სხვა ნეგატივი გადამდებია: შემოიკრიბეთ ხალხი, რომლიდანაც მაქსიმუმ სარგებელს მიიღებთ 2019, 2 სექტემბერი, 13:59 ფსიქოლოგიური განწყობა გადამდებია, განსაკუთრებით ხანგრძლივი ურთიერთობის დროს. საქმე იმაშია, რომ ტვინში არის ე.წ. სარკისებრი ნეირონები, რომლებიც ემპათიაზე პასუხის აგებენ და სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენის საშუალებას გვაძლევენ. ეს შესაძლებლობა სასარგებლოა, მაგრამ მას უარყოფითი მხარეც აქვს: ჩვენ არა მხოლოდ კარგ, არამედ ცუდ ენერგიასაც ვიღებთ.
![]() ექსპერიმენტის დროს მონაწილეები სხვადასხვა პროდუქტებს აფასებდნენ. შემდეგ საკუთარ კომენტარებს (როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს) სხვებს უზიარებდნენ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უარყოფითი კომენტარები პროდუქტის მიმართ სხვების დამოკიდებულებაზე გავლენას ახდენდა: თუ თავიდანვე ცუდი წარმოდგენა ქონდათ, კიდევ უფრო ცუდი ხდებოდა, ხოლო თუ ამ პროდუქტზე პოზიტიურად ფიქრობდნენ, აზრი უფრო ცუდისკენ ეცვლებოდათ. უფრო მეტიც, როცა მონაწილეები ცუდი კომენტარების ავტორებს პირადად ესაუბრებოდნენ, პოზიცია ნეგატიურ ჭრილში უფრო ძლიერდებოდა. დასკვნა: ნეგატივი ნეგატივს ბადებს. ![]() ![]() ირგვლივ პოზიტიური ხალხი შემოიკრიბეთ გინდა თუ არა, ირგვლივ მყოფი ხალხის განწყობა თქვენს განწყობასა და ქცევაზე გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, ნეგატიური ადამიანები ახლოს არ გაიკაროთ. დადარდიანებულ ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი მხოლოდ სევდას მოგიტანთ. რა თქმა უნდა, თქვენს სხვებს პოზიტიური ემოციები უნდა გაუზიაროთ. ასევე დაგაინტერესებთ: ყოველი მესამე ქალი პაემანზე უფასო საჭმლის გამო დადის - კვლევა ![]() რატომ არ შეიძლება ტუალეტში შესვლა, თუ ღამით გაგეღვიძათ ![]() რომელ საათზე უნდა დაწვეთ, რომ დილით თავი მხნედ იგრძნოთ ![]() დამტკიცებულია მეცნიერულად: სახლში კატის ყოლის კარგი მიზეზები ![]() ალკოჰოლი, ჭარბი წონა და ყავა 100 წლამდე ცხოვრებაში დაგეხმარებათ! ![]() მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ ![]()
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
118 შეფასება არ არის |