რელიგია წითელი ძაფი მაჯაზე – საიდან გაჩნდა და რას ნიშნავს? 10 იანვარი, 16:42 მადონა, ჯონი დეპი, ლედი გაგა, ლეონარდო დიკაპრიო – რა აერთიანებთ ამ ვარსკვლავებს? ისინი და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანი მაჯაზე წითელ ძაფს ატარებს. ვარსკვლავებს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა მიბაძა. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს აქსესუარი და რა დანიშნულება აქვს.
საიდუმლო სწავლება ითვლება, რომ მარცხენა მაჯაზე წითელი ძაფი ძლიერი ამულეტია. უძველესი დროიდან, მას ატარებდნენ ავი თვალისგან, ნეგატიური გავლენისგან დასაცავად და წარმატების გასაზრდელად. ინტერნეტ სივრცეში არის ბევრი ინფორმაცია და რჩევა, როგორ გაიკეთოთ „ჯადოსნური“ ძაფი სწორად, რომ ბოროტი ხალხისგან, ჯადოსგან და ცუდი ემოციებისგან თავი დაიცვათ. მაჯაზე ძაფის შეკვრისას შვიდი კვანძი უნდა გააკეთოთ. ეს უნდა გააკეთოს ახლო მეგობარმა, საყვარელმა ადამიანმა ან ნათესავმა. ერთგვარი ენერგეტიკული ჯავშან ჟილეტია. თანამედროვე მოდის ფესვები წითელ ძაფზე მოდის კაბალადან – მისტიკური სწავლება, რომელიც დაფუძნებულია იუდაიზმზე. „სიცოცხლის ხე“ – დიაგრამა, რომელსაც კაბალისტები იყენებენ სამყაროს შექმნის პროცესის და უნივერსალური არსებობის ასახსნელად. კაბალა შუა საუკუნეებში გაჩნდა და ახლა მის ეზოთერულ მნიშვნელობებს არ ჩავუღრმავდებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ მის საიდუმლოებებში ზიარებულ ადამიანს ნებისმიერ სფეროში დიდ მიღწევებს ჰპირდება. ყველასგან დამალული ცოდნის გამოყენებით ადამიანს შეუძლია მართოს მისტიკური ძალები, რომელიც მოუტანს წარმატებას ბიზნესში და პირად ცხოვრებაში. ლეონარდო დიკაპრიო ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე კაბალას ერთ–ერთი სიმბოლოა მარცხენა მაჯაზე წითელი შალის ძაფი, რომელიც ადამიანს ნეგატიური ენერგიისა და სხვისი ცუდი გავლენისგან იცავს. 2000–იან წლებში ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი ინტერესს გამოხატავდა მისტიკური სწავლების მიმართ და ატარებდა ამულეტს, როგორც „ცოდნის ზიარების“ სიმბოლო. თუმცა ყველა წითელი ძაფი ადამიანს ავი თვალისგან არ იცავს. სანამ ხელზე მოხვდება, გარკვეული რიტუალი უნდა შესრულდეს. კაბალა ჰოლივუდში ჰოლივუდში კაბალას გამავრცელებელი გახდა ფილიპ ბერგი, რომელიც მართლმადიდებელ ებრაულ ოჯახში დაიბადა, რაბინას სწავლობდა, და სადაზღვევო აგენტი გახდა. 1972 წელს გამოაცხადა, რომ მოსეს შთამომავალი იყო და ნიუ–იორკში კაბალას სკოლა შექმნა. 2013 წელს ბერგი გარდაიცვალა, მაგრამ მისი საქმე გრძელდება. მართლმადიდებელი რაბინების კრიტიკის მიუხედავად, კაბალას ცენტრები 50 ქვეყანაში გახსნილია და წელიწადში 100 მილიონი დოლარი მოაქვს. რაბინ–კაბალისტი ფილიპ ბერგი შემოსავლის მთავარი წყაროა კაბალისტური ატრიბუტები. მაგალითად, წითელი შალის ძაფი 30 დოლარად შეგიძლიათ იყიდოთ. ერთ დროს აქტიური „ზიარებულნი“ იყვნენ მომღერლები ლინდსი ლოჰანი და ბრიტნი სპირსი, მსახიობი ეშტონ კატჩერი და იმ დროს მისი მეუღლე დემი მური, რომლებიც კაბალას ბავშვებსაც ასწავლიდნენ. სწავლების მთავარი ნიშანი გახდა მადონა. ღვთის ამულეტი ძველ აღთქმაში ნათქვამია, რომ იაკობს, 12 ებრაული ტომის წინაპარს, ორი ცოლი ჰყავდა. ერთ–ერთს ერქვა რახელი. ის მშობიარობის დროს გარდაიცვალა და ქრისტიანობაში, ისლამში და იუდაიზმში დედობის და ბავშვისთვის თავგანწირვის სიმბოლო გახდა. კაბალისტები უფრო შორს წავიდნენ. მათთვის ებრაელთა წინაპარი მთლიან ფიზიკურ სამყაროს განასახიერებს. ამ ნახატზე უილიამ დაისმა გამოსახა იაკობი და რახელი. კაბალას სწავლებით, სწორედ ამ ქალმა მიიღო წითელი ძაფის თილისმა ანგელოზისგან, რომელიც ორი შვილის გაჩენაში დაეხმარა. კაბალისტები თვლიან, რომ რახელი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა ბავშვის გაჩენას და ღვთის მიერ გამოგზავნილმა ანგელოზმა მას გადასცა ამულეტი, წითელი ძაფი. ზეციური საჩუქრის მიღების შემდეგ ქალმა იაკობს ორი ვაჟი აჩუქა. ძველი აღთქმა არაფერს ამბობს ძაფზე, მაგრამ კაბალისტებმა ის თავიანთი სწავლების სიმბოლოდ და ენერგეტიკული დაცვის არხად აქციეს. რიტუალი რახელის საფლავზე ამულეტს ძალა რომ ჰქონდეს, განსაკუთრებული რიტუალი ტარდება. იერუსალიმში რახელის საფლავი შენარჩუნებულია. კაბალისტები იღებენ წითელი შალის გორგალს და შვიდჯერ ახვევენ ებრაელი ხალხის წინაპრის სარკოფაგს. შემდეგ იკითხება სპეციალური კაბალისტური ლოცვები. რიტუალის დასრულების შემდეგ შალის გორგალს პატარა ნაჭრებად ჭრიან. მხოლოდ ასეთი ამულეტია ენერგიით დამუხტული და აქვს ძალა. ძაფი, რომელიც რახელის საფლავზე არ ყოფილა, უბრალოდ შალის თასმაა, რომელიც აქსესუარად შეგიძლიათ ატაროთ. რახელის საფლავი – ებრაელი ხალხის წინაპარი მართლმადიდებლური თვალსაზრისით, კაბალა მტრული ოკულტური სწავლებაა. კაბალაზე დაფუძნებულია თანამედროვე ჰასიდიზმი და რელიგიური სიონიზმი. მასში არის მისტიკა, ასტროლოგია, მაგია, ერთი ღმერთის უარყოფა. მართლმადიდებელი მღვდლების თქმით, კაბალა იძლევა ყველაფრის უფლებას, რაც ქრისტიანობაში აკრძალულია, ამიტომ ადამიანი, რომელიც თავს ქრისტიანად მიიჩნევს, მაჯაზე წითელი ძაფი არ უნდა გაიკეთოს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. 11 რელიგია, რომლებიც ზედმეტად უცნაურია, რომ მათი არსებობა მაშინვე დავიჯეროთ 2. იცუკუსიმა – წმინდა კუნძული, სადაც აკრძალულია დაბადება და სიკვდილი 3. მეცნიერებმა დაამტკიცეს: ლოცვას ნამდვილად ყველა დაავადების განკურნების ძალა აქვს 4. 8 მაგალითი, როგორ ზრუნავს რელიგია მორწმუნეების ჯანმრთელობაზე 5. „როცა მოკვდები, არ იდარდო შენს სხეულზე“ - უცნობი ავტორის დიდებული ტექსტი უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
259 1-ს მოსწონს |