სხვა ინტიმური ჰიგიენა: 7 რამ რისი გაკეთებაც არ შეიძლება 2018, 20 ოქტომბერი, 20:31
ინტიმური ზონის გადაჭარბებული სისუფთავე შეიძლება მავნე იყოს, რადგან ეს ბაქტერიულ ფლორაში ჩარევას წარმოადგენს. სუნი, რომელიც საშოდან მოდის, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა.
საშო - ძალიან მგრძნობიარე ორგანო არია, ეკოლოგიური გარემოს ცვლილებებს და ბაქტერიებს დისბალანსს მგრძნობიარედ აღიქვამს. რასაკვირველია, თქვენთვის ცნობილია ზოგიერთი ფაქტორი, რომლებიც ქალის სხეულის ამ ნაწილს ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. მაგ., არასაკმარისი ჰიგიენა, ძალიან მჭიდრო და მოჭერილი ტანსაცმელი, დაუცველი სექსი და ა.შ.
თუმცა, ბევრი ქალი, მათ შორის ისინი, ვინც საკუთარ თავზე ზრუნავენ და ინტიმური ზონის სისუფთავეზე განსაკუთრებულად ნერვიულობენ, შეცდომას უშვებს.
დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რისი გაკეთებაც არასდროს არ შეიძლება, როცა სასქესო ორგანოზე ზრუნავთ. ყოველდღე ჰიგიენური საფენების გამოყენება საფენები შექმნეს იმისთვის, რომ მენსტრუაციის დროს საშოდან გამოსული ჭარბი სითხე შეიწოვოს. ახლა კი გავრცელებულია უფრო თხელი საფენები ყოველდღიური მოხმარებისთვის. მაგრამ ამ საშუალების ყოველდღიურმა მოხმარებამ შეიძლება ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიაყენოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ინტიმური ზონა ძლიერად ხურდება და ტენიანობის საფრთხის ქვეშ არის. შედეგად, საშო ბაქტერიების გასავრცელებლად შესანიშნავი ადგილია. ეს, თავის მხრივ, ვაგინალური ინფექციის წარმოქმნას და გამონადენის რაოდენობის ზრდას ხელს უწყობს. თუ თქვენ მათ სიაში ხართ, ვინც ყოველდღიურ საფენებს იყენებს, მისი იშვიათად გამოყენება სცადეთ ან ხშირად გამოიცვალეთ. იდეალური იქნება თუ ყოველ 4 საათში გამოიცვლით. ცდილობთ ბუნებრივი სუნის გაქრობას ჩვენ ინტიმურ ზონას თავისი დამახასიათებელი სუნი აქვს და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ეს სუნი ძალიან ძლიერია ან ძალიან უსიამოვნოა (ამის გამო უხერხულობას გრძნობთ). მაგრამ რა იქნება თუ ტესტს ჩაატარებთ და პარტნიორს აზრს ჰკითხავთ? საშო დახურული ორგანოა, ცხელი და ტენიანი, ამიტომ ბუნებრივია რომ მას სუნი ექნება. ნერვიულობა ღირს იმ შემთხვევაში, თუ: · სუნი ჩვეულებრივზე უფრო მძაფრია · სუნს ქავილი ახლავს · უჩვეულო გამონადენი გაქვთ სხვა დანარჩენ შემთხვევაში სუნზე ნერვიულობა არ ღირს და მისი მოშორება ან შენიღბვა არ ღირს. წასასმელად ნებისმიერი რამის გამოყენება ვაზელინი და სხვა ზეთოვანი პროდუქტი შეიძლება ინფექციის განვითარების მიზეზი გახდეს. თუ თქვენ დამატებით მალამოს წასმა გჭირდებათ, ეს უნდა იყოს მაღალი ხარისხის ნეიტრალური ph დონის მალამო. თუ თქვენ თანაშემწე საშუალებებს (კარაქის ან მცენარეული ზეთის, რომელიც კულინარიული მიზნისთვის არის განკუთვნილი) იყენებთ, არაფერ კარგს არ ელოდოთ. ასე მჟავა-ტუტე ბალანსის დარღვევის და დამწვრობის წარმოქმნის დიდი რისკია. უცხო ნივთები და პროდუქტები, რომლებიც ამ მიზნისთვის განკუთვნილი არაა, საშოს არ გააკაროთ. ვაგინალური შხაპი გასაგებია, რომ ყველა ადამიანი ცდილობს სხეული სუფთად ჰქონდეს და უსიამოვნო სუნი მოიშოროს, მაგრამ ინტიმური ზონის გადაჭარბებული ჰიგიენა არანაირ სარგებელს არ მოგიტანთ. ზოგიერთი ქალი ინტიმური ზონის გასაწმენდად ვაგინალურ შხაპს იყენებს, თუმცა ეს საერთოდ არაა საჭირო. უფრო მეტიც, ეს შეიძლება საშიში იყოს, რადგან ბაქტერიულ დისბალანსს იწვევს. ზოგიერთი გინეკოლოგი მიიჩნევს, რომ ვაგინალური შხაპი მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადების, ასევე ბაქტერიული ვაგინოზის მიზეზი შეიძლება იყოს. ორთქლის ზემოქმედება დღეს სიტყვით „სპა“ ვერავის გააკვირვებთ. ეს მოდური ტენდენცია გახდა, მაგრამ ყველაფერი ასე კარგია? არსებობს სპა-პროცედურის ტიპი, როცა კლიენტი სპეციალურ სავარძელში საცვლების გარეშე ჯდება, საიდანაც ორთქლი გამოდის, რომელიც პირდაპირ საშოში ხვდება. ნებისმიერი ცხელი პროცედურა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას შეიძლება დამწვრობა და გაღიზიანება მოყვეს. დარწმუნებით შეიძლება ერთი რამ ითქვას: ამ პროცედურას არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ აქვს. სექსუალური ურთიერთობა არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ თუ თქვენ რეგულარული პარტნიორი არ გყავთ, მაშინ სჯობს სექსუალური ურთიერთობის დროს პრეზერვატივი გამოიყენოთ. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა როლური თამაშები, სადაც წყვილი დიდ ფანტაზიას იჩენს. შოკოლადის სიროფის, ნაღების კრემის და სხვა პროდუქტის გამოყენება რეკომენდებული არაა, თუ ისინი საშოში „შიგნით“ ხვდება. ნებისმიერმა პროდუქტმა, რომელიც შაქარს შეიცავს, შეიძლება ბაქტერიული ფლორის, საფუარის პროპორციის ცვლილება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ ინფექციას იწვევს. ამ ნივთიერებებმა შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. თუ რამე ახალი გინდათ რომ სცადოთ და სექსუალური ცხოვრება მრავალფეროვანი გახადოთ, სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილი საშუალებები გამოიყენეთ. ტუალეტში გასვლა ქალის ჰიგიენა გულისხმობს ინტიმური ზონის მშრალად შენახვას, ამიტომ ტუალეტის შემდეგ ყოველთვის ტუალეტის ქაღალდს ვიყენებთ (შარდზე გასვლის დროსაც კი). თუმცა თუ ამას არასწორად გავაკეთებთ, შეიძლება ინფექცია მივიღოთ. ანუსი და საშო ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაქტერია შეიძლება ადვილად გადაადგილდეს. ხოლო საშოს ლორწოვანი გარსი მსგავსი დაბინძურების მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა. სწორად გასაწმენდად საშოდან ანუსისკენ, ანუ წინიდან უკან მიმართულება აირჩიეთ. საშოს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ საშოს კანი ძალიან თხელი და მგრძნობიარეა, ამიტომ ერთი შეხედვით უვნებელმა ნივთმა შეიძლება ინფექცია, დამწვრობა ან გაღიზიანება გამოიწვიოს. არსებობს ჩვევები, რომელთაც ჩვეულებრივ ბავშვობიდან ვიძენთ და მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგვყვება. მიუხედავად ამისა, არსებობს რაღაც, რაც არასდროს არ უნდა გავაკეთოთ თუ არასასიამოვნო სიტუაციის თავიდან აცილება გვსურს. თუ ამ მარტივ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, შეძლებთ ვაგინალური მიკროფლორის დისბალანსის თავიდან აცილებას და ასე ჯანმრთელობის შენარჩუნებას. 5041 3-ს მოსწონს
|