x
image
Yoona
Mediator image
8 პროდუქტი, რომლებიც არ უნდა მიიართვათ, თუ გაციებული ხართ
მიირთვა ქათმის ბულიონი, როცა მაღალი ტემპერატურა და სურდო გაქვთ, კარგი იდეაა, მაგრამ როგორც ზოგიერთი პროდუქტი გეხმარებათ სწრაფად გამოჯანმრთელებაში, ასევე არის პროდუქტი, რომელსაც საპირისპირო ეფექტი აქვს.



რაც ყველაზე საწყენია, თითქმის ყველა შეუმჩნეველია. გიამბობთ, რას უნდა აარიდოთ თავი გაციების დროს.



image


უმჯობესია, ეს პროდუქტები მიირთვათ, როცა გამოჯანმრთელდებით.


კანფეტები


image

საიდუმლო არაა, რომ კანფეტი სავსეა შაქრით, რომელსაც უნდა მოერიდოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავად ხართ. საქმე იმაშია, რომ შაქარი იწვევს ანთებას, რაც ამცირებს იმუნიტეტს, ასუსტებს ლეიკოციტებს (სისხლის თეთრი უჯრედები), რომელიც ინფექციებს ებრძვის.



რძე

image

რძის პროდუქტებს შეუძლიათ ლორწოს დროებით გასქელება, რის გამოც მავნე ალერგენები ორგანიზმში დიდხანს რჩება. მთელი რძეც ნახველის გამომუშავებას ხელს უწყობს. როცა ადამიანი ჯანმრთელია, ეს კარგია და სასარგებლო, რადგან დამცავი ბარიერის როლს ასრულებს. თუმცა ავადმყოფობის დროს ორგანიზმში ამ ლორწოს გამომუშავება იზრდება და რძე მხოლოდ ზიანს აყენებს.



ნაყინი

image

არ მიირთვათ ნაყინი, თუ ყელის ტკივილის შემცირება გსურთ. ასე გამოჯანმრთელებას გადაავადებთ. ნაყინის უმეტესი სახეობები მდიდარია ნაჯერი ცხიმებით, რომლებიც ანთებას იწვევენ. გარდა ამისა, ამ ცივ დესერტში ბევრი შაქარია – კიდევ ერთი ინგრედიენტი, რომელიც ანთებას აძლიერებს.



ყავა

image

ყავას არა მხოლოდ გამამხნევებელი ეფექტი აქვს, ორგანიზმს აუწყლოებს, რაც გაციების დროს კუნთების ტკივილს ამწვავებს. იმუნური სისტემა მეტ–ნაკლებად ეფექტურად მუშაობს, როცა სხეული კარგად დატენიანებულია. კოფეინი შარდმდენი საშუალებაა, ამიტომ ფინჯანი ცხელი სასმელი გაციების დროს უმჯობესია გამოტოვოთ.



ჩილის წიწაკა

image

ჩილის წიწაკაში შემავალი კაპსაიცინი ცხვირის ღრუს აღიზიანებს, ლორწოს გამომუშავებას იწვევს, ამიტომ თუ სურდოს ერთ–ერთი სიმპტომი სისველეა, ამ ცხარე პროდუქტზე დროებით უარი თქვით.



სპირტიანი სასმელები

image

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, არაყი და წიწაკა (როგორც ნებისმიერი ალკოჰოლი) გამოჯანმრთელებას არ აჩქარებს, პირიქით, ანელებს. სპირტიანი სასმლის ზემოქმედება – სტრესის ფაქტორი, რომელიც ასუსტებს ორგანიზმს, რომელიც ინფექციებთან ბრძოლას ცდილობს.



ბანანი

image

ბანანი ძალიან ჯანსაღი პროდუქტია, მაგრამ უმჯობესია გაციებისას მის მირთმევას მოერიდოთ, რადგან შეუძლია გამოიწვიოს ჰისტამინის გამოყოფა, რომელიც სისველეს აძლიერებს. ბანანში ბევრი შაქარია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანთება და დაასუსტოს იმუნური სისტემის რეაქცია დაავადებებზე.



მაკარონი

image

რაფინირებულ ნახშირწყლებს შეუძლია გაზარდოს ანთება და გააუარესოს იმუნური სისტემის უნარი შეეწინააღმდეგოს სურდოს. ავადმყოფობის დროს პასტა მენიუდან ამოიღეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. მჟავე კომბოსტო – რა სარგებელი აქვს და რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ

2. თაფლი, ნიორი, ლოცვა, ობი: როგორ ებრძოდნენ ადამიანები მიკრობებს სხვადასხვა დროს

3. კარტოფილი, ლობიო და კიდევ 7 პროდუქტი, რომლებსაც შეუძლია მოგკლას

4. 4 სახიფათო მედიკამენტი, რომლებიც შეიძლება ექიმმა დაგინიშნოთ

5. რატომ გვირჩევენ ექიმები წინდებში ძილს – 5 მნიშვნელოვანი მიზეზი

6. რატომ ღირს ანწლის მიღება პანდემიის დროს

7. რომელი თერმომეტრია უკეთესი: ვერცხლისწყლის, ელექტრონული თუ ინფრაწითელი

8. როდის შეიძლება და როდის არის აკრძალული ანტიბიოტიკის მიღება

9. რძის პროდუქტები და ანტიბიოტიკები: საჭმლის და წამლის სახიფათო კომბინაციები

10. ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
166
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
166