x
image
Yoona
Mediator image
რძის პროდუქტები და ანტიბიოტიკები: საჭმლის და წამლის სახიფათო კომბინაციები
თანამედროვე ცხოვრებაში სულ უფრო ხშირად ვსვამთ წამლებს, რომ სხვადასხვა დაავადებას და ჯანმრთელობის პრობლემას გავუმკლავდეთ. ბევრი არ უფიქრდება, რომ ზოგიერთი წამლის და საჭმლის კომბინაცია სახიფათო და ორგანიზმისთვის საზიანო შეიძლება იყოს.

image

ლაიმი და ხველის წამალი


ალბათ, გსმენიათ, რომ გრეიფრუტის წვენის დალევა არ შეიძლება, როცა იღებთ სტატინებს, ქოლესტერინის დამწევ საშუალებას. ექიმები გაფრთხილებთ, რომ ლაიმსა და თურინჯს შეუძლია დაბლოკოს ფერმენტი, რომელიც სტატინებს და სხვა წამლებს, მათ შორის ხველის წამლებს შლის. ვინაიდან შემდეგ წამალი სისხლში ხვდება, გვერდითი ეფექტების რისკი იზრდება.


image

დექსტრომეტორფანის შემთხვევაში გვერდითი ეფექტებია ჰალუცინაციები და ძილიანობა. სტატინების შემთხვევაში კუნთები სერიოზულად შეიძლება დაზიანდეს. ხილით გამოწვეული ეფექტები 1–2 დღე გრძელდება, ამიტომ მისი მირთმევისას ამ წამლების მიღებას მოერიდეთ.

image

რძის პროდუქტები და ანტიბიოტიკები


ზოგიერთი ანტიბიოტიკი კონფლიქტში შედის კალციუმთან, რკინასთან და სხვა მინერალთან, რომელსაც რძის პროდუქტები შეიცავს. ეს ანტიბიოტიკის ათვისებას ანელებს, ანუ ინფექციებთან ბრძოლის მის უნარზე გავლენას ახდენს.

image

როცა ინფექციის საწინააღმდეგოდ ანტიბიოტიკს გამოგიწერენ, ექიმს ჰკითხეთ, ხომ არ მიეკუთვნება წამალი ტეტრაციკლინის კლასს. დადებითი პასუხის შემთხვევაში წამლის მიღებამდე 2 საათით ადრე უარი თქვით რძეზე, იოგურტზე და ყველზე.


ფარმაცევტს ჰკითხეთ, როდის სჯობს მულტივიტამინების და მინერალების მიღება, რომელთაც ისეთივე ეფექტი შეიძლება ჰქონდეთ როგორც ანტიბიოტიკებს და რძის პროდუქტებს.

image

შებოლილი და ანტიდეპრესანტი


მნიშვნელოვანია გაარკვიოთ, მიეკუთვნება თუ არა თქვენი ანტიდეპრესანტი მონოამინების კლასს, რომელიც ტირამინის ამინომჟავით მდიდარ პროდუქტებთან კომბინაციაში არტერიული წნევის სწრაფად ზრდას იწვევს. ანტიდეპრესანტის მიღებისას აკრძალულ პროდუქტებში შედის შებოლილი ორაგული, წითელი ღვინო, ჰოთ–დოგი, დაძველებული ყველი, სოიოს სოუსი და ლუდი.

image

შოკოლადი და რიტალინი


კოფეინის გარდა შოკოლადი ე.წ. თეობრომინს შეიცავს. სწორედ ამიტომ, შოკოლადი აკრძალულია ძაღლისთვის (ძაღლის ორგანიზმი ვერ შლის). ყველა ეს სტიმულატორი (თეობრომინი და კოფეინი) რიტალინთან კომბინაციაში ფეთქებად კოქტეილს იწვევს. უფრო გაღიზიანებული და ნერვიული გახდებით. თუ ასე მოხდა, წამლის მიღებასა და დესერტის მირთმევას შორის უფრო დიდი შუალედი გააკეთეთ.

image

ვაშლის წვენი და ანტიალერგიული წამალი


ვაშლის, ფორთოხლის და გრეიფრუტის ნექტარზე უარი თქვით, თუ იღებთ ფექსოდენადინს. წამლის მიღებამდე მინიმუმ 4 საათი. ეს წვენი თრგუნავს პეპტიდს, რომელსაც წამალი ნაწლავებიდან სისხლის სისტემაში გადააქვს. გამოდის აქტიური ნივთიერების შეწოვა მცირდება, ანუ წამლის ეფექტურობა 70%–ით მცირდება.

image

დარიჩინი და ვარფარინი


ადამიანებს, რომლებიც იღებენ ვარფარინს, ანტიკოაგულანტს, რომელიც სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას ხელს უშლის, K ვიტამინის დონის კონტროლის აუცილებლობაზე აფრთხილებენ. გამოდის, მათ არ უნდა გააგრძელონ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის ან ბროკოლის მიღება, რადგან K ვიტამინი თრომბის წარმოქმნაში დიდ როლს თამაშობს, ამან სისხლის შედედებაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს. სხვა საფრთხეც არსებობს. დარიჩინი მდიდარია კუმარინით, ნაერთით, რომელიც სისხლს ათხელებს და ღვიძლზე გავლენა შეიძლება მოახდინოს.

image

ალკოჰოლი და აცეტამინოფენი


ინექციით აცეტამინოფენის გემოს მოშორება არ სცადოთ. თქვენი სხეული ორივე ნივთიერების დასაშლელად ერთსა და იმავე ფერმენტებს იყენებს. სწორედ ამიტომ, ალკოჰოლურ სასმელებსა და აცეტამინოფენის შემცველ მედიკამენტის მიღებას შორის მინიმუმ 6 საათიანი შუალედი გააკეთეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ადამიანების 4 ჯგუფი, რომლებისთვისაც კოჭის მიღება კატეგორიულად აკრძალულია

2. როდის შეიძლება და როდის არის აკრძალული ანტიბიოტიკის მიღება

3. 4 სახიფათო მედიკამენტი, რომლებიც შეიძლება ექიმმა დაგინიშნოთ

4. კვების ცხრილი: ორგანიზმი თავად მიგანიშნებთ, თუ რა აკლია

5. გასაოცარი რამ მოხდება, როგორც კი ცივი სასმელების დალევას შეწყვეტთ

6. მეცნიერებმა დაასახელეს 20 ნივთი, რომელთაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლიათ (ნაწილი პირველი)



0
66
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
66