საზოგადოება იცით, რატომ აშენებენ ჰონგ–კონგში „ხვრელიან“ ცათამბჯენებს? 30 აპრილი, 17:14 ადამიანს, რომელიც პირველად სტუმრობს ჩინეთს, ბევრი რამ, რაც ადგილობრივებისთვის ნაცნობია, უცხოდ და უცნაურად მოეჩვენება. ადგილობრივი არქიტექტურა ბევრ კითხვას ბადებს და საქმე აზიურ მასშტაბებს არ ეხება. ბევრი ცათამბჯენი შენდება ღიობებით, რის გამოც კონსტრუქცია რთულდება და ძვირფასი სასარგებლო ფართობი ფუჭად იკარგება. შენობების ეს თავისებურება განსაკუთრებით თვალშისაცემია ჰონგ–კონგში, სადაც ყველაზე გრანდიოზული და მოდური შენობები განთავსებულია.
„ხვრელები“ ფენშუის მიხედვით ჩვენთვის, რომლებიც ვცხოვრობთ ქვეყნებში, სადაც მკაცრი პრაგმატიზმი სუფევს, ფენშუის პრინციპების მშენებლობაში გამოყენება უცნაურად გამოიყურება. აი, ჩინელებისთვის, რომლებიც ძველ ტრადიციებს პატივს სცემენ, ამაში უჩვეულო არაფერია. ამ ქვეყნის დეველოპერული კომპანიები ითვალისწინებენ ტრადიციებს საცხოვრებელი და საოფისე შენობების აშენებისას. რა თქმა უნდა, თუ დამკვეთი ამ მიდგომას იწონებს. თუ დასავლელს ჰკითხავთ აზრს ჰონგ–კონგის ცათამბჯენების ხვრელების შესახებ, სხვადასხვა ვერსიას მოისმენთ. ზოგი ამბობს, რომ ეს ღიობები საჭიროა ურბანულ ადგილებში ჰაერის ნორმალური მიმოქცევისთვის. სხვები ვარაუდობენ, რომ ხვრელები საჭიროა იმისთვის, რომ თვითმფრინავმა ხვრელში გავლა შეძლო. ამავდროულად, ცოტას თუ შეუძლია ახსნას, რაში სჭირდება პილოტს გარისკვა მსგავსი კინემატოგრაფიული ოინის შესრულებით. სინამდვილეში, ყველაფერი ბევრად უფრო რთული და ამავე დროს მარტივია. არქიტექტორები უბრალოდ იყენებენ ფენშუის უძველეს პრინციპებს, რომელზედაც დაფუძნებულია ჩინეთში ცხოვრების ბევრი ასპექტი. ადგილობრივებს ასაკის, განათლების და საზოგადოებაში პოზიციის მიუხედავად მისტიკური არსებების არსებობა სჯერათ. არ მხოლოდ სჯერათ, არამედ მათთან ერთად მშვიდად ცხოვრება სურთ. დრაკონებზე ფიქრებით ჩინური მითოლოგია ძალიან რთულია და მასში ფიგურირებს ბევრი სული და ღვთაება. ამ პანთეონში განსაკუთრებული ადგილი უკავია დრაკონებს, სიმდიდრის და სიძლიერის სიმბოლოს. ხალხი დარწმუნებულია, რომ დრაკონი ჩვენს შორის ცხოვრობს და მათი ინტერესები გასათვალისწინებელია. მითიურმა არსებებმა მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში შეუფერხებლად რომ იფრინონ, შენობებში დიდ ღიობებს ტოვებენ. ჰონგ–კონგში დრაკონებზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქალაქი მთებსა და ზღვას შორის მდებარეობს. მთის გამოქვაბულებში მცხოვრები დრაკონები სწრაფად უნდა მიფრინდნენ წყალთან და უკან. თუ ხალხი ამ არსებების ათასწლოვან ცხოვრების წესს არ დაარღვევს, დრაკონები მათ მიმართ კეთილგანწყობას გამოიჩენენ. უძველესი ტრადიციების გათვალისწინებით აშენებულ შენობებში ბინებსა და ოფისებზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია. სწორედ ამიტომ, ჩინეთში ყოველთვის აშენებენ „ხვრელიან“ ცათამბჯენს, თუმცა ამას ახლავს ბევრი საინჟინრო ნიუანსი, რომელიც მშენებლობის ღირებულებას ზრდის. ასევე დაგაინტერესებთ: რა არის უჩვეულო ამ სახლებში? 14 ყველაზე უცნაური სახლი მსოფლიოში, სადაც ადამიანები ნამდვილად ცხოვრობენ გაიცანით: ბეტონის მილებისგან აშენებული სახლი ახალგაზრდებისთვის სახლი იაპონიაში - არ დაიჯერებთ, მაგრამ შიგნიდან უფრო დიდია, ვიდრე გარედან 15 ექსტრავაგანტული სახლი, რომელიც საცხოვრებელზე წარმოდგენას შეგიცვლით 272 შეფასება არ არის |