პროფილაქტიკა 8 ნიშანი, რომ თქვენი სხეული ვიტამინების დეფიციტზე ყვირის 2023, 14 თებერვალი, 19:27 ვიტამინების ნაკლებობა სერიოზული საქმეა, მაგრამ როგორ ამოვიცნოთ?
![]() 1. ქერტლი ![]() ქერტლის მიზეზი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი შეიძლება იყოს. თევზის ქონი ან მეტი მცენარეული ზეთი მიირთვით. 2. უსიცოცხლო თმა ![]() ეს B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის ნიშანი შეიძლება იყოს. მისი საუკეთესო წყაროა სატაცური და ისპანახი. არ დახარჯოთ ფული შამპუნებზე, რომლებიც თმის ბზინვარებას გპირდებიან. პრობლემას შიგნიდან გაუმკლავდით. 3. ნაადრევი ჭაღარა თმა ![]() იცით, რომ ჩვენს ორგანიზმს სჭირდება სპილენძი? მისი დეფიციტის დროს თმა დროზე ადრე ჭაღარავდება. სპილენძს შეიცავს ღვიძლი, კაკალი, ფურცლოვანი ბოსტნეული, ბარდა, ლობიო, სოკო. 4. დახეთქილი ტუჩები ![]() თუ ტუჩები ხშირად გისკდებათ, მაგრამ სიცივეში არ გადიხართ და არ იქერცლავთ, ეს B12 ვიტამინის დეფიციტის ნიშანია. მიირთვით მეტი ფრინველი, კვერცხი, თევზი, რძე და ხაჭო. 5. მოშვებული კანი ![]() კანის ელასტიურობის გასაზრდელად და კანის დაბერების თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ E ვიტამინი. ის გვხვდება ნუშის, ზეითუნის და სიმინდის ზეთებში. 6. მუდმივი დაღლილობის შეგრძნება ![]() თუ მუდმივად გრძნობთ დაღლილობას იმის მიუხედავად, საკმარისად გძინავთ თუ არა, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ გჭირდებათ მეტი D ვიტამინი. სხვათა შორის, ეს ვიტამინი ზამთარში განსაკუთრებით გვაკლია. ამ ვიტამინის დოზის მისაღებად გაისეირნეთ მზეზე ან მიირთვით მეტი რძის პროდუქტი – ყველი, კარაქი, ხაჭო. 7. სისხლჩაქცევები სხეულზე ![]() C ვიტამინის დეფიციტის დროს სისხლძარღვების მტვრევადობა იზრდება. ასე კანი ადვილად ჩაგილურჯდებათ. C ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს კივი, ფორთოხალი, ყვავილოვანი კომბოსტო და ა.შ. 8. განავლის პრობლემები (ყაბზობა) ![]() ხშირად ამის მიზეზია უჯრედისის ნაკლებობა. დილით შვრიის ფაფა ახალი ვაშლით მიირთვით, პრობლემას მოგიგვარებთ. უჯრედისით მდიდარია ქატო, სელის თესლი და პარკოსნები (ოსპი, წიწილა, ლობიო და ა.შ.). ასევე დაგაინტერესებთ: 1. "მუდმივად ვიღლებოდი და წონაში ვერ ვიკლებდი, დიეტოლოგი მაშინვე მიხვდა - ეს თუთიის დეფიციტია" 2. D ვიტამინს ორგანიზმი ვერ ითვისებს მინერალის გარეშე, რომელიც თითქმის ყველას აკლია 3. ინსტრუქცია: დღის რომელ მონაკვეთში უნდა დალიოთ ვიტამინები 4. ყავამ შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა, წამლებმა კი კუჭის პრობლემები. რისი გაკეთება არ ღირს უზმოზე 5. ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი 6. მელატონინი - ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზი. როგორ გავზარდოთ მისი დონე 209 შეფასება არ არის |