ქალი ინფარქტის 5 ნიშანი ქალებში: რომელი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება?! 2018, 26 ოქტომბერი, 20:05
რა მოგივათ თავში პირველ რიგში, როცა გულისრევის შეგრძნებით გეღვიძებათ? სავარაუდოდ, მანამდე რაღაც ცუდი მიირთვით. ღებინება? დიახ, ეს ხომ ბანალური მოწამვლა არის. სამწუხაროდ, მსგავსი კატეგორიულობა ყოველთვის კარგ შედეგს არ იძლევა. ალბათ უმეტესობა თქვენგანი გაოცდება იმ ფაქტით, რომ გულისრევა და ღებინება შეიძლება ინფარქტის წინა ნიშნები იყოს. თუ სამედიცინო დახმარებას დროულად არ მივმართავთ, შეიძლება ჩვენ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
ჯანმრთელობის საკითხებში ქარაფშუტობა საუკეთესო მრჩეველი არ არის. ეს თითქმის ყველამ იცის, მაგრამ ბევრ სიმპტომს მაინც უგულებელყოფენ, რომელთა არ შემჩნევა არ შეიძლება. ქალების ინფარქტი - ძალიან დელიკატური საკითხია! შეიძლება რაღაც ნამდვილად საშინელი ვერ იგრძნოთ, რის გამოც ექიმთან ვიზიტი სასაცილოდ მიგაჩნდეთ. თუმცა, შესაძლოა, თქვენმა ქცევამ თქვენი დღეები შეამციროს. სავსებით შესაძლებელია, რომ თუ ახლობელი პროფილაქტიკის მიზნით სამედიცინო შემოწმებას დაგიჩემებთ, თქვენ კორონალური და ცენტრალური არტერიები გადაკეტილი გქონდეთ. დროული ოპერაცია თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ყოველთვის? როგორ ავირიდოთ თავიდან შეუქცევადი შედეგი? რომელი ნიშნების უგულებელყოფა არ შეიძლება? ამის შესახებ დღეს სტატიაში გიამბობთ. ჩვეულებრივ, ქალებში ინფარქტის წინა მდგომარეობა ძალიან შეუმჩნევლად მიმდინარეობს, სიმპტომები მკვეთრად გამოხატული არაა. სწორედ ამიტომ ქალების სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი - ინფარქტია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ქალების ნახევარზე მეტი ინფარქტით იღუპება და ამასთან ინფარქტის წინ მისი ნიშნები არ აქვს. რა თქმა უნდა, სიმპტომები იყო, მაგრამ ისინი სახიფათოდ არავის ჩაუთვლია. მთავარი ნიშანი არის მტკივნეული შეგრძნება ხელსა და გულში. თუმცა ქალების უმეტესობა მას გამოკვეთილად ვერ გრძნობს. სწორედ ამიტომ სიმპტომები კარგად უნდა შეისწავლოთ, რომლებიც არაპირდაპირ ნიშნებს წარმოადგენენ. გთავაზობთ ყურადღება 5 მთავარ სიმპტომს მიაქციოთ, რომლებიც საშუალებას მოგცემთ პრობლემა დროულად აღმოაჩინოთ. 1.უსიამოვნო შეგრძნება ნიკაპიდან ჭიპამდე თუ ნიკაპიდან ჭიპამდე არეში ნებისმიერ მკვეთრად უსიამოვნო, უცნაურ შეგრძნებას განიცდით. ზოგჯერ შეიძლება ვერც გააცნობიეროთ, თუ რა ხდება. თუმცა შეგრძნება „რომ რაღაც რიგზე არაა“ - ჯანმრთელობაზე ყურადღების მიქცევის საბაბია. 2.კბილის ტკივილი თუ კბილის ტკივილი გაწუხებთ, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ვერ აყუჩებს, ექიმთან გაიქეცით! ან სტომატოლოგთან! სწორედ სტომატოლოგს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ტკივილის მიზეზი კბილი არაა და კარდიოლოგთან გაგიშვათ. იგივე შეიძლება ითქვას ზურგის უმიზეზო ტკივილზე. 3.დისკომფორტი ტკივილი ერთადერთი შემაშფოთებელი ნიშანი არ არის. ნებისმიერი დისკომფორტი გულმკერდის არეში კარდიოგრამის გადაღების საბაბია. 4.კუჭის პრობლემები ეს სიმპტომი, სამწუხაროდ, ხშირად გულთან არაა დაკავშირებული. დისპესია ან კუჭის სხვა პრობლემა შეიძლება გულის პრობლემაზე მიუთითებდეს. გულისრევა და ღებინება, თავბრუსხვევა - ექიმთან ვიზიტის საბაბია. 5.დაღლილობა თუ მუდმივი დაღლილობა და გახშირებული სუნთქვა გაწუხებთ - დროა კარდიოგრამა გადაიღოთ. ეს ნაკლებად შესამჩნევი ნიშანი არ გამოგრჩეთ! თუ ინფარქტის ნიშნებზე ეჭვი გეპარებათ, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ და უთხარით, რომ ეჭვი ინფარქტზე გაქვთ. საავადმყოფოში მოხვედრისას კარდიოგრამის გადაღება მოითხოვეთ. უმჯობესია თუ თავს დაიზღვევთ! ადამიანი ისე არის მოწყობილი, რომ თავის დაზღვევის შემთხვევაშიც შესაძლებელია, ინფარქტი განვითარდეს. შეიძლება ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ, არ მოსწიოთ, სწრაფი კვების პროდუქტებს გვერდი აუაროთ, მაგრამ ინფარქტი გვერდს არ აგივლით. სამედიცინო დახმარებას დროულად მიმართეთ და ყოველთვის ჯანმრთელი იყავით! 2130 შეფასება არ არის |
.......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com