ორსულობა და ბავშვი დიეტოლოგის რჩევები - სწორი მენიუ მომავალი დედებისთვის 2019, 28 ივნისი, 19:38 ორსულობა შესანიშნავი მიზეზია, რომ ცხოვრების წესსა და კვების სისტემაზე დაფიქრდეთ. ახლა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ბავშვის ჯანმრთელობაზეც პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული.
უამრავი, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება არსებობს, თუ ორსულობის პერიოდში რომელი პროდუქტების მიღება შეიძლება და რომლის არა.
გთავაზობთ საუკეთესო დიეტოლოგების რეკომენდაციებს, რომლებიც მთელი ორსულობის პერიოდში დაბალანსებული და რაციონალური კვების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
1. თქვენს სხეულს მოუსმინეთ სხვადასხვა სახის შეზღუდვების დაწესებამდე, საკუთარ თავს, ორგანიზმსა და სურვილებს მოუსმინეთ. თუ დიდი ხნის განმავლობაში ვეგეტარიანელი იყავით, ახლა კი ხორცი გსურთ, მცირე ნაჭერი მიირთვით. თქვენი პრინციპები და ჯანმრთელობა ამით არ დაზარალდება. კვება დაბალანსებული და მაქსიმალურად მრავალფეროვანი უნდა იყოს. თუ ქალი ორსულობის პერიოდში ნორმალურად იკვებება, სინთეტიკური ვიტამინების დოზის გაზრდა აუცილებელი არაა, რომლებმაც შეიძლება ქალის ჯანმრთელობას რიგი ზიანი მიაყენონ. 2. პორციების ზომა ერთ-ერთი მცდარი მოსაზრების თანახმად, ორსულობის დროს ორის ნაცვლად მიირთმევთ და ამიტომ შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჭამოთ. მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ მიღებული საკვების ხარისხი, რადგან მისგან ბავშვის ორგანიზმის მთელ სისტემაში მშენებელი ცილები ფორმირდება. ორმაგი პორციის ჭამა არ ღირს იმის ფიქრით, რომ ორმაგ სარგებელს მიიღებთ. დაბალანსებული კვების დროს ორგანიზმი პროდუქტების ჩვეულებრივი რაოდენობიდან საკმარის სარგებელს იღებს. 3. საკამათო საკითხები ზოგიერთი დიეტოლოგი რძისგან თავის შეკავებას გირჩევთ, ზოგი კი რაციონიდან კვერცხისა და თევზის გამორიცხვის რეკომენდაციას იძლევა. სიმართლე სადღაც შუაშია: ნედლი რძე ნამდვილად საზიანოა, რადგან მასში მავნე ბაქტერიები სწრაფად ვრცელდება, მაგრამ თუ რძე გსურთ, სტერილური რძე შეიძინეთ და მიირთვით. იგივე ეხება თევზს და კვერცხს. ორსულებისთვის მათი ნედლი სახით მიღება რეკომენდებული არაა, მაგრამ ამ პროდუქტების მომზადების უამრავი მეთოდი არსებობს, რაც მათ უსაფრთხოს და სასარგებლოს ხდის. 4. აკრძალული პროდუქტები რეკომენდებულია ორსულობის პერიოდში სუშის მიღება სრულად აკრძალოთ, რადგან პარაზიტებით დაინფიცირების მაღალი რისკი არსებობს. სჯობს გაზიანი სასმელების, კოფეინის, თეთრი ფქვილის, ნახევარფაბრიკატების და სწრაფი კვების პროდუქტების მიღება სრულად გამორიცხოთ. თუმცა, ზედმეტად თავის შეზღუდვა არ ღირს. თუ ერთი ჭიქა ყავის დალევა გსურთ, დალიეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სჯობს ჭამის შემდეგ და მცირე რაოდენობით რძის დამატებით დალიოთ. 5. ფოლიუმის მჟავა ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავის შემცველი პროდუქტების მიღებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. ეს მუქი ფერის მწვანილი და ისპანახი, ციტრუსი, ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო, ავოკადო და სხვადასხვა სახის პარკოსანი პროდუქტია. სჯობს ფოლიუმის მჟავა ამ პროდუქტებიდან მიიღოთ და არა დანამატის სახით. ასევე დაგაინტერესებთ: გასაოცარი რამ მოხდება, როგორც კი ცივი სასმელების დალევას შეწყვეტთ თუ ღამე ამ დროს გეღვიძებათ, შეიძლება პრობლემები გქონდეთ, ეს სერიოზულია! ინტიმური ჰიგიენა: 7 რამ რისი გაკეთებაც არ შეიძლება ადამიანების 4 ჯგუფი, რომლებისთვისაც კოჭის მიღება კატეგორიულად აკრძალულია ინფარქტის 5 ნიშანი ქალებში: რომელი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება?! კვების ცხრილი: ორგანიზმი თავად მიგანიშნებთ, თუ რა აკლია რომელ საათზე უნდა დაწვეთ, რომ დილით თავი მხნედ იგრძნოთ
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
35 შეფასება არ არის |