის მიხედვით, თქვენი ბავშვები უფრო მშვიდი და შემოქმედებითი იქნებიან, თუ ოთახს შავ ფერებში მორთავთ. ასევე სახლი ან საოფისე ოთახი შავი ფერის აქსესუარებით უნდა მორთოთ, გამოდგება ლარნაკი, სურათის ჩარჩოები და სტატუეტკები. ასე ოთახში უფრო მეტი ჰარმონია იქნება. ბევრ ქვეყანაში შავი ფერი სიკვდილის და გლოვის ფერია. ამასთან ძველ ეგვიპტეში, შავი ფერი თავიდან დაბადებასა და ბედნიერ ცხოვრებასთან ასოცირდებოდა. ბევრს შავი ფერის ტანსაცმელი მოსწონს, რადგან მასში უფრო მოხდენილები არიან. მარკეტოლოგები შავ ფერს იყენებენ, თუ სურთ რომ მათი პროდუქტი მომხმარებლებმა აღიქვან, როგორც სერიოზული, ექსკლუზიური, მდიდრული. #8 თეთრი თეთრი ფერი სხვადასხვა კულტურაში სულ სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებს. დასავლეთ კულტურაში თეთრი - ქორწილების, სისუფთავის და მშვიდობის ფერია. აღმოსავლეთ კულტურაში თეთრი - გლოვის და დაკრძალვის ფერია, ამიტომ აქ დარდთან და სიკვდილთან ასოცირდება. თუ გსურთ სახლი ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდეს, ინტერიერში ბევრი თეთრი დეტალი დაამატეთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ თეთრი ფერის შენობა სუფთა, შეუზღუდავი და არამეგობრული ჩანს. თუ გარდერობში თეთრ ფერს დაამატებთ, ასე უფრო საიმედო, გულახდილი და შორსმჭვრეტელი ადამიანის იმიჯს დატოვებთ. ეს მხედველობაში უნდა მიიღოთ, როცა მომავალი საქმიანი შეხვედრისთვის ლუქის შერჩევას დაიწყებთ. #7 წითელი წითელი საკმაოდ საპირისპირო ფერია. ზოგი ადამიანი მას თბილ და ამაღელვებელად მიიჩნევს. მათთვის წითელი ფერი სიყვარულთან და ვნებასთან ასოცირდება. ზოგი კი, პირიქით, მასში აგრესიას და ბოროტებას ხედავს. ბევრი ქალი თვლის, რომ მამაკაცი უფრო სასურველია, თუ მის გარდერობში წითელი ფერი ფიგურირებს, იგივე მამაკაცებზეც მოქმედებს. თუმცა ამ ფერში თქვენ საყვარელი და მეგობრული არ იქნებით. თუ შენობაში ბევრი წითელი ფერი ფიგურირებს, ეს თქვენს მეხსიერებაზე ცუდ გავლენას მოახდენს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელები ან შესასრულებელი საქმეები დაგავიწყდებათ, მაგრამ წითელმა ფერმა შეიძლება ცუდი მოგონებები გამოიწვიოს. გარდა ამისა, წითელი ფერი ნეგატიურ ემოციებს აძლიერებს. წითელ ფრად შეღებილი კედლების მქონე ოთახში ჩხუბი კიდევ უფრო დაძაბული ხდება. როცა ამ ფერს ხედავთ, თქვენი ტვინი უფრო სწრაფად მუშაობს იწყებს, რადგან მას საფრთხედ აღიქვამს და დაცვის მეთოდს ეძებს, სწორედ ამიტომ წითელი ფერი სასარგებლოა სპორტის სახეობებისთვის, როგორიცაა ძალოვანი ტანვარჯიში, სადაც მოკლე დროში ენერგიის მობილიზება არის საჭირო. სპორტის სხვა სახეობაში, სადაც სტრატეგიული და შემოქმედებითი აზროვნება არის საჭირო, წითელი ფერი კონცენტრირებაში ხელს შეგიშლით. წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, წითელი ფერი მადას აღძრავს, მაგრამ ამასთან მეტაბოლიზმს აჩქარებს. #6 ნარინჯისფერი ნარინჯისფერი შთაგონების, ბედნიერების და სიხარულის ნიშანია. ის ყურადღებას იზიდავს და ამ მხრივ ხშირად იყენებენ რეკლამებში, სპორტული გუნდის ფორმებში და საგზაო მოძრაობის ნიშნებში. თუ პროექტის მსვლელობისას სასიცოცხლო ენერგია დაკარგეთ და არ იცით, რა მოიმოქმედოთ, ირგვლივ ნარინჯისფერი ნივთები შემოიკრიბეთ. ის შთაგონებას მოგანიჭებთ და პროექტის დროულად დასრულებაში დაგეხმარებათ. #5 ყავისფერი თუ სტაბილურობის, ძალის და საიმედოობის შექმნა გსურთ, მაშინ ყავისფერი აირჩიეთ. ეს ფერი შინაგან მღელვარებას და დაძაბულობას შეამცირებს. სწორედ ამიტომ, მას ოფისის გასაფორმებლად ხშირად იყენებენ. მაგრამ გადაჭარბების შემთხვევაში შენობა ცარიელი და ბნელი გამოჩნდება. ამ ფერს ხშირად მარტოობის და იზოლაციის ნიშნად ხშირად იყენებენ. #4 ვარდისფერი ვარდისფერი ძირითადად ახალგაზრდობასთან, რომანტიკასთან და სიყვარულთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ვარდისფერის ელფერზეა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში ძლიერი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ზოგიერთ ციხეში კედლებზე ვარდისფრად ღებავენ, რომ პატიმრებმა თავი მშვიდად იგრძნონ. სამწუხაროდ, ვარდისფერ თერაპიას ხანმოკლე მოქმედება აქვს. ამ ფერთან შეგუების შემდეგ ადამიანი კიდევ უფრო მეტად გაღიზიანებული ხდება. ვარდისფერი ხშირად ქალურ ფერთან ასოცირდება და ისეთ თვისებებთან, როგორიცაა სიკეთე, თანაგრძნობა და სინაზე. ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ ვარდისფერი მათ შემოქმედებით შესაძლებლობას ზრდის. #3 მწვანე თავს უფრო ენერგიულად იგრძნობთ, თუ სპორტით მწვანე შენობაში დაკავდებით. ინტერიერში მწვანე ფერი ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას ხელს უწყობს, ამასთან მწვანე ფერი პოზიტივზე კონცენტრირებაში ხელს შეგიწყობთ. ასე თავს ბევრად უფრო ბედნიერად და მშვიდად იგრძნობთ. მწვანე ფერი კითხვის უნარსაც აუმჯობესებს. სტუდენტები, რომლებიც მნიშვნელოვან ფრაზებს მწვანე ფერის მარკერით ხაზავდნენ, ირწმუნებოდნენ, რომ ასე მასალის უკეთ დამახსოვრებას ახერხებენ. მწვანე ფერი თვალისთვის სასარგებლოა. ის თვალის დაძაბულობას ხსნის და მას დასვენების საშუალებას აძლევს. მას მხედველობის ოდნავ გაუმჯობესებაც კი შეუძლია. როცა რაღაც მწვანე ფერს უყურებთ, თვალი ნანატრ დასვენებას ღებულობს, თქვენ კი დამატებით ემოციურ განტვირთვას ახდენთ. ადამიანები, რომელთა ოფისიც მწვანე ფერშია გადაწყვეტილი, მუცლის ტკივილს ნაკლებად განიცდიან. თუ მწვანე ფერის ტანსაცმელს იცვამთ, ადამიანები თქვენ თანამგრძნობიარე, კეთილ და მზრუნველ ადამიანად მიგიჩნევთ. ეს ფერი აჩვენებს, რომ სხვა ადამიანების გრძნობებს პატივსცემთ. #2 ყვითელი ყვითელი ყველაზე სიცოცხლით აღსავსე ფერია. მას ახასიათებენ როგორც ახალგაზრდა, ოპტიმისტს და მეგობრულს. ამასთან ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ყურადღების მიმპყრობი ფერია. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მას ხშირად საზოგადოებრივ ტრანსპორტებში და გზებზე იყენებენ. ის შიმშილის გრძნობას ზრდის. სწორედ ამიტომ ზოგიერთი სწრაფი კვების ობიექტი ამ ფერს თავის ლოგოსა და რეკლამებში იყენებენ. რაც გასაოცარია, ყვითელი ფერი გაბრაზებას და იმედგაცრუებასაც იწვევს. მაგ., ბავშვები ყვითელი ფერის შენობაში უფრო მეტს ტირიან, უფროსები კი საკუთარ გრძნობებს გასაქანს აძლევენ. ყვითელი ფერი თვალს ძალიან ღლის. თუ თქვენს კომპიუტერში ბევრი ყვითელი ფერი ფიგურირებს, ამან შეიძლება თვალის სერიოზული გადაღლა გამოიწვიოს. უარეს შემთხვევაში შეიძლება მხედველობაც კი დაკარგოთ. ინტერიერში ყვითელი ფერის გამოყენებას მოერიდეთ, თუმცა ყვითელი ღია ელფერმა შეიძლება პოზიტიური განწყობა შექმნას. #1 ცისფერი ეს ფერი ყველაზე საკამათო ფერია. პირველ რიგში, ეს ფერი ბევრს უყვარს. ის უსაფრთხოებასთან, ტრადიციასთან და კონსერვატიულობასთან ასოცირდება. მაგრამ ეს ძირითადად ცისფერის ელფერზეა დამოკიდებული. როცა რაღაც ცისფერს უყურებთ, ჩვეულებრივ თავს მშვიდად, მოდუნებულად და უსაფრთხოდ გრძნობთ. ცისფერ ფერს სხეულის ტემპერატურის და გულის რიტმის შემცირება შეუძლია. ხშირად ასოცირდება მწუხარებასა და მარტოობასთან. მაგ., ცისფერი ფერის სურათები ცივ, განმარტოებულ და მწუხარედ გამოიყურება. ცისფერი მადას აქვეითებს. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ცისფერი ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ფერია. თუ თვალები ცისფერი ფერის ზემოქმედების ქვეშ ხშირად იქნება, თქვენ შეიძლება მხედველობა დაკარგოთ. სწორედ ეს გამოიკვლიეს ტალედის მეცნიერება, რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ცისფერი ფერი თვალის ბადურას აზიანებს. ცისფერი სინათლის ტალღები უჯრედებში კალციუმის რაოდენობას ზრდის. შედეგად ისინი იღუპებოდა. არცერთ სხვა ფერს ასეთი დამანგრეველი შედეგი არ ჰქონდა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ექიმები მოგიწოდებენ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ტკბილეულის გაყიდვა აკრძალოთ 2. 14 ყველაზე სულელური შეკითხვა, რომელსაც პაციენტები ექიმებს უსვამენ 3. აშშ-ში არტერიული წნევის ახალი ნორმები დაადგინეს! აი, რამდენზე მაღალი არ უნდა იყოს 4. ამ წამლის შესახებ სტალინმა გაჩუმება ბრძანა: თეთრები ღირს და ყველაფერს კურნავს 5. აი, როგორ უნდა გაშიფროთ სისხლის ანალიზი ექიმის დახმარების გარეშე
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
638 1-ს მოსწონს
|