x
image
Yoona
Mediator image
კეტო დიეტა დაორსულებაში დაგეხმარებათ - უახლესი კვლევა
მალაიზიელმა ექსპერტებმა ცოტა ხნის წინ ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ კეტო დიეტა ზრდის დაორსულების ალბათობას ქალებში, რომელთაც პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი აქვთ. მეცნიერული აღმოჩენის შედეგები გამოქვეყნდა ენდოკრინული საზოგადოების გამოცემაში. როგორ მოქმედებს კეტოგენური დიეტა ნაყოფიერებაზე? რას ამბობენ მეცნიერები ამის შესახებ?


კვლევა

image

ექსპერიმენტში 170 პაციენტმა მიიღო მონაწილეობა. ყველა ქალს ჩაუტარდა ანალიზები სასქესო ჰორმონებზე, მათ შორის ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონზე, ტესტოსტერონსა და პროგესტერონზე, რაც გავლენას ახდენს ჩასახვაზე.


კეტო დიეტის დაცვით თვენახევრის შემდეგ, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომით დაავადებულ ქალებს ტესტოსტერონის კონცენტრაციის შემცირება აღენიშნათ. ამ ნივთიერების და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის დონის შემცირება ზრდის ოვულაციისა და ჩასახვის შანსს.


კეტოგენური დიეტა ნორმალური ოვულაციისთვის


წონა და ჰორმონების რეგულირება არის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ფიზიოლოგიურ პროცესს და ახდენენ საკვერცხეების მდგომარეობისა და ფუნქციის ნორმალიზებას.


ადრე ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, კეტოგენური დიეტა, რომელიც აკორექტირებს სხეულის წონას, შეიძლება დაეხმაროს გოგონებს, რომელთაც ოვულაციის პრობლემები აქვთ.


უსაფრთხოების ზომები

image

კეტო დიეტა არის მაღალცხიმიანი კვების სისტემა პროტეინების ზომიერი რაოდენობით და ნახშირწყლების თითქმის სრული გამორიცხვით. დიეტა ზედმეტი კილოგრამების სწრაფად დაკლებას ხელს უწყობს. თუმცა ასეთი რაციონი ორგანიზმს კეტოზის მდგომარეობაში აყენებს, რაც, რა თქმა უნდა, არასასურველია ჩასახვის ეტაპზე და ორსულობის დროს.


ორსულობის დროს თქვენ უნდა მიირთვათ მთელი პროდუქტები, რომელიც შეიცავს საკმარის საკვებ ნივთიერებებს. არ არის მიზანშეწონილი კალორიების შეზღუდვა. ნახშირწყლების რაოდენობის მკვეთრი შემცირება და ცხიმის მომატებული მიღება იწვევს იმ საკვები ნივთიერებების დეფიციტს, რომლებიც ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია.


კეტო დიეტის დროს ნახშირწყლების რაოდენობის შემცირება გეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში და ჰორმონების ბალანსის ნორმალიზებაში. თუმცა, ასეთი შეზღუდვა ჩასახვის წინა პერიოდში ყოველთვის სასარგებლო არაა. ამ დროს უმჯობესია კეტოგენური დიეტიდან სხვა კვების სისტემაზე გადასვლა.


image

მაგალითად, დაიცავით ჰოლანდიური ან ხმელთაშუა ზღვის დიეტა. ეს კვების სისტემები მოიცავს ხილის, ბოსტნეულის, თევზის, ხორცის, ჯანსაღი ცხიმების, მთელი მარცვლეულის პურის და მარცვლეულის რეგულარულ მიღებას. ნახშირწყლების გლუკოზა მზარდი ორგანიზმის განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებების მთავარი წყაროა. ქალმა, რომელიც დედობას აპირებს, ეს უნდა გაითვალისწინოს.


კეტო დიეტას შეუძლია გაზარდოს დაორსულების შანსი და ხელი შეუწყობს ჰორმონების დაბალანსებას, მაგრამ იმ პირობით, რომ სიფრთხილით გამოიყენება.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. დიეტოლოგის რჩევები - სწორი მენიუ მომავალი დედებისთვის

2. 20 საიდუმლო, რომლის შესახებ არც ერთი გინეკოლოგი არ გიამბობთ

3. რა უნდა მიირთვან ქალებმა 30, 40, 50, 60 წლის ასაკში?

4. ადამიანების 4 ჯგუფი, რომლებისთვისაც კოჭის მიღება კატეგორიულად აკრძალულია

5. ინტიმური ჰიგიენა: 7 რამ რისი გაკეთებაც არ შეიძლება

6. იდეალური ფორმულა! ეს სასმელი ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

7. 60 დღის განმავლობაში 1 კოვზი ამ საშუალების დალევა 8 დაავადებას მოგაშორებთ, ასევე შაქრის დონეს დაარეგულირებს

8. 14 ყველაზე სულელური შეკითხვა, რომელსაც პაციენტები ექიმებს უსვამენ

9. რა არის კომბუჩა და როგორ მოვამზადოთ. მისი მიღება რეკომენდებულია

10. ანტიოქსიდანტური სასმელი: PH დონეს არეგულირებს და ნაადრევ დაბერებას აფერხებს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
35