პროფილაქტიკა რა არის კომბუჩა და როგორ მოვამზადოთ. მისი მიღება რეკომენდებულია 2019, 24 ოქტომბერი, 9:18 კომბუჩა ჩინეთში საკმაოდ პოპულარული სასმელია. ის შეუდარებელი გემოთი გამოირჩევა და ჯანმრთელობაზე სასარგებლო გავლენა აქვს. თუ ჩინეთში არ ცხოვრობთ, არ დაღონდეთ, კომბუჩას მომზადებას თქვენც შეძლებთ. მას ბევრი სხვა სახელით „ჩაის სოკო“ იცნობს.
რა არის კომბუჩა, ანუ ჩაის სოკო მის შემადგენლობაში არის საფუარი, შაქარი და ჩაი (ხშირად შავი და არა მწვანე). სასმელს ბოსტნეულის ან სხვა მარინადის გემო აქვს, ჩინეთში კიმჩის (ცხარე პეკინური კომბოსტო) გემო აქვს. რა სარგებელი აქვს ჩვენს ნაწლავებში ბაქტერიები საჭმლის მონელებას, ვიტამინების და მინერალების ათვისებას, ასევე ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობენ. პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმები არიან, რომლებიც „კარგ“ ბაქტერიებს მიეკუთვნებიან. ისინი ნაწლავების ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებენ. ამ სასარგებლო ბაქტერიების დახმარებით ორგანიზმს საკუთარი ბიოლოგიური პროცესების, კერძოდ საჭმლის მომნელებელი და იმუნური ფუნქციების გაძლიერებაში ვეხმარებით. ჩაის სოკო: 1. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს; 2. ანტიოქსიდანტებით უზრუნველყოფს; 3. იმუნიტეტს ზრდის; 4. ძალას და ენერგიას მატებს; 5. ორგანიზმს ვიტამინებით ავსებს; 6. სისხლში შაქრის დონეს ამცირებს; როგორ მოვამზადოთ კომბუჩა კომბუჩა შეგიძლიათ ინტერნეტით, ბაზრობაზე ან ბებიებთან შეიძინოთ. ერთხელ თუ იპოვით, მომავალში შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ. მას გამრავლების უნარი გააჩნია. თქვენ 0, 5 ლ მდუღარე წყალი დაგჭირდებათ. 5 კოვზ ხარისხიან ჩაის ფოთლებს (ჩაის პაკეტი არ გამოგადგებათ) წყალი დასხით და ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებას დაელოდეთ. მარლაში გადაწურეთ. შემდეგ ჩაი 3 ლიტრიან ქილაში ჩაასხით, 8 კოვზი შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. შემდეგ ქილაში ჩაის სოკო ფრთხილად ჩადეთ და 2-3 კვირა ნათელ ადგილას (მზის პირდაპირ სხივებს მოერიდეთ) დუღილი აცადეთ. ასევე დაგაინტერესებთ: დღეში მხოლოდ 1 ჭიქა ლიმონი-პიტნის სასმელი ორგანიზმს ტოქსინებისგან სრულად გაწმენდს ეს საშუალება საღამოს 7 საათზე დალიეთ, რომ დილით 7-ზე მსხვილი ნაწლავიდან ყველა ცხიმი გამოდევნოთ კამა, თაფლი და კატაბალახა თქვენს სისხლძარღვებს გაწმენდს 4 ბალახის ჩაი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს დაარეგულირებს ანტიოქსიდანტური სასმელი: PH დონეს არეგულირებს და ნაადრევ დაბერებას აფერხებს
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
912 2-ს მოსწონს |