x
image
Yoona
„როცა მოკვდები, არ იდარდო შენს სხეულზე“ - უცნობი ავტორის დიდებული ტექსტი
როცა მოკვდები, არ იდარდო შენს სხეულზე...



image


თქვენი ნათესავები გააკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა მათი შესაძლებლობების შესაბამისად. გაგხდიან ტანსაცმელს, დაგბანენ, ჩაგაცვამენ, სახლიდან გაგიტანენ და მიგიტანენ ახალ მისამართზე.


ბევრი მოვა თქვენს დაკრძალვაზე გამოსამშვიდობებლად.



ზოგი გააუქმებს თავის ნიშნობას და სამსახურსაც დატოვებს, რომ თქვენს დაკრძალვას დაესწროს. თქვენი ნივთები, ისიც კი, რომელიც არ მოგწონთ, გაიყიდება, გაჩუქდება ან დაიწვება:


თქვენი გასაღებები;

თქვენი ხელსაწყოები;

თქვენი წიგნები;

თქვენი ჩანაწერები;

თქვენი ფეხსაცმელი;

თქვენი ტანსაცმელი.



და დარწმუნებული იყავით, რომ სამყარო არ გაჩერდება და არ ატირდება თქვენზე.



image


ცხოვრება გაგრძელდება.

სამსახურში ჩაგანაცვლებენ.

თანაბარი ან უკეთესი შესაძლებლობების მქონე ვინმე დაიკავებს თქვენს ადგილს.

მემკვიდრეობა თქვენს მემკვიდრეებს გადაეცემა...

ადამიანები, რომლებიც მხოლოდ გარედან გიცნობდნენ, იტყვიან:

- საწყალი ქალი (კაცი)...

ან:

- იცხოვრა კარგი ცხოვრებით.



გულწრფელი მეგობრები იტირებენ რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის, თვის განმავლობაში, მაგრამ მოგვიანებით ისევ სიცილს დაუბრუნდებიან.

თქვენი შინაური ცხოველები შეეგუებიან ახალ პატრონს.

თქვენს ფოტოებს დროებით კედელზე ჩამოკიდებენ ან მაგიდაზე დადებენ, მაგრამ მოგვიანებით უჯრის ბოლოში შეინახავენ.

ვიღაც სხვა დაჯდება თქვენს დივანზე და თქვენს მაგიდასთან შეჭამს.



ღრმა ტკივილი თქვენს სახლში გაგრძელდება ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე, ორი,

ერთი წელი, ორი..

შემდეგ მოგონებებს შეემატებით.

და მაშინ დასრულდება თქვენი ამბავი.

ეს დასრულდება ადამიანებს შორის – დასრულდება აქ, დასრულდება ამ სამყაროში.



მაგრამ თქვენ დაიწყებთ თქვენს ისტორიას ახალ რეალობაში, იმქვეყნიურ სიცოცხლეში, სხვა განზომილებაში.


image


ყველაფერი გაუფასურდება:

სხეული,

სილამაზე,

გარეგნობა,

ეროვნება,

სახელი,

კომფორტი,

კრედიტი,

სახელმწიფო,

სტატუსი,

საბანკო ანგარიში,

სახლი ქირით ან საკუთარი,

ავტომობილი,

პროფესია,

კარგი საქმეები,

დიპლომი,

მედლები,

თასები,

მეგობრები,

ადგილი

საცხოვრებელი

ოჯახი…



ახალ ცხოვრებაში ყველაფერი, რაც გჭირდებათ არის თქვენი სული და გამბედაობა, რომელიც აქ, ამქვეყნად მოაგროვეთ.



image


ეს იქნება თქვენი ერთადერთი ბედნიერება, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნო იქ, სიკვდილის შემდეგ.

ეს ბედნიერება ერთადერთია, რასაც თან წაიღებთ.

როცა ცხოვრობთ სხვების სიყვარულით და ახლობლებთან მშვიდობით, გიყვართ თქვენი სულიერი ბედი.

ამიტომ, შეეცადეთ იცხოვროთ და იყოთ ბედნიერი აქ და ახლა, რადგან, როგორც ფრანცისკე ასიზელმა თქვა:



„ვერ წაიღებთ იმას, რაც გაქვთ. თქვენ წაიღებთ მხოლოდ იმას, რასაც გასცემთ“



image

ეს თქვენი ცხოვრებაა, ისიამოვნეთ ბოლომდე, თითქოს თქვენი ბოლო დღე იყოს.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში არის არა ის, რაც გვაქვს, არამედ ის, ვინც გვყავს

2. 3 კრიტერიუმი, რითაც ადამიანი პირველი შეხვედრისას გაფასებთ

3. ნეგატივი გადამდებია: შემოიკრიბეთ ხალხი, რომლიდანაც მაქსიმუმ სარგებელს მიიღებთ

4. თქვენ ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ხართ, ამბობენ მეცნიერები

5. სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ

6. აი, რატომ არ იმსახურებთ იყოთ ბედნიერი

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
247
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
247