x
image
Yoona
Mediator image
სახიფათო ახალი ტრენდი TikTok–დან: ქალები საკუთარ ვაგინალურ გამონადენს სუნამოდ იყენებენ
ექიმები აფრთხილებენ ქალებს, რომ TikTok–ის ახალ ტრენდს თავი აარიდონ. ახალი ტრენდის მიხედვით, მარტოხელა ქალები საკუთარ ვაგინალურ გამონადენს სუნამოდ იყენებენ.


image

Vabbing გამონადენის ყურებსა და ყელზე წასმას გულისხმობს. ამერიკელი ტიკტოკერის მენდი ლის წყალობით პოპულარული გახდა. მის ვიდეოს უკვე 1, 5 მილიონი ნახვა აქვს.


ამ ტრენდის მომხრეები ირწმუნებიან, რომ Vabbing საკუთარი ფერომონების გავრცელების ხარჯზე მამაკაცების მოზიდვის შანსებს ზრდის. ფერომონი – ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ზოგიერთი ცხოველის ორგანიზმი მეწყვილის მოსაზიდად გამოიმუშავებს.



image

ექიმები აცხადებენ, რომ მცირე მტკიცებულება არსებობს, რომ ეს ადამიანებშიც ასე მუშაობს. ისინი გვაფრთხილებენ, რომ ამ ტენდენციას ვაგინალური ინფექციების, მათ შორის რძიანას სახით სერიოზული რისკები შეიძლება ახდეს.


ლონდონელი კერძო გინეკოლოგი, პარასკევა დიმიტრიადი Dailymail–თან საუბარში აცხადებს, რომ ამას ფერტილურობის პრობლემები შეიძლება მოყვეს.


image

ექიმის თქმით, ქალის თითებზე არსებულმა ბაქტერიებმა შეიძლება მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება გამოიწვიოს. ამ დროს საშვილოსნოს ყელიდან ზემოთ მდებარე ორგანოებში ბაქტერიები ვრცელდება.


ამან შეიძლება ფალოს მილებზე ნაწიბურების გაჩენა გამოიწვიოს, განაყოფიერებული კვერცხუჯრედების საშვილოსნომდე მისვლა გაართულოს.


Vabbing – სიტყვების „ვაგინა“ და „გამოწმენდის“ კომბინაცია, რომელიც პირველად ივნისში TikTok–ის ჰეშტეგის სახით გამოიყენეს.


დღემდე ამ ფრაზის შემცველი ვიდეო მილიონობით ნახვას აგროვებს.


image

ექიმი დიმიტრიადი ქირურგიის ცენტრიდან (კერძო კოსმეტიკური ქირურგიის კომპანია პადინგტონში) ამბობს, რომ თავად აქტი სრულიად უსაფრთხო არაა.


„თუ გამონადენის შესაგროვებლად ბინძურ თითებს გამოიყენებთ, არა მხოლოდ საშოს ქსოვილებს პოტენციურად დააზიანებთ, არამედ გაავრცელებთ ინფექციას, რომელსაც რაღაც სერიოზული, მაგალითად, მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს“ – ამბობს ექიმი.


„ბინძურმა თითებმა ბაქტერიული ვაგინოზი ან რძიანაც შეიძლება გამოიწვიოს“.


„თუ თქვენ ბაქტერიოული ვაგინოზი ან რძიანა გაქვთ, თქვენს გამონადენს შეიძლება უსიამოვნო სუნი ჰქონდეს და პარტნიორის მოზიდვაში ვერ დაგეხმარებათ“.


image

ვაიბინგი 2019 წელს შენ ბუდრამ, სექს ექსპერტმა და მწერალმა, გამოიგონა. ის ამტკიცებს, რომ უკვე ათ წელზე მეტია ამ მეთოდს მამაკაცების მოსაზიდად იყენებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ინტიმური ჰიგიენა: 7 რამ რისი გაკეთებაც არ შეიძლება

2. 21 პატარა დეტალი, რომელიც ქალს მიმზიდველს ხდის

3. დაივიწყეთ კომპლექსები! 3 ქალური „ნაკლი“, რომლებიც მამაკაცებს ჭკუიდან გადაჰყავს

4. მამაკაცის 21 წესი ქალებისთვის

5. ალფა ქალის 5 მაგალითი, რომლებზე ყველა მამაკაცი ოცნებობს

6. 5 ნიშანი, რომ თქვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება




0
382
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
382