x
image
Yoona
Mediator image
იცით, რატომ არ შეიძლება დაბანა, როცა სარეცხი მანქანა ჩართულია
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველა სახლში მარჯვე დამხმარეები გამოჩნდა. მიკროტალღური ღუმელი, სამზარეულოს კომბაინი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და სხვა. ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა მუდმივად ჩვენ გვერდით არის და მათ თითქმის ავტომატურად ვიყენებთ. ცოტა თუ ფიქრობს, რომ თითოეული ეს ელექტრომოწყობილობა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც. აბაზანაში მომუშავე უბრალო სარეცხი მანქანა ტრაგედიის გამომწვევი შეიძლება გახდეს.



სარისკო მეზობლობა

image



თუ აბაზანას ან შხაპს მიიღებთ, როცა გვერდით სარეცხი მანქანა მუშაობს, შეიძლება დაიღუპოთ. როზეტში შეერთებული ხარისხიანი ტექნიკაც პოტენციურ საფრთხეს შეიცავს და ტრაგიკული ინციდენტები აბაზანასა და საშხაპეებში მუდმივად ხდება. რა საფრთხეს შეიცავს აბსოლუტურად გამართული მოწყობილობა, რომელიც შეერთებულია სპეციალისტის მიერ ყველა ნორმის და რეგულაციის დაცვით?



სასიკვდილო საფრთხე არსებობს, თუ აბაზანა ან როზეტი, რომელშიც შეერთებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა, არ არის დამიწებული. კარგი ელექტრო მოწყობილობაც არ არის დაცული ისეთი ფენომენისგან, როგორიცაა გარღვევა. ამ შემთხვევაში დენი გადის გამტარის იზოლაციაში და ამის გამო სარეცხი მანქანის კორპუსი იმუხტება.




ამ შემთხვევაში აბაზანაში წყალმა დენი შეიძლება გაატაროს. ამისთვის საჭირო არც არის, რომ სარეცხი მანქანა აბაზანის ან საშხაპე კაბინის გვერდით იყოს. როცა ვიბანთ, ტენიანი ჰაერი შეიძლება გახდეს დენის გამტარი და გამოიწვიოს დენის დარტყმა.



როგორ დავიცვათ თავი სააბაზანო ოთახში?

image



როდესაც აბაზანა ან საშხაპე კაბინა დამიწებულია, გამტარის გავლით განმუხტვა მიწაში გადადის და სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. მაგრამ არ უნდა მოდუნდეთ, თუნდაც დამიწება იყოს. ეფექტურად რომ იმუშაოს, სპეციალისტმა უნდა დაამონტაჟოს. გარდა ამისა, ტენიან გარემოში შეიძლება განადგურდეს კოროზიით და უბრალოდ არ იმუშაოს. თავი დაიზღვიეთ და დაიბანეთ, როცა სააბაზანო ოთახით არავინ სარგებლობს.



image



როგორც წესი, დამიწება ჰგავს მავთულს, რომელიც მიმაგრებულია ლითონით აბაზანის ქვეშ. უმჯობესია სარეცხი მანქანა ისე მოათავსოთ, რომ არ მოხვდეს აბაზანის თასს ან საშხაპეს სადგამს. დამატებით დაცვას უზრუნველყოფს დამცავი გამორთვის მოწყობილობა. მისი დანიშნულება არის დენის გამორთვა წამის მეასედში დენის დარტყმამდე.



სამწუხაროდ, ყველამ არ იცის, რამდენად მზაკვრულია ელექტროენერგია, ამიტომ დენის დარტყმა სიკვდილის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.



გახსოვდეთ და დაიცავით წესები:

ფენის გამოყენება: არ შეიშროთ თმა, როცა აბაზანა სავსეა ან ონკანი მოშვებული.

სმარტფონი აბაზანაში: არ შეიძლება დაბანა, როცა სააბაზანო ოთახში სმარტფონი იტენება.

ელექტრომოწყობილობის დატენვა: ყველა ელექტრომოწყობილობა (ეპილატორი, საპარსი, ელექტრო კბილის ჯაგრისი და ა.შ.) უნდა დატენოთ სხვა ოთახში.

ელექტრონიკა სააბაზანო ოთახში: არ გამოიყენოთ რადიო, პლეერი ან ლეპტოპი აბაზანაში, რადგან კონდენსაცია მათთვის ძალიან საზიანოა. მათთვის სპეციალური წყალგაუმტარი ქეისები შეიძინეთ.

ქცევა ჭექა–ქუხილის დროს: ამ დროს ჭურჭლის გარეცხვა ან შხაპის მიღება არ შეიძლება.



ასევე დაგაინტერესებთ:

სამსუნგმა გამოიგონა ლარნაკი, რომელიც ხანძარს აქრობს

კორეული გათბობის სისტემა – თბილი იატაკები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა

იაპონიაში წლის ბოლომდე ყველა მიკროტალღურ ღუმელს გაანადგურებენ და აი, რატომ


0
2719
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2719