x
image
Yoona
Mediator image
იცუკუსიმა – წმინდა კუნძული, სადაც აკრძალულია დაბადება და სიკვდილი
იაპონია მოწინავე ტექნოლოგიების ქვეყანაა. თუმცა ეს ხელს არ უშლის საუკუნეების განმავლობაში საგულდაგულოდ შეინარჩუნოს ტრადიციები. გიამბობთ კუნძულ იცუკუსიმაზე, სადაც უკვე საუკუნენახევარია იკრძალება დაბადება და სიკვდილი.



image



იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა წითელი დრამატული კარიბჭე, ტორი, რომელიც წყალში დგას. მდებარეობს კუნძულ მიაძიმაზე, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ იცუკუსიმას, მასზე მდებარე სინტოისტური სალოცავის საპატივცემულოდ.



image




ეს კუნძული მდებარეობს ჰიროსიმას პრეფექტურაში, იაპონიის ზღვაში. აქ არის რამდენიმე დასახლება, მოსახლეობის საერთო რაოდენობა დაახლოებით 2000 ადამიანია. მიაძიმის უმაღლესი წერტილია მთა მისენი, რომლის სიმაღლეა 535 მეტრი. კონტინენტიდან აქ დადის ბორნები და კატერები. ვინაიდან "დიდი მიწა" ძალიან ახლოსაა, მოგზაურობას 10–15 წუთი სჭირდება.



image



კუნძულის სახელი მიაძიმა იაპონურიდან ითარგმნება, როგორც "წმინდა კუნძული". იცუკუსიმის ტაძარი ამ ადგილის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. აქ პირველი რიტუალური ნაგებობები მე–6 საუკუნეში გამოჩნდა. ისინი მიეძღვნა ქარის ღმერთის, სუსანოოს სამ ქალიშვილს.



ადგილი, სადაც არ შეიძლება დაბადება და სიკვდილი



სატაძრო კომპლექსი ცუნამების და ომების დროს არაერთხელ განადგურდა. ის, რასაც ტურისტები ახლა კუნძულზე ხედავენ, არის მე–16 საუკუნის შენობები, რომლებიც იმეორებს იმას, რაც კუნძულზე მე–12 საუკუნეში იყო. ოდესღაც კუნძულის მიწა წმინდად ითვლებოდა და მასზე ფეხის დადგმა მხოლოდ უცოდველ ხალხს და ბერებს შეეძლოთ. სწორედ ამიტომ, სალოცავის თითქმის ყველა ნაგებობა ბოძებზე და მიწა–წყლის ზემოთ დგას.



image



ასევე კუნძულზე აკრძალული იყო ყველაფერი, რაც დაბადებასთან და სიკვდილთან იყო კავშირში. 1878 წლიდან, იმპერატორის ბრძანებით, მიაძიმაზე ბავშვების გაჩენა და სიკვდილი აკრძალულია. იაპონელები სერიოზულად უდგებიან რწმენის საკითხებს, ამიტომ ტაბუ არასოდეს დაურღვევიათ.



image



დღეს იცუკუსიმის სალოცავი შედგება მრავალი რელიგიური და საყოფაცხოვრებო ნაგებობებისგან, რომლებიც ყურის სანაპიროზე მდებარეობს. ტურისტებს მხოლოდ რამდენიმე მათგანში შესვლა შეუძლიათ.შენობების უმეტესობა განკუთვნილია ბერებისთვის და უბრალო ადამიანისთვის იქ გზა დაკეტილია.



კარიბჭე სულების სამყაროში



კუნძულის ვიზიტორების უმეტესობას აინტერესებს არა სალოცავის დარბაზები, არამედ რიტუალური ტორის კარიბჭე, რომელიც მის შესასვლელთან დგას. ეს ამომავალი მზის ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე ცნობადი ღირსშესანიშნაობაა. ტორი იაპონიის "სამი ცნობილი პეიზაჟიდან" ერთ–ერთია და საუკუნეების მანძილზე გამოსახავდნენ გრავიურებზე და ნახატებში.



image



თანამედროვე ტორი 1875 წელს აშენდა, მაგრამ ზუსტად იმეორებს 1168 წელს აშენებულ კარიბჭეს. მასალად გამოიყენეს ქაფურის ხე, რომელიც ტენისა და დროის მიმართ გამძლეა. კარიბჭის სიმაღლე 16 მეტრია, ანუ ხუთსართულიან შენობაზე მაღალია.



image



ტურისტებს შეუძლიათ მიუახლოვდნენ კარიბჭეს, რომ მის ღრიჭოებში მონეტები დატოვონ. ძველი რწმენა ამბობს, რომ ამას წარმატება მოაქვს. თუმცა ისტორიულ ძეგლთან მისვლა შეგიძლიათ მხოლოდ მიქცევის დროს, რადგან ტორის კარიბჭე ყურის წყალშია.



image



ტურისტებისთვის ტორის კარიბჭე ლამაზი და უჩვეულო არქიტექტურული ძეგლია, რომელიც იაპონიას განასახიერებს. აი, შინტოისტები ამ კარიბჭეში ღრმა წმინდა მნიშვნელობას დებენ. მათ სწამთ, რომ ეს ხის თაღი ადამიანების და სულების სამყაროს ჰყოფს. კარიბჭეზე მსხდომ ჩიტებს მიცვალებულთა სულები თან მიჰყავთ.



image



ტორი იცუკუსიმაზე ერთადერთი საინტერესო ადგილი არაა. კუნძულის ცენტრში ბორცვზე დგას მთავარი ტაძარი. ასევე ყურადღებას იმსახურებს ტაძარი დაისე–ინი, რომელიც მთა მისენის ძირში მდებარეობს. ამ ადგილს პატივს სცემენ როგორც შინტოისტები, ასევე ბუდისტები. საქმე იმაშია, რომ სწორედ აქ დაიწყო პირველად ბუდისტური სექტის დამაარსებელმა, კიბო დაიშიმ, კუნძულის მცხოვრებთათვის ქადაგებების კითხვა.



image



დაისე–ინის ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობაა ბაღი. მასში ბუდის 500 ქანდაკებაა, რომელთათვის ბერებმა საყვარელი ქუდები მოქსოვეს.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. 11 რელიგია, რომლებიც ზედმეტად უცნაურია, რომ მათი არსებობა მაშინვე დავიჯეროთ

2. „როცა მოკვდები, არ იდარდო შენს სხეულზე“ - უცნობი ავტორის დიდებული ტექსტი

3. უკვალოდ გაუჩინარებულები: ძუჰაცუ – რეალური ცხოვრებიდან გაქცევის იაპონური ფენომენი

4. ყველაფერი მარტივია: თუ რამე არ მოგწონთ - შეცვალეთ, ტყუილად სხვებს ტვინს ნუ უბურღავთ

5. სოფლის მღვდელმა მასწავლა სამი რამის გაკეთება, სანამ სახლიდან გავალ

6. შეწყვიტეთ იმ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც არ უყვარხართ

7. 14 ფაქტი, რომელიც დროზე წარმოდგენას შეგიცვლით

8. ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში არის არა ის, რაც გვაქვს, არამედ ის, ვინც გვყავს

9. 9 ღირებული გაკვეთილი კონფუცისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის

10. ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალე ადამიანები, რომელთაც ჩემთვის დრო არ აქვთ და შვება ვიგრძენი

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი



0
161
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
161