პროფილაქტიკა მჟავე კომბოსტო – რა სარგებელი აქვს და რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ 2023, 14 ნოემბერი, 17:11 ფერმენტაციის შემდეგ კომბოსტოში ჩნდება ბევრი პრობიოტიკი, ანტიოქსიდანტი. მასში ვიტამინების და მინერალების რაოდენობა იზრდება. ყველა ამ ნივთიერების წყალობით მჟავე კომბოსტო ახალ სასარგებლო თვისებებს იძენს.
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას მჟავე კომბოსტო შეიცავს პრობიოტიკებს – ბაქტერიები, რომლებიც ცხოვრობენ ნაწლავებში. ისინი აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას და ხელს უწყობენ საკვები ნივთიერებების, მათ შორის ვიტამინებისა და მინერალების ათვისებას. ასევე მდიდარია K ვიტამინით, რომელიც აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს. ეს ხელს უშლის ნაწლავის გაღიზიანების და ანთების შემცირებას, არსებულ დისკომფორტსაც ამცირებს. აძლიერებს იმუნიტეტს ამასაც პრობიოტიკები აკეთებენ. მჟავე კომბოსტოში არის ლაქტობაცილა და ბიფიდობაქტერია, რომლებიც ქმნიან მჟავე გარემოს ნაწლავებში და ამით აფერხებენ მავნე მიკროორგანიზმების ზრდას. როდესაც მიკროფლორა ჯანმრთელია, იმუნური სისტემა სწორად და მყისიერად რეაგირებს პათოგენებზე, რადგან იმუნური სისტემის უჯრედების 70% ნაწლავების მიმდებარე ქსოვილებშია. მჟავე კომბოსტოს უპირატესობაა ისიც, რომ შეიცავს ფლავონოიდებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი ამცირებენ ანთებას, მხარს უჭერენ იმუნურ პასუხს და უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას მჟავე კომბოსტოში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები კანის მიკრობიომის ბალანსის შენარჩუნებას ხელს უწყობს. მჟავე კომბოსტო კანის დაავადებების პანაცეა არაა, მაგრამ ანთების გამომწვევი მავნე ბაქტერიების განადგურება შეუძლია. კომბოსტოში შემავალი C ვიტამინი კანის უჯრედებს დაჟანგვითი სტრესისგან იცავს. გარემოს ზემოქმედებასა და დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში რომ დაგვეხმაროს, ეს ვიტამინი ორგანიზმში საკვებიდან უნდა მოხვდეს. კრემები ან შრატები საჭირო ეფექტს ყოველთვის არ იძლევა, აი, მჟავე კომბოსტოთი შეიძლება გამოვიდეს. ვიტამინები K და A, რომლებიც ასევე უხვად არის ამ კერძში, ხელს უწყობს კანის უჯრედების სწრაფად აღდგენას. გიცავთ საშიში დაავადებებისგან მჟავე კომბოსტოში ბევრი ანტიოქსიდანტია, რომელიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. თავისუფალი რადიკალები არასტაბილური მოლეკულებია, რომლებიც იწვევენ ჟანგვით სტრესს და ამით მონაწილეობენ სხვადასხვა პათოლოგიის განვითარებაში, როგორიცაა სიმსივნე ან გულისა და სისხლძარღვების დაავადებები. ფლავონოიდი, ანტიოქსიდანტი, რომელიც კომბოსტოში გვხვდება, სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტს ფლობს, ანუ ავთვისებიანი სიმსივნის რისკის შემცირება შეუძლია. გვეხმარება საჭირო ვიტამინების მიღებაში მჟავე კომბოსტო სასარგებლოა იმით, რომ ვიტამინების და მინერალების მთელ კოქტეილს შეიცავს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ყოველდღიურად სჭირდება. A, C და K ვიტამინების გარდა, კომბოსტო მცირე რაოდენობით შეიცავს: B6 ვიტამინს, B9 ვიტამინს (ფოლიუმის მჟავა), კალიუმს, მაგნიუმს, რკინას და კალციუმს. ყველა ეს ნივთიერება ხელს უწყობს ჯანმრთელობის და კარგი ფორმის შენარჩუნებას. რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ მჟავე კომბოსტო? ექიმები გირჩევენ, ყოველდღე მიირთვათ ფერმენტირებული პროდუქტები. ულუფის ზომა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს: დიდმა ულუფამ მეტეორიზმი შეიძლება გამოიწვიოს. მაგრამ არა მხოლოდ ის. არის რამდენიმე მდგომარეობა, როცა კომბოსტო დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოთ: 1. ალერგია სანელებლებზე, რომელსაც კომბოსტოს დამჟავებისას უმატებენ. 2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებები, როგორიცაა ღია წყლულები. 3. დიეტა მარილის შეზღუდვით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. 4. ანტიკოაგულანტების მიღება, ვინაიდან K ვიტამინს შეუძლია გავლენა მოახდინოს სისხლის შედედებაზე. ასევე დაგაინტერესებთ: 1. თაფლი, ნიორი, ლოცვა, ობი: როგორ ებრძოდნენ ადამიანები მიკრობებს სხვადასხვა დროს 2. ძველი გერმანული რეცეპტი, რომელიც წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინს და აძლიერებს იმუნიტეტს 3. ხამანწკები, კოჭა და კიდევ 6 პროდუქტი, რომელიც ტესტოსტერონის დონეს ზრდის 4. რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მზესუმზირას ხშირად მიირთმევთ 5. რატომ ღირს ანწლის მიღება პანდემიის დროს 6. კეტო დიეტა დაორსულებაში დაგეხმარებათ - უახლესი კვლევა 7. ქიშმიში და წყალი ღვიძლს მხოლოდ 2 დღეში გაწმენდს 8. 10 წონიანი მიზეზი, რატომ უნდა დალიოთ ლუდი ყოველდღე 9. 8 ნიშანი, რომ თქვენი სხეული ვიტამინების დეფიციტზე ყვირის 10. კარტოფილი, ლობიო და კიდევ 7 პროდუქტი, რომლებსაც შეუძლია მოგკლას უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 357 1-ს მოსწონს |